ბექა ვაჩიბერაძე საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს

AutoSharing Option
"ტორპედოს" ფანების გვერდი We Are Torpedo წერს, რომ 26 წლის ქართველი ნახევარმცველი ბექა ვაჩიბერაძე კარიერას ქუთაისურ გუნდში გააგრძელებს.

მოგეხსენებათ, ჩვენებური ბოლოს ოდესის "ჩერნომორეცში" ასპარეზობდა, თუმცა უკრაინაში მიმდინარე ომის გამო ფეხბურთელების კლუბების დატოვების უფლება მისცეს. 

ბექას ასევე უთამაშია დონეცკის "შახტარში", ლატვიურ რფს-ში და ბელგიურ "ლომელში".

ვაჩიბერაძე უკრაინის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში თამაშობდა და 2017 წელს მან საქართველოს მოქალაქეობა მიიღო.
მკითხველის კომენტარები / 10 /
ვინც აქ ვაკომენტარებთ-არ ვიცი რამდენი ვართ,მაგრამ ქართული ფეხბურთის წინსვლა გვინდა ყველას.
ინიციატივას გთავაზობთ- მოდი ჩვენს ნაცნობებში პროპაგანდასავით დავიწყოთ რო ე-ლიგა მაგარია.
როგორ და რანაირად თითოეული თვითონ უკეთ მოიფიქრებს.
ჰა რავარი იდეაა?
Levani
12:27 19-03-2022
3
ეს უკვე მოულოდნელზეც მეტია ბრავო და ბრავო ტორპედოს მის ხელმძღვანელობას მაგარ ტრანსფერებს ჩარხავს ეს კერესელიძე რაც იმედისმომცემია მთელი ქართული საკლუბო ფეხბურთისთვის და ეს წინაპირობაა იმის რომ ტორპედო არა მარტო ელიგის ერთერთ თუ არა ერთადერთ ფავორიტად ჩამოყალიბდეს სულ მალე არამედ ვფიქრობ ის ერთადერთი ქართული კლუბი იქნება რომლიც ყველაზე მეტ წარმატებებს მიაღწევს ევროტურნირებზე და გაარღვევს ამ მოჯადოებულ წრეს და შევა რომელიმე ევრო ტურნირის ჯგუფში. ასეთ ფეხბურთელებს უფულო და უამბიციო კლუბის პრეზიდენტი ვერ გააკეთებს წარმატებები ტორპედოს .
Alpen
13:23 19-03-2022
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული