"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა

AutoSharing Option
"ტორპედო" სეზონის წინ სერიოზულად გაძლიერდა, მაგრამ წარმატებულად ვერ ასპარეზობს, გულშემატკივრებს კი მწვრთნელ გია ცეცაძესთან კონფლიქტი მოუვიდათ. კლუბი თავისი "ფეისბუქის" გვერდით იტყობინება, რომ გადადგომის შესახებ ცეცაძის მიერ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილეს.

საფეხბურთო კლუბ ქუთაისის „ტორპედოს“ განცხადება
"ვადასტურებთ, რომ დღეს მივიღეთ გუნდის მთავარი მწვრთნელის, გია ცეცაძის განცხადება გადადგომის შესახებ. მიგვაჩნია, რომ მსგავსი გადაწყვეტილების მიღება ცხელ გულზე გაუმართლებელი და მიზანშეუწონელია. კლუბში შექმნილი ვითარება საჭიროებს დეტალურ განხილვას და რიგი მიზეზების სიღრმისეულ შესწავლას. ამდენად, კლუბის ხელმძღვანელობა არ ჩქარობს გია ცეცაძის განცხადების დაკმაყოფილებას და მნიშვნელოვნად მიიჩნევს
გადაწყვეტილების მიღებას, კლუბში შექმნილი ვითარების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ.

ხვალ, 15:00 საათზე, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, კლუბის პრესრუმში, გაიმართება პრესკონფერენცია".

მკითხველის კომენტარები / 13 /
ასეთი სტადიონები კიდევ არსებობენ,60წლებში რომ იყო ვიცი,მაგრამ ეხლა რიმელი წელია.სირცხვილია ქუთაისს რომ თანამედროვე სტადიონი არა აქვს.
კახა ქ.
21:09 04-04-2022
1
ძალიანაც კარგი, შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს იმ ვაიგულშემატკივრების გამოვლენა ვინც ასე სამარცხვინოდ იქცევა და აღარ დაუშვან სტადიონზე!
13
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული