რომან ფიფია: პრობლემები მალე გადაივლის, წინ კი ბევრი სიხარული და გამარჯვება გველოდება

AutoSharing Option
მინდა მივმართო "დინამო თბილისის" თანამშრომლებს, ფეხბურთელებს, მწვრთნელებს, აკადემიის წევრებს, გულშემატკივრებს და ყველა ადამიანს, რომელიც "დინამო თბილისის" დიდი ოჯახის წევრია.

იმ რთულ ვითარებაში, რომელიც ვირუსის გავრცელებამ გამოიწვია, მნიშვნელოვანია თითოეულმა ჩვენგანმა გავიაზროთ სოციალური პასუხისმგებლობა გამოხატული ერთმანეთის მოფრთხილებით, ვიყოთ იზოლირებულები და დავიცვათ ჰიგიენის წესები, რომელიც დღესდღეობით ვირუსთან ბრძოლაში ერთადერთ ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს. გვახსოვდეს, რომ ამით დავიცავთ ჩვენი და ჩვენი უფროსი თაობის ჯანმრთელობას. ასევე უნდა გვესმოდეს, რომ საქმეს, რომელსაც ჩვენ ვემსახურებით, რთული დრო უდგას. მსოფლიოს ყველა ქვეყანაში შეწყვეტილია ეროვნული ჩემპიონატი, რასაც უდიდესი სპორტული და
ფინანსური ზიანი მოაქვს სპორტის ამ სახეობისთვის.

ფეხბურთი საჭიროებს ინტენსიურ, დინამიკურ მუშაობას და შესაბამისად, მისი ძველ კალაპოტში დაბრუნება არ იქნება ადვილი და დასჭირდება გარკვეული დრო. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ყველა ერთად დავძლევთ ამ გამოწვევას. მთავარია, ვიზრუნოთ ერთმანეთზე. უფლის წყალობით ეს პრობლემები მალე გადაივლის, წინ კი ბევრი სიხარული და გამარჯვება გველოდება. ჯანმრთელობას გისურვებთ!

სკ "დინამო თბილისის" პრეზიდენტი - რომან ფიფია

fcdinamo.ge

მკითხველის კომენტარები / 10 /
შენი რომ არ სჯერა აღარავის ? რასაც ამბობ, ერთი სიტყვა არ დაიჯერება.მომავალ წელს ლიგას ხომ არ დადებთ, ბატონო რომან?
: )))))))
21:56 24-03-2020
3
ამ უნამუსო კაცმა დაასამარა დინამო და ეხლაც გვაბოლებს. ბევრი სიხარული და გამარჯვება თუ არ იქნა წახვალ? გაყიდე რა გუნდი თავისი აკადემიით და სტადიონით. ცნობილი ბრენდია და კარგი მყიდველიც გამოუჩნდება, რომელიც ათ შენდენს მაინც დახარჯავს. მოგვშორდი რა, იყიდე ნებისმიერი ქართული კლუბი და იქ აშენე. ქვეყნისათვის საქადულო კაცის სახელით წახვალ. დაგვიბრუნე დინამო თუ ღმერთი გწამს.
emigranti
01:44 25-03-2020
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული