ეროვნული ლიგის მესამე ტურში "საბურთალოს" 3:0 დამარცხების შემდეგ კომენტარი თბილისის "დინამოს" მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა გააკეთა.
"კმაყოფილი ვარ გამარჯვებით. მადლობას ვეტყვი ბიჭებს, რომლებმაც ეს გამარჯვება სანახაობრივი გახადეს და ასევე განსაკუთრებული მადლობა ჩვენს გულშემატკივარს, რომელიც სტადიონის გარედან ბოლომდე გვქომაგობდა. ვაგრძელებთ მუშაობას - ყველა თამაში ფინალის ტოლფასია და შევეცდებით, მაქსიმალურ მზადყოფნაში შევხვდეთ თითოეულ მათგანს.
დღევანდელ შეხვედრაში არაერთი ტრავმირებული ფეხბურთელი გვაკლდა. ნოდარ ქავთარაძეს და აკაკი შულაიას მიკროტრავმები აწუხებთ. მოგეხსენებათ, ნიკა სანდოხაძემ ხელი მოიტეხა და ჯერჯერობით სრული დატვირთვით ვერ ვარჯიშობს. ასევე ჯერ ინდივიდუალურად ვარჯიშობს ლევან
ხარაბაძე. რაც შეეხებათ საიმონ ბენიოს და ფილიპ ორშულას, ისინი ჩამოსულები არიან და სავალდებულო კარანტინში იმყოფებიან", - ციტირებს ჩხეტიანს კლუბის საიტი.