"საბურთალოს" და ბათუმის "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელი "დილაში"

AutoSharing Option
25 წლის შემტევი ნახევარმცველი ვაგნერ გონსალვესი "დილას” ფეხბურთელია. ვაგნერის ძირითადი სათამაშო პოზიცია შეტევის მარჯვენა ფლანგია, თუმცა თამაში შეუძლია როგორც მარცხენა ვინგერად, ისე ცენტრალურ შემტევ ნახევარმცველად. მისთვის საქართველოს ჩემპიონატი უცხო ნამდვილად არ არის, იგი 2017-20 წლებში ჯერ "საბურთალოს", შემდეგ კი ბათუმის "დინამოს" რიგებში ასპარეზობდა.

სწორედ "საბურთალოელთა” რიგებში მოიპოვა მან საქართველოს ჩემპიონის ტიტული, მან ეროვნული ლიგის ფარი 2018 წელს აღმართა. ქართული კარიერის გარდა, ვაგნერს ფრანგულ "ბასტიაში", ბელგიურ "ბრიუგეში" და უკრაინულ "დნიპროში"  ასპარეზობის გამოცდილება აქვს, საიდანაც ბოლო სეზონში უკრაინულ "კრივბასში” იყო განათხოვრებული.

FC
Dila Gori
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული