"ტორპედოს" რთული მისია და გაძევება სტარტზე - ქართული პლეი-ოფი [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 8 დეკემბერს, ეროვნული ლიგის პლეი-ოფის პირველი მატჩები მარტვილსა და ქობულეთში გაიმართა.

მარტვილში ადგილობრივმა "მერანმა" ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლა. ეროვნულ ლიგაში აღზევების მსურველებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს - მე-13 წუთზე მალელმა ფორვარდმა შეიკნე სილამ მცველები ჩამოიცილა, საჯარიმოში შევიდა, მეკარისგან შორეულ კუთხეში დაარტყა და ანგარიში გახსნა. 

33-ე წუთზე სილამ კვლავ იაქტიურა, დაცვის ხაზის შეცდომით ისევ ისარგებლა და მეკარესთან პირისპირ გავიდა. შოვნაძემ ფორვარდი წესების დარღვევით შეაჩერა. თერთმეტმეტრიანი კიჭი მელიავამ დაარტყა - "ტორპედოს" კიპერმა თავისი დანიშნულება შეასრულა და საკმაოდ რთული დარტყმული მოიგერია, თუმცა დამატებაზე მელიავამ
ყველას აჯობა - 2:0.

გია ცეცაძემ მეორე ნახევარი ორმაგი ცვლილებით დაიწყო - მოედანზე ლევან წოწონავა და სამუელ ინკუმი შემოვიდნენ. მარტვილელებმა აქცენტი უფრო მეტად საკუთარი კარის უსაფრთხოებასა და ანგარიშის შენარჩუნებაზე გააკეთეს. ამავდროულად, მათ რამდენჯერმე მწვავე კონტრშეტევაც შემოგვთავაზეს. სილა ისევ საფრთხეს წარმოადგენდა - შემტევისგან ერთხელ ძალიან ეფექტური თამაში ვიხილეთ.

შეხვედრის ბოლოს, მიდუმის ჩაწოდების შემდეგ, ახვლედიანი ბურთს კარში გზავნიდა, თუმცა მეკარე გიორგი ბეგაშვილმა ამ მატჩში მშვენიერი რეაქცია კიდევ ერთხელ გამოავლინა. საბოლოოდ, ქუთაისელებმა სხვაობის შემცირება ვერ მოახერხეს და განმეორებითი შეხვედრის წინ რთული მისია აკისრიათ. 



08.12. მარტვილი. მურთაზ ხურცილავა


"მერანი" - "ტორპედო"


გოლები: 1:0 სილა (13), 2:0 მელიავა (34)

გამოუყენებელი პენალტი: მელიავა (34)

ქობულეთში კი მასპინძელი "შუქურა" "გაგრას" დაუხვდა. შეხვედრა სტუმრებისთვის კატასტროფულად დაიწყო - ორწუთიან მონაკვეთში ლაშა თოთაძე 2-ჯერ გააფრთხილეს და შესაბამისად, მოედანი დაატოვებინეს. 

რა თქმა უნდა, ამ ფაქტმა შეხვედრას გარკვეული დაღი დაასვა. მატჩი დაძაბული გამოდგა, თუმცა მასპინძლებმა რიცხობრივი უპირატესობის გამოყენება ვერ მოახერხეს. 



08.12.21 ქობულეთი. ჩელე არენა.

"შუქურა" - "გაგრა" 0:0

გაძევება: თოთაძე (20)

განმეორებითი შეხვედრები 12 დეკემბერს შედგება.



მკითხველის კომენტარები / 13 /
ბრავო "მერანს! საკვირველია ქვეყნის მეორე ქალაქის, დიდი ტრადიციების საფეხბურთო კლუბს, თავკაცად ე.წ. მწვრთნელად ცეცაძეს რო აყენებ, ეს შეურაწყოფაა ქალაქის და გულშემატკივრის, ერთი კლუბი ცოტახნის წინ დააქვეითა,არც კი დაასრულა ჩემპიონატი, გუნდი მიატოვა, იმედით ვიყავით "ტორპედოს" ახალი მფლობელის მიმართ, მაგრამ ჩანს "სამტრედიის"ბედს გაიზიარებენ,ოდნავ თუ მაინც ერკვევით, დაინახავდით რომ, საკმაოდ კარგი შემადგენლობას, ისეთი ტაქტიკით და დავალებით ათამაშებდა, რომ მოხდა ის რაც მოხდა, აქაც იგივე შედარებით ძლიერი შემადგენლობით მეტოქეზე, განადგურდა. მისი ქცევა და მენტალობა ეს ცალკე საუბრის თემაა.
რეზო
16:35 08-12-2021
1
ვულოცავთ მარტვილელებს და თანავუგრძნობ ქუთაისელებს, იმიტომ კი არა რომ დამარცხდნენ, არამედ იმიტომ რომ მსგავს სუბიექტს ჩააბარეს ლეგენდარული კლუბი გასაწვრთნელად, გულშემატკივარი იტყვის თავისას და ბ-ნი კერესელიძე ვიმედოვნებთ დაემშვიდობება იმერული ფეხბურთის მესაფლავეს.
კოტე
19:12 08-12-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული