სოსო ფრუიძე ფეხბურთში დაბრუნდა და უმაღლესი ლიგის გუნდს ჩაიბარებს

AutoSharing Option
ცნობილი ქართველი სპეციალისტი სოსო ფრუიძე ფეხბურთს დაუბრუნდა და ეროვნული ლიგის გუნდ წყალტუბოს "სამგურალს" გაწვრთნის.

წყალტუბოს "სამგურალის" მთავარ მწვრთნელად გამოცდილი და ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი სპეციალისტი სოსო ფრუიძე დაინიშნა.

ის სამწვრთნელო კარიერის საწყის ეტაპზე სწორედ "სამგურალის" მთავარი მწვრთნელი იყო. სოსო ფრუიძე წყალტუბოურ კლუბს 1994 და 1995/96 წლების სეზონში წვრთნიდა.

სხვადასხვა დროს ის "ზესტაფონს", ქუთაისის "ტორპედოს", "სამტრედიასა" და "ბორჯომს" ედგა სათავეში. ყველაზე დიდხანს – 12 წლის განმავლობაში კი საჩხერის "ჩიხურას" წვრთნიდა.

საჩხერულ კლუბთან ერთად მან საქართველოს თასი და სუპერთასი მოიპოვა. მისი ხელმძღვანელობით
"ჩიხურამ" არაერთი დასამახსოვრებელი და წარმატებული მატჩი ჩაატარა ევროტურნირებზე.

ბოლოს სოსო ფრუიძე თბილისის "ლოკომოტივში" მუშაობდა.

სოსო ფრუიძე: "მოხარული ვარ, რომ დავბრუნდი კლუბში, სადაც, მთავარი მწვრთნელის რანგში, უმაღლეს ლიგაში პირველი ნაბიჯები გადავდგი. ეს კლუბი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. "სამგურალის" ასპარეზობას ყოველთვის თვალს ვადევნებდი...

კლუბის ხელმძღვანელობამ ორი დღის წინ შემომთავაზა თანამშრომლობა. მქონდა მათთან შეხვედრები, ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე და მივიღე გადაწყვეტილება, დავთანმხმებულიყავი მათ შემოთავაზებას.

მადლობას ვუხდი კლუბის ხელმძღვანელობას გამოცხადებული ნდობისთვის. ამ ეტაპზე გუნდის გაცნობის პროცესში ვარ. პირველ ვარჯიშს დღეს ჩავატარებ. დარწმუნებული ვარ, უჩა სოსიაშვილს კარგი სამუშაო ექნება გაწეული.

ვეცდებით, რომ "სამგურალმა" რაც შეიძლება მაღალი ადგილებისთვის იბრძოლოს", - ვკითხულობთ კლუბის ოფიციალურ "ფეისბუქგვერდზე".

მკითხველის კომენტარები / 5 /
ნამდვილად "გრანტებში" აქვს ნამუშევარი. არც "ბორჯომი", არც "ზესტაფონი" და არც "Ჩიზურა"ელიგაში აღარ არიან. როგორც Ჩანს ე.წ. ხელმძღვანელობასაც ეგ გზაა აქვს არჩეული, აბა სოსიაშვილის გაშვება სიბრიყვეც არაა, ეს დაცინვაა წყალტუბოს გულშემატკივრის და ბიჭების.
ჯაბა
15:58 15-04-2021
3
ამუშავდა მანქანა და ახალ წარმატებებს უნდა ველოდოთ
შოკირებული გულშემატკივარი
17:16 15-04-2021
1

სიახლეები პოპულარული