ბათუმის "დინამომ" "მერანს" სძლია და გალიდერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
6 აგვისტოს, ეროვნული ლიგის მეათე ტურში ბათუმის "დინამომ" გასვლაზე 2:1 მოუგო თბილისის "მერანს".

ამ გამარჯვების შედეგად ბათუმის "დინამომ" 20 ქულა დააგროვა და მიმდინარე ჩემპიონატზე პირველად გალიდერდა.

"მერანი" კი 4 ქულით კვლავ უკანასკნელ, მეათე ადგილზეა.

12 სექტემბერს ბათუმის "დინამო" თბილისელ თანაკლუბელებს უმასპინძლებს, რომელსაც 1 ქულით უსწრებს, ხოლო "მერანი" იმავე დღეს "საბურთალოს" დაუპირისპირდება.

თბილისი. "მიხეილ მესხი 2"
მერანი (თბ) - დინამო (ბთ) 1:2
გოლები: 0:1 რეინალდო (51), 0:2 ნიქაბაძე (55), 1:2 გოგოლაშვილი (84)

მერანი (თბ) (4-2-3-1): თევდორაძე, გაფრინდაშვილი, ნუსუევი (ხაბულიანი 80), ფოფხაძე (კ), თევზაძე,
ვასაძე, შარიქაძე, გეწაძე (გოგოლაშვილი 68), გაბისკირია, სარდალიშვილი, ფიფია (შენგელიძე 77)

მწვრთნელი: დარასელია

დინამო (ბთ) (4-2-3-1): ალავიძე (კ), ნავალოვსკი, კობახიძე, ობაობონა, ტეიდი, ჯიღაური, გონსალვესი, მანჯგალაძე, მამუჩაშვილი (ჩალაძე 71), რეინალდო (თევდორაძე 60), ნიქაბაძე (დვალიშვილი 81)

მწვრთნელი: გეგუჩაძე
მკითხველის კომენტარები / 1 /
ფუ თქვენი, ვინც მინაშვილს კომენტატორობას ანდობს! არ ეყო რაც ნაკრების თამაშები გააფუჭა?? ეს თამაშები ხომ ისტორიაა, რომელსაც შეიძლება ადამიანმა წლების მერე უყურო. არ ეხერხება ამ შტერს ეს საქმე და რა გაუხურეთ საქმე. 2 ზმნის და 2 ზედსართავის მეტიც არ იცის ტიპმა. გადაცემის წაყვანა რომ ანდო კიდევ მესმის. ვნახე ერთი-ორჯერ და არა უშავს. კომენტატორი რა კრიტერიუმით გახდა, არ მესმის რა.
odala
12:14 17-08-2020
0

სიახლეები პოპულარული