ეროვნული ლიგის მესამე ტურში ბათუმის "დინამო" საკუთარ მოედანზე "თელავს" დაუზავდა - 1:1.
ფლამარიონმა დებიუტშივე წინ გაიყვანა მასპინძლები, თუმცა სტუმრები არ შეეპუენ და შესვენების შემდეგ კოხრეიძემ საპასუხო გოლი გაიტანა. დარჩენილ დროში ბათუმელები ბევრს უტევდნენ, მაგრამ გოშაძის კარის დალაშქვრა ვერ მოახერხეს.
ბათუმის "დინამომ" ჩემპიონატზე მესამე მატჩიც ფრედ დაასრულა, "თელავმა" კი კარგი შთაბეჭდილება დატოვა და მესამე ქულა მოიპოვა.
2 ივლისს ბათუმის "დინამო" "საბურთალოს, ხოლო "თელავი" 4 ივლისს "სამტრედიას" უმასპინძლებს.
ბათუმი. "ანგისა"
დინამო (ბთ) - თელავი 1:1
გოლები: 1:0 ფლამარიონი (1), 1:1 კოხრეიძე (53)
დინამო (ბთ) (4-2-3-1): ალავიძე (კ), გეგეჭკორი, კობახიძე, ნავალოვსკი, ობოაბონა, ცინცაძე (ტეიდი 79), გაფრინდაშვილი (მანჯგალაძე 46), ჯიღაური, მამუჩაშვილი, ფლამარიონი, დვალიშვილი (ნიქაბაძე 63)
მთ. მწვრთნელი: გეგუჩაძე
თელავი (3-4-3): გოშაძე, თოლორდავა (კ), ბერიაშვილი, ჩუკვურა, ძოწენიძე, ჩაბრაძე, მ. ბაშალეიშვილი, რუხაძე (ნ. ბაშალეიშვილი 86), მოსიაშვილი (ვარშანიძე 75), კოხრეიძე, კვასოვი (სამუშია 60)
მთ. მწვრთნელი: გოცირიძე