ქუთაისის "ტორპედოს" Facebook-გვერდი სოციალურ ქსელში კლუბის განცხადებას ავრცელებს:
"საფეხბურთო კლუბ ქუთაისის „ტორპედოს“ ხელმძღვანელობა მიზანშეწონილად მიიჩნევს, დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია და მოსაზრება ეროვნული ჩემპიონატის პირველ 3 ტურში გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგების გამო გულშემატკივართა მხრიდან გამოთქმული უკმაყოფილების შესახებ.
"ტორპედოს" ერთგული გულშემატკივარი გუნდისგან ყოველთვის მაღალ თამაშის ხარისხსა და შედეგს მოითხოვს, რომელიც კლუბის მოთხოვნის ანალოგიურია. მივიჩნევთ, რომ გუნდის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსა და ფაქტებზე გააზრებული და არა ნაჩქარევი გადაწყვეტილებები იქნეს მიღებული.
ყველა ერთხმად ვთანხმდებით, რომ ჩატარებულ სამ შეხვედრაში მოპოვებული მხოლოდ ერთი გამარჯვება არ არის დამაკმაყოფილებელი შედეგი,
თუმცა მთელი რიგი მიზეზების გამო ამ ეტაპზე რადიკალური საკადრო ცვლილებების განხორციელებისგან თავს ვიკავებთ. ვთვლით, რომ ჩემპიონატის საწყის ეტაპზე მყოფი გუნდისთვის, რომელიც შეთამაშების სტადიაზეა, საუკეთესო გამოსავალი არ იქნება ცვლილებები.
დღეს „ტორპედო“ ახალი ხელმძღვანელობით, ახალი მწვრთნელებითა და ახალი ფეხბურთელებით, შენების პროცესის საწყის ეტაპზეა და ყველაზე მეტად გუნდს ახლა სჭირდება გვერდში დგომა, რომელიც გულშემატკივართა მხრიდან ტორპედოელებს არასოდეს მოკლებიათ", - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ "ტორპედოს" გულშემატკივრებმა გუნდის მწვრთნელის, გია ცეცაძის გათავისუფლება მოითხოვეს.