"ტორპედო" ინვესტორს არ გადასცეს, კლუბს სატრანსფერო ბანი დაადეს - იტყობინება "ჩვენ ვართ ტორპედო"

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს გულშემატკივართა კლუბი "ჩვენ ვართ ტორპედო" თავის "ფეისბუქის" გვერდზე განცხადებას ავრცელებს და ირწმუნება, რომ კლუბი იტალიელ ინვესტორ ფაბიო მანინოს არ გადასცეს და გუნდს სატრანსფერო აკრძალვა დაუწესეს.

"რამდენიმე თვე გავიდა და სამწუხაროა, რომ დღეს ისევ ნეგატიური განცხადების დაწერა გვიწევს.

თვეები გავიდა და სამწუხაროა, რომ ქვეყნის მთავრობა დღემდე უყურადღებობას იჩენს "ტორპედოს" მიმართ და კლუბს მფლობელობაში არ გადასცემს იტალიელ ინვესტორს ფაბიო მანინოს. თებერვლიდან მოყოლებული ეს პიროვნება გუნდის სახელფასო დავალიანებას ისტუმრებს, ასევე გუნდს სხვა საჭირო პირობებს უქმნის, ეს ყველაფერი კი მაშინ ხდება, როცა
კლუბი ჯერ კიდევ იურიდიულად მისი არ არის.

ფაბიო მანინთან თითქმის ყოველდღიური კონტაქტი გვაქვს და გვითხრა, რომ სახელმწიფოს მიმართ უკვე უნდობლობა აქვს, რამაც შეიძლება "ტორპედოდან" წასვლა გადააწყვეტინოს. ლოგიკურიცაა: როცა უცხოელი ინვესტორი შემოდის ქვეყანაში, დებს ფულს, მთავრობა დაპირებებს გასცემს, მაგრამ 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში არ ასრულებს და არაფრად აგდებს, პროტესტი ექნება.

დღევანდელ დღეს ფაბიო მანინო ერთადერთი ინვესტორია, ვინც "ტორპედოში ფულს" დებს, მაგრამ ვინაიდან კლუბი ოფიციალურად მისი არ არის, რამის მოთხოვნაც რთულია. რატომ არ არის? იმიტომ, რომ მთავრობა ინვესტორისთვის მიცემულ სიტყვას/პირობას დღემდე არ ასრულებს. თავის მხრივ, სპონსორი ასრულებს - გუნდს თვეებია ხელფასი დროულად ერიცხება, მოდიან ახალწვეულები, გუნდი ძლიერდება, მატჩიდან მატჩამდე უმატებს...

ახალწვეულების ხსენებაზე: გუნდში რამდენიმე ახალი ფეხბურთელია, მაგრამ დღემდე არ უთამაშიათ. კლუბი მათ განაცხადში შეყვანას ვერ ახერხებს. მიზეზი კი სატრანსფერო ბანია - რამდენიმე დღის წინ ყოფილი ფეხბურთელების დავალიანების გამო ფიფამ "ტორპედოს" სატრანსფერო ბანი დაადო: გუნდი ვერც ლეგიონერებს დაიმატებს, ვერც ქართველებს, სანამ ეს ფული გადახდილი არ იქნება. ფულის გადახდისთანავე, გუნდს ბანი მოეხსნება და ფეხბურთელთა დამატებაც შესაძლებელი გახდება.

თუ იტალიელმა ინვესტორმა მთავრობის უპასუხისმგებლობის გამო ტორპედოს დატოვება გადაწყვიტა, კლუბმა შესაძლოა არსებობა შეწყვიტოს. ის დღეს კლუბის არსებობის გარანტია, ამიტომ ვითხოვთ და ველით, რომ უახლოეს დღეებში კლუბი მფლობელობაში გადაეცემა.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, რომ არ მივუბრუნდეთ გასულ წელს, ისევ არ დადგეს კითხვის ნიშნიშ ქვეშ "ტორპედოს" არსებობა, არ მოგვიწიოს ისევ ბრძოლა კლუბის გადარჩენისთვის... რომ არ დარჩეს გუნდი ისევ უპატრონოდ... მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დროულად მოაგვაროს ეს საკითხი, მფლობელობაში გადასცეს კლუბი ფაბიო მანინოს და შეასრულოს ყველა ის დაპირება თუ ვალდებულება, რაც თავის დროზე აიღო".

მკითხველის კომენტარები / 18 /
რომ იძახით სახელმწიფო ინტერესები უპირველეს ყოვლისაო, ქართულ ფეხბურთში უცხოელი ინვესტორი რო ფულის ჩადებას მოინდომებს და ამას გაუგებარი და აუხსნელი მიზეზით ხელს შეუშლი, სახელმწიფო ინტერესების მტრობა არ არი? მთელი საქართველო ლაპარაკობს ჩაჩავამ ნახევარი მილიონი კაზინოში წააგოო და რომელ გუნდის გადარჩენაზე საუბრობთ? გასაგებია სასამართლო და კანონი, რასაც ვერ ავუვლით გვერდს, მაგრამ ხომ არის პრიორიტეტული საკითხები რომლის დაჩქარებული განხილვები ხდება? ბოლობოლო ამდენი სპორტსმენი და ფეხბურთელი გვყავს საკანონმდებლო და სახელისუფლებო ავანგარდში?... არ ვიცი რეალურად რა ხდება და ჭორაობას და ვერსიების ფრიალს არ დავიწყებ, მარა ძალიან სირცხვილია!
Irakli Apkhaidze
20 ივლისი 2020 14:54
0
რას ქვია არ გადაუფორმეს??!!! სახელმწიფო ქონებაა ტორპედო და სანამ სახსლმწიფოს კანონიერი ინტერესები არ დაკმაყოფილდება იქამდე მანინია თუ ფონინი არ გვაინტერესებს!!! ან ოფიციალური ვებგვერდი რატომ ბეჭდავს არაოფიცილური პირების ნააზრევს??!!!!??. სად არის სტატიაში მეორე მხარის ან თვითონ ინვესტორის პოზიცია??? სახელმწიფოებრივი ინტერესები უპირველეს ყოვლისა!!!!
ieqspertebi
19 ივლისი 2020 21:41
8
კი, დიდწილად ეგრეა,მაგრამ ხალხს არ ესმის. ვერც მოთხოვ პრინციპში. დღესვე უნდა გულშემატკივარს. მარალიცაა იდეაში. ხელისუფლებამაც რაღაცეებზე დროზე უნდა იმოქმედოს. რაც მეტად გააჭიანურებს, მით მეტ ბუზღუნს გამოიწვევს. არ მგონია ხელისუფლება მიზანმიმართულად აფერხებდეს პროცესს. ასე არაა. არ მჯერა. პროცედურულად კი უნდა დააჩქარონ რააღაცეები რა თქმა უნდა.უბრალოდ სახელმწიფო მანქანა ძალიან ნელია. ყველგან ასეა. 25 წელია ევროპაში ვცხოვრობ და დამიჯერეთ განვითარებულ ქვეყნებშიც ბევრი სიზანტე სჭირს მთავრობებს.
ჯერი
20 ივლისი 2020 17:20
0
ქუთაისს მერია გინდ ყოლია გინდ არა, მაინც არაფერს აკეთებს! და ქუთაისის მერი მე ის უფრო ვიცი - წითელი ხიდის თავში გალაქტიონის ლამაზი მერი!..
დღეს ხელფასები გადმორიცხა ფაბიომ მიუხედავად იმისა კლუბი ვერ გადაუფორმეს! რას წელავენ რას იგონებენ რას მაიმუნობენ! რუსთაველის ხიდის თავში რაღაც სარკოფაგის მშენებლობას ისე უცებ მოაწერეს ხელი...
ბასკი
19 ივლისი 2020 18:29
2
დავიღალე ამ ტორპედოს ფანების წუწუნით. ჩაჩავამ ჭაობიდან ამოიყვანა ტორპედო, მაგრამ ქომაგები უმადურად მოექცნენ.
მალე ქობულეთის შუქურა დაბრუნდება უმაღლესში და ნახავთ როგორია ნამდვილი ფეხბურთი.
Giorgi kakaladze
19 ივლისი 2020 16:32
17
დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრებას უნდა მივეჩვიოთ სასამართლო მიდის და ის წყვეტს ყველაფერს! აღარაა ის დრო რიონში რომ ჩააყურყუმალებდნენ და რაზეც უნდოდათ ხელს მოაწერინებდნენ!
კახა
19 ივლისი 2020 16:12
5
ფიფიას ხელი ურევია მაგ საქმეში,ფედერაციის,თვითონ თბილისის,და ყველასი გარდა ჩაჩავასი და ქუთაისელების!
დაფეც ქუთაისელია,ქიმაძეც,ქავთარაძეც,ელვაც,ჭექაც და ქუხილიც!!!
19 ივლისი 2020 14:27
14
ამ გულისამრევ მარაზმს სახელი აღარ ააქვს უკვე!!!
sos
19 ივლისი 2020 14:16
0
ქართველების დამყარებული წესრიგი და სამართლიანობა ჯერ არავის უნახავს.
ასე იქნება ეს ქვეყანა ყოველთვის ნეხვში, იმიტომ რომ ხალხი არ ვარგა
გიორგი
19 ივლისი 2020 13:30
5
მაგ ტორპედოს უკან ალბათ ბევრი შავბნელი ძალა დგას, და ელოდება თავის წილს, თან ალაბათ ისეთი რო ფეხბურთი მაგარი კიდია! სანამ გრევს არ მიიიღებს , ალბათ ეგ საქმე არ მოყომარდება! ეს მანინოც , შტერი კი არაა , ვინმეს ფული დაახევინოს, ისიც რაც გადარიცხა ეგეც საკმარისია, ფაქტიურად არაფერში გადაიხადა ფული , 6 თვეა გუნდი ვერ გადაუფორმეს კაცს! ძაააან დაბალი დონეა ცხოვრების საქართველოში, არანაირი განვითარება არ ხდება
Vasili
19 ივლისი 2020 12:39
1
საგიჟეთის ჩვეულებრივი... რა გახდა
რა მაფიაა?
19 ივლისი 2020 10:16
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული