ეროვნული ლიგა. VI ტური: მსაჯმა "ლოკომოტივი" "საბურთალოსთან" მარცხისგან იხსნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-6 ტურში "საბურთალოსა" და "ლოკომოტივის" მატჩი 0:0 დასრულდა.

პირველ ტაიმში უპირატესობას "ლოკომოტივი" ფლობდა, შესვენების შემდეგ კი ინიციატივას "საბურთალო" დაეუფლა, 77-ე წუთზე კაკუბავამ თავურით გოლიც გაიტანა, მაგრამ მსაჯმა ნინუამ მიიჩნია, რომ ბურთმა კარის ხაზი არ გადაკვეთა და არ ჩათვალა.

მატჩის დასასრულს გურეშიძემ კოხრეიძე მოცელა და გააძევეს, მაგრამ "საბურთალოს" სამივე შეცვლა გამოყენებული ჰქონდა და რადგან დაზარალებულმა თამაში ვეღარ გააგრძელა, "ლოკო" კაცნაკლული არ დარჩა.

"საბურთალო" 9 ქულით მეოთხე ადგილზეა, "ლოკომოტივი" კი 8 ქულით - მეექვსეზე.

შემდეგ ტურში "საბურთალო" 24 ივლისს ქუთაისში
"ტორპედოს" შეხვდება, ხოლო "ლოკომოტივი" 25 ივლისს "თელავს" უმასპინძლებს.

თბილისი. "მიხეილ მესხი"
საბურთალო - ლოკომოტივი 0:0
გაძევება: გურეშიძე (89)

საბურთალო (3-4-1-2): კუპატაძე, მარგველაშვილი (კ), გრიგალაშვილი (მაჭარაშვილი 46), ჭიჭინაძე, კაკუბავა, ბელიაევი (ცნობილაძე 46), ტერა, ალთუნაშვილი, ტაბატაძე, კოხრეიძე, ქავთარაძე (ლუმუ 71)

მწვრთნელი: შალამბერიძე

ლოკომოტივი (3-5-2): მამარდაშვილი, გურეშიძე, ანდრონიკაშვილი, გაბაძე, უბილავა (კ), დარცმელია, შონია, სამურკასოვი (შეყილაძე 65), კირკიტაძე (ძებნიაური 78), სიხარულიძე, არველაძე (გავაშელიშვილი 56)

მწვრთნელი: ჭიაბრიშვილი
მკითხველის კომენტარები / 4 /
სირცხვილია, საბურთალოს მოგება წაართვა მსაჯთა ბრიგადამ და რა მერე,პატრონი ყაავს ან მომკითხავი ჩვენ ქვეყანას და ფეხბურთს?
რაბი
00:45 19-07-2020
0
სტადიონზე რატომ არ უშვებენ გულშემატკივარს ხომ არ იცით? ქორწილები ტარდება, ღია ცის ქვეშ ელექტრონული ძიგძიგიც მოსულა, 200-ზე მეტ ადამიანს კულტურულ ღონისძიებაზე შეუძლია დასწრებაო და მაგდენი ხალხი არც დადის თამაშებზე. ამხელა სტადიონებზე ხომ შეიძლება დისტანციის დაცვა. რაღაცით მაინც გაერთობოდა ხალხი და ივლიდა ფეხბურთზე.
კოტე კორკელია
00:17 19-07-2020
0

სიახლეები პოპულარული