[წარდგენა] მზე, ზღვა, ახალი სტადიონი, გამორჩეული გულშემატკივარი...

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოს" მალე ახალი სტადიონი ექნება და ეს ქართული ფეხბურთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბათუმელებმა 2019 წლის ეროვნული ლიგა გააფერადეს და მათი ქომაგისგან 2020 წელს მეტს ველით. ვიმედოვნოთ, რომ სხვა კლუბებიც აჰყვებიან აჭარლებს მარათონში და ჩემპიონატი უფრო უკეთესი გახდება, ვიდრე არის.

მანამდე, სანამ ბათუმის სტადიონი გაიხსნება, კლუბი კვლავ ანგისას ბაზაზე ითამაშებს. სტადიონი ადგილობრივი ქომაგისთვის საკმაოდ პატარაა, რადგან გაცილებით მეტი ადამიანი დადის ფეხბურთზე, ვიდრე ტრიბუნაზე განთავსებული სკამებია.

კლუბს მიმდინარე სეზონშიც გია გეგუჩაძე გაწვრთნის, რომლის მაქსიმუმიც დღემდე სხვა ქართველმა მწვრთნელმა ვერ დაამხო, 2004 წელს
მისი მეთაურობით თბილისის "დინამომ" უეფას თასზე, დღევანდელ ევროპა ლიგაზე ითამაშა. რაც შეეხება 54 წლის მწვრთნელის კარიერას, ის სხვადასხვა დროს წვრთნიდა: "მეტალურგს", თბილისის "დინამოს", "ზესტაფონს", "ტორპედოს" და საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს.

შემადგენლობა

მეკარეები: მიხეილ ალავიძე, იგორ ლევჩენკო.

დაცვა: ლევან გეგეჭკორი, მამუკა კობახიძე, გოდფრი ობოაბონა, მალხაზ გაგოშიძე, ვაჟა ფაცაცია, გიორგი ნავალოვსკი, ლაშა ჩალაძე, კიჭი მელიავა.

ნახევარდაცვა: ვლადიმერ მამუჩაშვილი, ბენჟამინ ტეიდი, მათე ცინცაძე, გიული მანჯგალაძე, ჯაბა ჯიღაური, თორნიკე გაფრინდაშვილი, ვაკო თევდორაძე, ჟულიო ვინიციუსი, ვაგნერ გონსალვეში.

თავდასხმა: ჯოვინო ფლამარიონი, რეინალდო, ნიკოლოზ საბანაძე, ვლადიმერ დვალიშვილი.

ამხანაგური მატჩები 2020 წელს:

  • "დინამო" - "დილა" 5:2
  • "დინამო" - კრაკოვის "ვისლა" 1:1 (პოლონეთის ექსტრაკლასა მე-13 ადგილი)
  • "დინამო" - "რადნიჩკი" 3:1 (სერბეთის სუპერლიგა მე-6 ადგილი)
  • "დინამო" - პლოვდივის "ლოკომოტივი" 2:0 (ბულგარეთის 1 ლიგა, მე-3 ადგილი)
  • "დინამო" - დონეცკის "ოლიმპიკი" 0:1 (უკრაინის პრემიერ ლიგა, მე-9 ადგილი)
  • "დინამო" - "დნიპრო" 1:2 (უკრაინის პრემიერ ლიგა, მე-8 ადგილი)
  • "დინამო" - "ნავბაჰორი" 1:0 (უზბეკეთის სუპერლიგა)
  • "დინამო" - "დესნა" 1:1 (უკრაინის პრემიერ ლიგა, მე-4 ადგილი)

შეფასება

დადებითი ფაქტია ის, რომ გუნდმა მეტწილად ძირითადი შემადგენლობა შეინარჩუნა და იზრუნა გაძლიერებაზე. არსებული შემადგენლობით ბათუმელებს ერთ-ერთი ყველაზე კარგი გუნდი ჰყავთ ჩემპიონატში. თუმცა ამავდროულად კლუბის სატრანსფერო პოლიტიკა ქართულ ღერძზე ტრიალებდა და ტრადიციული შეცდომები იყო დაშვებული.

საწყის ეტაპზე ძალიან ბევრ ქართველ ფეხბურთელს ჰქონია იმედის მომცემი კარიერა, თუმცა ტრავმებმა და სხვადასხვა ფაქტორებმა, მათი სათამაშო დონე დაბალ თამასაზე დაწია. ასე ხდება უცხოელებზე, უბრალოდ მათ თამაშზე დაკვირვების ნაცვლად, მათი აყვანა რეზიუმის საწყისებზე ხდება.

გოდფრი ობოაბონამ რომელმაც 2014 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე 29 წუთი ითამაშა, მას შემდეგ მისი კარიერა არც თუ ისე კარგად აეწყო. 2018 წელს თითქმის 9 თვე უკლუბოდ იყო, 2019 წელს ხორვატიულ "გორიცაში" 13 შეხვედრაში ითამაშა ძირითად შემადგენლობაში და 11 შეხვედრაში სათადარიგო იყო. ბოლოს 2019 წლის 1 ივლისის შემდეგ უგუნდოდ იყო და 2020 წლის იანვარში ბათუმის "დინამომ" აიყვანა. ამავდროულად ფეხბურთელი ტრავმებისკენ მიდრეკილია.

რეინალდო ბათუმში ზარ-ზეიმით მიიღეს, ფეხბურთელი, რომელიც 2013-2016 წლებში "ყარაბაღში" იყო გამორჩეული. 2019 წლის 23 ივლისის შემდეგ უგუნდოდ იყო და ბათუმში 2020 წლის თებერვალში აიყვანეს. მანამდე იყო ყაზახურ "ირტიშში," სადაც სულ რაღაც 20 დღე იყო და 12 წუთის თამაში მოასწრო. იმის წინ კი "ყარაბაღში" მეორეჯერ მისული, სადაც სათადარიგო ფეხბურთელად იქცა და პერიოდულად მცირე სათამაშო დრო ეძლეოდა.

29 წლის იგორ ლევჩენკო, რომელიც შვედეთის მეორე ლიგიდან მოვიდა. კარიერის დასაწყისში უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებებში თამაშობდა, თუმცა მას შემდეგ გამორჩეული არაფერი ჰქონია.

ამავდროულად კლუბი იბრუნებს ევროპის დაბალი დონის გუნდებიდან ქართველ ფეხბურთელებს, რომლებსაც ევროტურნირების შესარჩევის დიდი გამოცდილება აქვთ, თუმცა გადამწყვეტ მატჩებში მათი მარგი ქმედების კოეფიციენტი არც თუ ისე მაღალი იყო. თან ეს ფეხბურთელები საკმაოდ მსუყე ანაზღაურებასაც იღებენ, გვახსოვს ქუთაისის "ტორპედოს" გამოცდილება...

დიახ ბათუმის "დინამო", ეროვნული ლიგისთვის შარშანდელზე უკეთესი გუნდია. დიახ, აჭარული კლუბის მფლობელი, დიდი რაოდენობით თანხას ხარჯავს, ამ ფეხბურთელების ხელფასებზე და ცდილობს ჰყავდეს წარმატებული გუნდი. მაგრამ, გადახედეთ სხვადასხვა დროს საქართველოს ჩემპიონატში განხორციელებულ მსგავს ტრანსფერებს და შემდეგ შედეგებს ევროტურნირებზე, ნუ გაიმეორებთ სხვების მიერ აწ უკვე დაშვებულ შეცდომებს...

alt[წარდგენა] ყველაზე ხმაურიანი გუნდი ეროვნულ ჩემპიონატში

alt[წარდგენა] ჩემპიონი ვარდისფერი სათვალეებით

alt[წარდგენა] ეგზოტიკური ტრანსფერების გუნდი - მიზნის გარეშე

alt[წარდგენა] ფრუიძის გარეშე - საჩხერელთა ახალი გამოწვევა

alt[წარდგენა] ბიჭები ძმობისა და მეგობრობის ქალაქიდან...

alt[წარდგენა] "გასწი, მერანო" - შეძლებენ თბილისელები უმაღლესში თავის წარმოჩენას?

alt[წარდგენა] იქნებიან ალაზნისპირელები კახური ღვინოსავით გამორჩეულები?






მკითხველის კომენტარები / 2 /
ქართული ფეხბურთის გადასარჩენად ერთი რესურსი კიდევ დაგვრჩა - მენტალური მომზადება!
gujakakhadze
17:15 29-02-2020
0
ჩამონათვალში წვიმა გამოგრჩათ.
სტატუს ქუო
14:42 29-02-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული