ფლამარიონის დუბლი, კვარაცხელიას გოლი და ბათუმელთა ზედიზედ მეხუთე გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-9 ტურში დარჩენილი ორი მატჩი ჩატარდა.

ბათუმის „დინამომ“ გასვლაზე „ტორპედო“ 3:0 დაამარცხა. პირველ ტაიმში სტუმრები ფლამარიონმა დუბლით დააწინაურა (ზედიზედ მეორე შეხვედრაში შეასრულა დუბლი), 64-ე წუთზე კი ბრაზილიელის პასით ჰამზიჩის კარი კვარაცხელიამ დალაშქრა. უნდა აღინიშნოს მასპინძელთა მეკარის კარგი თამაში - რომ არა ის, "დინამო" გაცილებით დიდი ანგარიშით გაიმარჯვებდა.

გეგუჩაძის გუნდმა ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა,  22 ქულით ლიდერია და უახლოეს მდევარ „დილას“ 3 ქულით უსწრებს, „ტორპედო“ კი 11 ქულით მეშვიდე ადგილზე დარჩა.

ქუთაისი. „რამაზ შენგელია“
ტორპედო - დინამო (ბთ) 0:3
გოლები: 0:1 ფლამარიონი (13), 0:2 ფლამარიონი (25), 3:0 კვარაცხელია (64)

ტორპედო (3-4-1-2): ჰამზიჩი, სანდოხაძე, მირცხულავა, აბულაძე, შულაია, კარაგუნისი (არველაძე 56), მანჯგალაძე (ბუღრიძე 69), ნადარაია (შერგელაშვილი 56), კუხიანიძე (კ) (ცინცაძე 74), არაბიძე, პაპუნაშვილი (მჭედლიძე 69)

დინამო (ბთ) (4-3-3): კუპატაძე, აზაროვი, აზაცკი, კობახიძე (კ), მამუჩაშვილი, ალთუნაშვილი (ფალავანდიშვილი 70), ტეიდი, რადინი (ფანცულაია 76), კვარაცხელია (ჩაბრაძე 81), ფლამარიონი (გაფრინდაშვილი 70), დავითაშვილი (ზარია 76)

„საბურთალომ“ სტუმრად „თელავს“ 2:0 სძლია და 15 ქულით მესამე ადგილზე დამკვიდრდა, ხოლო კახური გუნდი 10 ქულით მერვე პოზიციაზე დარჩა

თელავი. "კავკასიონი არენა"
თელავი - საბურთალო 0:2
გოლები: 0:1 შ. ნონიკაშვილი (41), 0:2 ქავთარაძე (90+7)
გაძევება: გოჩოლეიშვილი (90+6, საბურთალო)

altხვიჩას შოუ, ფლამარიონის დუბლი, ზურიკოს დებიუტი, რადინის სუპერგოლი - ბათუმის "დინამომ" ლიდერობა დაიბრუნა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 19 /
მადლობა ტორპედოს გულშემატკივრებს ყველაფრისთვის!!!
შალვა 73
24 აპრილი 2022 12:24
0
ქუთაისს ნამდვილად არ ეკადრება ასეთი გუნდი… არაბიძე და მისთანები არც უნდა შეუშვა სტადიონზე.
Musenbezi
24 აპრილი 2022 13:08
4
Aაფბიძე ჯიარ ცეცაძე უნდა გაუშვან და ნორმლაური მწრვთნელი მოიყვმვანონ
მოსეხონელი
25 აპრილი 2022 07:02
1
გაუავან ეგ ცეცაძე რას ეფერებიან და მოიყვანონ კვალიფუციური მწვრთნელი, ვინც ნაღდად მწვრთნელია და არა დაბნეული ვიღაც კაცი. გაუშვით ცეცაძე და მოიყვანეთ სხვა. ფეხბურთსლები შემადგენლობა კარგია. აკლია კვალიფიციური მცოდნე მწვრთნელი. ცეცაძეს ქუჩაში უბრალო უბნის მოთამაშე ბიჭებს არ დავუყენებ მწვრთნელად. გაუშვით, თორე მომავალ წელს ვითამაშებთ ლიგა2-ში. გაიხსენეთ სამტრედია.
ანდრია
24 აპრილი 2022 11:24
1
უვიცი "ტრენერი" და ძალად ფეხბურთელი არაბიძე წეწავენ კერესელიძეს და დასცინიან გულშემატკივარს,
დათო
25 აპრილი 2022 09:37
1
Bერასი რო ვიყო Bათუმს დავეხმარებოდი ბოლომდე Dა ფეხბურთით მაგრად ვიკაიფებდი თან ქალაქი მაგრად Gანვითარდებოდა..
Dinamo
25 აპრილი 2022 01:31
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული