ეროვნული ლიგა. VI ტური. თბილისის „დინამომ“ „დილა“ დაამარცხა და გალიდერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მეექვსე ტურში თბილისის „დინამომ“ საკუთარ მოედანზე „დილას“ 1:0 სძლია.

მასპინძლები სრულ უპირატესობას ფლობდნენ და მე-13 წუთზე ანგარიში ლ. გაგნიძემ გახსნა. ამის შემდეგ „დინამომ“ კიდევ რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენა და საბოლოოდ 1:0 გაიმარჯვა.

თბილისის "დინამო" 13 ქულით გალიდერდა და 7 აპრილს ზესტაფონში "შუქურას" შეხვდება, ხოლო 11 ქულით მესამე ადგილზე მყოფი "დილა" იმავე დღეს "საბურთალოს" უმასპინძლებს.

თბილისი. „დინამო არენა“
დინამო (თბ) - დილა 1:0
გოლი: ლ. გაგნიძე (13)

დინამო (თბ) (3-4-1-2): კვასხვაძე, კობოური (ხარაბაძე 67), მონხილი, სპორკსლედე, ხვადაგიანი, რადინი (კუცია
84), პაპავა (კ), მექვაბიშვილი (ქარდავა 46), ლ. გაგნიძე, გაბედავა (ახვლედიანი 63), მარუშიჩი (იაშვილი 84)

მწვრთნელი: ნემსაძე

დილა (4-3-2-1): გუგეშაშვილი, ჩიტეიშვილი, მაისაშვილი (კ), სანტოსი, სილვა, ეტოუ, ნონდი, ნ. გაგნიძე (მოსიაშვილი 73), ღუდუშაური, კაპანაძე, კამარა (ბუღრიძე 66)

მწვრთნელი: დემჩენკო

მკითხველის კომენტარები / 3 /
ნემსო საიდან მოიყვანე ეს მარუშიჩი??? ვისი რეკომენდაციით? ფეხბურთელი ვერ დარბის დადის გოლები ვერ გააქ...
თორი
20:29 03-04-2021
1
თბილისის დინამოს სამწვრთნელო შტაბს , დღევანდელი თამაშით თქვენ ჩემპიონები ვერ იქნებით, რა ტაქტიკა რა თამაში იყო? გაბედავას რომ ცვლი და მარუსიჩს ტოვებ მოედანზე რა ხდება? რამე გარიგება ხო არ გაქვთ ფეხბურთის აგენტებთან, მიხედე საქმეს და იმუშავე როგორც მწვრთნელი. ფიფია სახლში გაგიშვებს...
ემზო
20:33 03-04-2021
0

სიახლეები პოპულარული