დავით მუჯირი: ეროვნული ლიგის შეხვედრებზე მაყურებლის დასწრების საკითხი ასე გადაწყდება...

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა ტელეკომპანია "იმედის" გადაცემაში "სპორტი იმედზე" ეროვნული ლიგის განახლებასა და თამაშებზე მაყურებელთა დასწრების შესახებ ისაუბრა.

"18 ივნისს გაიმართა ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა, სადაც შეიცვალა ფორმატი და 4 წრის ნაცვლად 2 წრე გვექნება, შენარჩუნდება "პლეი-ოფის" სისტემა ლიგიდან გავარდნასთან დაკავშირებით.

ასევე, აღმასრულებელმა კომიტეტმა გენერალურ სამდივნოსა და საშეჯიბრო კომიტეტს მიანიჭა უფლებამოსილება, რომ ტურის დაწყებამდე 2 დღით ადრე შეიმუშავოს ტურის წარმართვის რეგულაცია (რაც, ცხადია, მაყურებელთა დაშვების საკითხსაც გულისხმობს).

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება იცვლება და ჩვენ კონკრეტულ კვირაში არსებული
ვითარების მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას, დავუშვათ თუ არა მაყურებელი და მედია შეხვედრებზე.

დიდი ალბათობით, მესამე ტურის შეხვედრებისთვის გულშემატკივართა დასწრების ორგანიზება ვერ მოესწრება,"- განაცხადა მუჯირმა.

მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნული ლიგა ხუთშაბათს, 25 ივნისს "საბურთალოსა" და თბილისის "დინამოს" შეხვედრით განახლდება.



მკითხველის კომენტარები / 11 /
ანგისას ბაზის ტრიბუნებზე, რომ ცალთვალახვეული კაცუნების ნახატები იყო დალაგებული, რას ნიშნავდა?
mvx
02 ივლისი 2020 10:00
0
ფედერაციას ძალიან მტკივნეული საკითხის გადაჭრა უწევს!!!! რა უყოს ამდენ მაყურებელს! რა ქნან? ესენიც ხომ ხალხნი არიან?! ძალიან გაუჭირდებათ ამ საკითხის გადაწყვეტა, ძალიან!!!
Vasili
21 ივნისი 2020 21:16
0
30 kacs daaswrebt rogorme albat. meti mainc ar dadids stadionze.
giorgi068
21 ივნისი 2020 20:27
2
ეს თამაში ბევრ მაყურებელს მიიზიდავს
შოკირებული გულშემატკივარი
21 ივნისი 2020 20:12
1
ჩვენ გვყავს საუკეთესო ან ერთ ერთი საუკეთესი ფედერაცუა მსოფლიოში!
ევროტურნირებიდან ადრეული გავარდნები, მაყურებლების სიმცირე- ეს არის წინასწარი განსჭრეტვა კორონოვირუსის. წლებით გავუსწარით სხვა ფედარაციებს!
ზრუნვა მაყურებელზე და სხვა არაფერი!
გოგი
21 ივნისი 2020 20:00
1
მყურებელი რომ არ დადიოდა სტადიონზე ევროტურნირებიდან გავარდნები რაც შეიძლება ადრე ეტაპებზე მანიშნებელია ჩვენი ფედერაციის გენიალობაზე!! განსჭვრიტეს და ამზადებნენ ხალხს კორონავირუსისთვის!
მხოლოდ ადამიანებზე ზრუნვა და სხვა არაფერი!
Gogi
21 ივნისი 2020 19:27
2
ერთ რჩევას მოგცემთ ფედერაციას მაყურებლები აკრძალვის მიუხედავათ შეიძლება მაინც მოვიდნენ სტადიონზე და სპეცეაზმი დააყენეთ რა იცი რა ხდება
დავით მუჯირი
21 ივნისი 2020 19:16
2
რა მაყურებლის დასწრება გვეღადავებით სად დადის მაყურებელი სტადიონზე?ვიზე ამბობთ ორას სამას ადამიანზე?მერე მაგათს ის რეკომენდაცია მიეცით რომ თითო სკამის გამოკლებით დაჯდნენ მე შენ გეტყვი ადგილი არ ეყოფათ.ჯერ ჩემპიონატი გააძლიერეთ იფიქრეთ რომ სადმე გავიდეს გუნდები ჯგუფურ ეტაპებზე სისტემატურად (ერთი ეტაპის გადალახვას არ ვგულისხმობ თუ ესე გააგრძელეთ იმასაც ვეღარ გადალახავენ)და მერე იფიქრეთ მაგაზე
თემური
21 ივნისი 2020 18:44
0
მე მარტო სამტრედიელი და ბათუმელი გულშემატკივრები მეცოდებიან დანარჩენი ისედაც არ დადის სტადიონზე და რა დასწრებაზეა საუბარი?
vova
21 ივნისი 2020 18:02
1
თქვენ ის მოიფიქრეთ როგორ შეიტყუოთ მაყურებელი სტადიონზე
ზორბეგი
21 ივნისი 2020 17:21
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული