ბათუმის "დინამომ" კიდევ ერთი საინტერესო ტრანსფერი განახორციელა და ავსტრიელი შემტევი ლუკაშ გროცურეკი გადმოიბირა.
გროცურეკი, გაბარიტების მიუხედავად (189 სმ, 87 კგ), გარემარბია და ბოლოს ავსტრიის ბუნდესლიგის "სენტ პოლტენში" თამაშობდა (მიმდინარე სეზონში 337 წუთი, 1 გოლი).
29 წლის ფეხბურთელმა კარიერა ვენის "რაპიდში" დაიწყო. შემდეგ იყო "ადმირა". 2018/19 წლების სეზონში ტომაში ოთარ კიტეიშვილის თანაგუნდელი იყო გრაცის "შტურმში". 1 სეზონიც გერმანიის მეორე ბუნდესლიგის "კარლსრუეში" გაატარა.
ბათუმელებმა სატრანსფერო ფანჯრისას ძალიან კარგად იმუშავეს და ქართულ კლუბებს შორის ყველაზე მეტად მათზე ითქმის, გაძლიერდნენო. იმედია, ლეგიონერები თავს კარგად
წარმოაჩენენ.