ათავისუფლებს თუ არა "ტორპედო" ცეცაძეს - ქუთაისური კლუბი განცხადებას ავრცელებს

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" Facebook-გვერდი სოციალურ ქსელში კლუბის განცხადებას ავრცელებს:

"საფეხბურთო კლუბ ქუთაისის „ტორპედოს“ ხელმძღვანელობა მიზანშეწონილად მიიჩნევს, დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია და მოსაზრება ეროვნული ჩემპიონატის პირველ 3 ტურში გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგების გამო გულშემატკივართა მხრიდან გამოთქმული უკმაყოფილების შესახებ.

"ტორპედოს" ერთგული გულშემატკივარი გუნდისგან ყოველთვის მაღალ თამაშის ხარისხსა და შედეგს მოითხოვს, რომელიც კლუბის მოთხოვნის ანალოგიურია. მივიჩნევთ, რომ გუნდის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსა და ფაქტებზე გააზრებული და არა ნაჩქარევი გადაწყვეტილებები იქნეს მიღებული.

ყველა ერთხმად ვთანხმდებით, რომ ჩატარებულ სამ შეხვედრაში მოპოვებული მხოლოდ ერთი გამარჯვება არ არის დამაკმაყოფილებელი შედეგი,
თუმცა მთელი რიგი მიზეზების გამო ამ ეტაპზე რადიკალური საკადრო ცვლილებების განხორციელებისგან თავს ვიკავებთ. ვთვლით, რომ ჩემპიონატის საწყის ეტაპზე მყოფი გუნდისთვის, რომელიც შეთამაშების სტადიაზეა, საუკეთესო გამოსავალი არ იქნება ცვლილებები.
დღეს „ტორპედო“ ახალი ხელმძღვანელობით, ახალი მწვრთნელებითა და ახალი ფეხბურთელებით, შენების პროცესის საწყის ეტაპზეა და ყველაზე მეტად გუნდს ახლა სჭირდება გვერდში დგომა, რომელიც გულშემატკივართა მხრიდან ტორპედოელებს არასოდეს მოკლებიათ", - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ "ტორპედოს" გულშემატკივრებმა გუნდის მწვრთნელის, გია ცეცაძის გათავისუფლება მოითხოვეს.
მკითხველის კომენტარები / 18 /
ჭიაბრიშვილი ტორპედოში იმუშავებდა მაგრად ოღონდ 3-4 წელი უნდა აცადონ.ტორპედოში ზოგი ისეთი ფეხბურთელია რომლებმაც უკვე კარგა ხანია თავისი რესურსი ამოწურეს.
qomagi
16:09 11-03-2022
1
ყოჩაღ, განრისხებული მედია თავის ძალას აჩვენებს. ვინ არის მწვრთნელი, მთავარია მედია უნდა ჰყავდეს მადლიერი, მათ ცეცაძე კი არა მსოფლიო დონის ქეცბაიაც კი წააქციეს. აბა რა ეგონა ცეცაძეს შერჩებოდა თურქული ინცინდენტი? თორემ 50 წელზე მეტი გულშემატკივრობის სტაჟი მაქვს და უიშვიათესი გამონაკლისის გარდა გუნდში მისულ ახალ მწვრთნელს თავიდანვე შედეგი ქონოდეს არ მახსოვს, მით უმეტეს, თუ ახალი გუნდის გაკეთებისას. ამის უახლეს მაგალითს შოთა წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ მუშაობას იმავე მოთამაშეებით აგრძელებს ვინც იქ დახვდა, ანუ შეთამაშებული ბიჭებით. და ბოლოს გაგახსენებთ ციტატას თებერვლის პრესიდან. "სიბრაზისგან მაქსიმალურად ვცდილობ მშვიდად გადმოგცეთ: საქართველოდან ამდენი კილომეტრით მოშორებით ჩასული Geo Team გია ცეცაძემ მატჩიდან გაუშვა". ამიტომ ტორპედოს ნადვილ ფეხბურთის გულშემატკივარს ვთხოვ, თავი შეიკავონ, გონივრულ ვადამდე, გუნდის შინაურ საქმიანობაში ჩარევისგან. გუნდს მის ხელმძვანელობას ახლა ზედმეტი წნეხი სწორი ნაბიჯებიდან გადაახვევინებს. წარმატებები ტორპედოს!
გულშემატკივარი
12:07 11-03-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული