ტყუილი თუ გაზვიადებული ინფორმაცია - რა კომპანიაა "ტორპედოს" ახალი სპონსორი?

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" ოფიციალურ facebook-გვერდზე საინტერესო ინფორმაცია გამოჩნდა, რომლის მიხედვით, კლუბს ახალი სპონსორი ჰყავს და საკმაოდ მრავალფეროვანი დახასიათება იყო წარმოდგენილი.

"ტორპედოს" ახალი გენერალური სპონსორი საერთაშორისო კომპანია "ედენარო" იქნება.

"ედენარო" მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ონლაინგაყიდვების მაღაზიაა, სადაც ნებისმიერი ნივთის ნებისმიერი რაოდენობით შეძენაა შესაძლებელი, მათ შორის, კრიპტოვალუტითაც, რითაც გამოირჩევა თავისი კონკურენტებისგან. კომპანია წარმატებულად მუშაობს როგორც ევროპაში, ისე აშშ-ში." - ვკითხულობთ კლუბის განცხადებაში.

ონლაინ აყიდვების ქართველი მოყვარულებისთვის ეს საიტი უცნობია, თუმცა საწყის ეტაპზე ვივარაუდეთ, რომ ეს საიტი მხოლოდ საქართველოში არ ვიცოდით.

პირველ რიგში, საიტი
საძიებო სისტემებში გადავამოწმეთ და ვერაფერი ვიპოვეთ. შემდეგ კლუბმა კომენტარის სახით საიტიც წარმოადგინა edenaro.com/en/

თუმცა საიტზე გადასვლის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ონლაინგაყიდვების მაღაზიის ნაცვლად, სრულიად ახალაწყობილ საიტზე მოხვდებით, სადაც მარაგში პროდუქციის უმრავლესობა მხოლოდ ერთი ცალი აქვთ. ამასთანავე, "საიტის შესახებ" ინფორმაციაში გაურკვეველი ტექსტი წერია. არ მუშაობს სხვადასხვა ბმული და ფასდაკლებების მითითებები. თითქმის არცერთ პროდუქციას არ აქვს შეფასება და მომხმარებელთა გამოხმაურება.

ამავდროულად, საიტზე მითითებული არცერთი სოციალური ქსელი არ მუშაობს. ვებგვერდის იტალიურ ვერსიაში ელექტრონული ფოსტა წარმოადგენს საიტების დეველოპერული კომპანიის მისამართს - demo@posthemes.com. კომპანიის მისამართი - The Barn, Henley in Arden B578 კი საიტების ასაწყობი ვებგვერდის თითქმის ყველა დიზაინს თან ახლავს. ტელეფონის ნომერი ციფრების რიგითობით წერია და სულაც არ წარმოადგენს ამ კომპანიის ნომერს - (+800) 123 456 789.

რაც შეეხება საიტის ინგლისურ ვერსიას, კომპანია კვიპროსულ ორგანიზაციას წარმოადგენს - BAREA INTERNATIONAL LTD, რომლის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება და ერთადერთი იმის გარკვევა შეიძლება, რომ 2018 წელს დაარსდა. მას "დედალოს ენტერპრაისი" და "ნილს ჯორგენ ლინდესკოვი" მართავს. რაც შეეხება "დედალოს ენტერპრაისის" საქმიანობას, ეს კომპანია ბიზნესებს ფინანსურ და სხვადასხვა პრობლემის მოგვარებაში ეხმარება.

მოკლედ, "ტორპედოს" სპონსორი, რომელიც მომავალ სეზონში კლუბის მაისურს დაამშვენებს - გაურკვეველი კომპანიაა. იმედია, კლუბი უფრო ზუსტ ინფორმაციას წარმოადგენს, რადგან მათი დახასიათება საიტისას არ ემთხვევა.

Sportall.Ge


მკითხველის კომენტარები / 41 /
როგორ შეიძლება "ედენარო"იყოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ონლაინგაყიდვების მაღაზია, როდესაც ელემენტარული ინფორმაციაც არ იძებნება ამ კომპანიის შესახებ?

21-ე საუკუნეში, ინტერნეტის ხელმისაწვდომობის პირობებში, კლუბის ეგეთი განცხადება ცოტა უცნაური და დამაბნეველია.
შეიძლება ახალი სტარტაპია ამ მფლობელის და რეკლამას უკეთებენ? ერთადერთი ახსნა ეგ მაქვს :დ

ჟურნალისტებს კი გმართებთ მეტი ინფორმაციის მოძიება და პირდაპირ ტორპედოს მენეჯმენტისგან ან მერიისგან მეტი ინფორმაციის მიღება მფლობელის შესახებ. მხოლოდ ლამაზად შეფუთული სიტყვები ისმის ჯერ და რეალური დასაბუთებული ინფორმაცია მფლობელის შესახებ არსად ჩანს.
Supporter
19:03 25-02-2020
3
თავიდანვე დავწერე და ახლა უფრო ვრწმუნდები, უეჭველი აფიორაა. და საერთოდ იტალიიდან საქართველომდე რამდენი გუნდის ყიდვა შეეძლო, რომელი ჩვენთაგანი იყიდიდა კენიის ან მოზამბიკის გუნდს, ეგეც ეგრე ფიქრობს ჩვენზე, ან სხვა გარიგებაა, ვერ დავიჯერებ რა, თან ცოლშვილის ჩამოყვანა ტორპედო მერანის თამაშზე უეჭველი ალიბის შექმნას ემსახურება, მალე გამოჩნდება რომ ეგრეა, მაგას აფრიკის იქით გონია თავი ან ქართული აფიორაა იტალიელის დახმარებით
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული