"ტორპედოს" ფეხბურთელი "სამგურალში" ითამაშებს - პირველი კომენტარი

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" უკვე ყოფილი მეკარე ლევან შოვნაძე კარიერას წყალტუბოს "სამგურალში" განაგრძობს - ეს ინფორმაცია sportall.ge-ს თავად ფეხბურთელმა დაუდასტურა:

"მიხარია, რომ "ტორპედოს" ეროვნულ ლიგაში დატოვება მოვახერხეთ. მადლობას ვუხდი კლუბს და მომავალში წარმატებებს ვუსურვებ. წყალტუბოს "სამგურალს" დიდი მიზნები აქვს და ყველაფერს გავაკეთებ, რათა მის შესრულებაში დავეხმარო."

24 წლის შოვნაძე ქუთაისელთა რიგებში 2 წლის განმავლობაში ასპარეზობდა.

შეგახსენებთ, "სამგურალის" მთავარ მწვრთნელად "თელავის" ყოფილი დამრიგებელი გიორგი მიქაძე იმუშავებს.

altსამწვრთნელო ცვლილება ეროვნულ ლიგაში - ამბიციური მწვრთნელის პირველი კომენტარი

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული