თბილისის "დინამომ" ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო, - იტყობინება დედაქალაქური კლუბი თავისი საიტით:

"10 იანვარს, ზამთრის პაუზის შემდეგ, დინამოელები დიღმის ბაზაზე პირველად შეიკრიბნენ. გუნდმა არასრული შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში ჩართულნი იყვნენ თბილისური კლუბის ახალწვეულები: სტანისლავ ბილენკი, დმიტრი ანტილევსკი, გოდფრი სტეფენ ბიტოკი და დავით კერესელიძე. უახლოეს დღეებში კი თანაგუნდელებს სხვა ლეგიონერებიც შეუერთდებიან.

"დინამო" 21 იანვრის ჩათვლით მზადებას თბილისში გააგრძელებს, 22 იანვრიდან კი კახა ცხადაძის გუნდი შეკრებაზე თურქეთში გაემგზავრება. ანტალიაში დაგეგმილი ამხანაგური მატჩების შესახებ ინფორმაციას უახლოეს პერიოდში მოგაწვდით.

2022 წლის პირველ საწვრთნელ პროცესში
მონაწილეობა 20-მა ფეხბურთელმა მიიღო:

მეკარეები: დავით კერესელიძე, პაპუნა ბერუაშვილი, ლუკა კუტალაძე

მცველები: გიორგი მაისურაძე, საიმონ ბენიო, ირაკლი იაკობიძე, საბა ხვადაგიანი, ალექსანდრე კალანდაძე, თორნიკე ჯანგიძე, სტეფენ ბიტოკი, ლევან ხარაბაძე

ნახევარმცველები: გიორგი პაპავა, ანზორ მექვაბიშვილი, ნოდარ ლომინაძე, დმიტრი ანტილევსკი, გიორგი მოისწრაფიშვილი, თორნიკე მორჩილაძე

თავდამსხმელები: დავით სხირტლაძე, სტანისლავ ბილენკი, ჯადული იობაშვილი".

მკითხველის კომენტარები / 2 /
თბილისის "დინამომ" ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო

გეშინოდეთ!!!
buba
09:21 11-01-2022
5
მიდით ბიჭებო! ხუთი ნახევარმცველით და სამი თავდამსხმელით წარმატებული სეზონი გამოგვივა დარწმუნებული ვარ. თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა ევროტურნირების ჯგუფში უნდა მოვხვდეთ ფაიზაღი!
ავოიე დავიქოქეეთ!!!
03:05 11-01-2022
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული