ფლამარიონის დუბლი, კვარაცხელიას გოლი და ბათუმელთა ზედიზედ მეხუთე გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-9 ტურში დარჩენილი ორი მატჩი ჩატარდა.

ბათუმის „დინამომ“ გასვლაზე „ტორპედო“ 3:0 დაამარცხა. პირველ ტაიმში სტუმრები ფლამარიონმა დუბლით დააწინაურა (ზედიზედ მეორე შეხვედრაში შეასრულა დუბლი), 64-ე წუთზე კი ბრაზილიელის პასით ჰამზიჩის კარი კვარაცხელიამ დალაშქრა. უნდა აღინიშნოს მასპინძელთა მეკარის კარგი თამაში - რომ არა ის, "დინამო" გაცილებით დიდი ანგარიშით გაიმარჯვებდა.

გეგუჩაძის გუნდმა ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა,  22 ქულით ლიდერია და უახლოეს მდევარ „დილას“ 3 ქულით უსწრებს, „ტორპედო“ კი 11 ქულით მეშვიდე ადგილზე დარჩა.

ქუთაისი. „რამაზ შენგელია“
ტორპედო - დინამო (ბთ) 0:3
გოლები: 0:1 ფლამარიონი (13), 0:2 ფლამარიონი (25), 3:0 კვარაცხელია (64)

ტორპედო (3-4-1-2): ჰამზიჩი, სანდოხაძე, მირცხულავა, აბულაძე, შულაია, კარაგუნისი (არველაძე 56), მანჯგალაძე (ბუღრიძე 69), ნადარაია (შერგელაშვილი 56), კუხიანიძე (კ) (ცინცაძე 74), არაბიძე, პაპუნაშვილი (მჭედლიძე 69)

დინამო (ბთ) (4-3-3): კუპატაძე, აზაროვი, აზაცკი, კობახიძე (კ), მამუჩაშვილი, ალთუნაშვილი (ფალავანდიშვილი 70), ტეიდი, რადინი (ფანცულაია 76), კვარაცხელია (ჩაბრაძე 81), ფლამარიონი (გაფრინდაშვილი 70), დავითაშვილი (ზარია 76)

„საბურთალომ“ სტუმრად „თელავს“ 2:0 სძლია და 15 ქულით მესამე ადგილზე დამკვიდრდა, ხოლო კახური გუნდი 10 ქულით მერვე პოზიციაზე დარჩა

თელავი. "კავკასიონი არენა"
თელავი - საბურთალო 0:2
გოლები: 0:1 შ. ნონიკაშვილი (41), 0:2 ქავთარაძე (90+7)
გაძევება: გოჩოლეიშვილი (90+6, საბურთალო)

altხვიჩას შოუ, ფლამარიონის დუბლი, ზურიკოს დებიუტი, რადინის სუპერგოლი - ბათუმის "დინამომ" ლიდერობა დაიბრუნა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 19 /
უვიცი "ტრენერი" და ძალად ფეხბურთელი არაბიძე წეწავენ კერესელიძეს და დასცინიან გულშემატკივარს,
დათო
25 აპრილი 2022 09:37
1
Bერასი რო ვიყო Bათუმს დავეხმარებოდი ბოლომდე Dა ფეხბურთით მაგრად ვიკაიფებდი თან ქალაქი მაგრად Gანვითარდებოდა..
Dinamo
25 აპრილი 2022 01:31
2
ჩემი აზრით, ასეთი დონის გუნდი საქართველოს ჩემპიონატში აქამდე არ გვყოლია.დიდი იმედი მაქვს, ჯგუფში მოხვდებით, რაც განსაკუთრებული სტიმული იქნება სხვა გუნდებისთვისაც.რომ იტყვიან, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. უბრალოდ ძალიან საწყენია, ჩვენნაირი ნიჭიერი ხალხი ფეხბურთში მაჩანჩალებში რატომ უნდა ვიყოთ..
merabi-1960
24 აპრილი 2022 17:13
0
ქუთაისს ნამდვილად არ ეკადრება ასეთი გუნდი… არაბიძე და მისთანები არც უნდა შეუშვა სტადიონზე.
Musenbezi
24 აპრილი 2022 13:08
4
Aაფბიძე ჯიარ ცეცაძე უნდა გაუშვან და ნორმლაური მწრვთნელი მოიყვმვანონ
მოსეხონელი
25 აპრილი 2022 07:02
1
მადლობა ტორპედოს გულშემატკივრებს ყველაფრისთვის!!!
შალვა 73
24 აპრილი 2022 12:24
0
რაც წავიკითხე კომეტარებში , ალბათ ყველა ქუთაისელი იყო და ყველ ერთიდაიგივე შინარსის კომენტარს აკეთებდა , ესეიგი გამოდის რო ამ ხალხს არ ელანდებათ არაფერი და მართლა პრობლემა გუნდის შიგნით! ზოგ ფეხბურთელს მართლა ჯერა და გონია რომ ბურთი უნდა მიუტანო , მიართვა და მხოლოდ იმიტომ აქ ეს საკუთარ თავზე წარმოდგენა რომ ახალგზადობაში ნიჭიერებად ითვლებოდნენ და ევროპის საშუალო გუნდებში ირიცხებოდნენ ოდესღაც , ოღონდ იქაც იყვნენ იმ გუნდის მეორე სასტავში ან იქაც ვერ თამაშობდნენ და ეხლა რახან იკადრეს საქართველოს ჩემპიონატში თამაში , არ ეკადრებათ ზედმეტი მოძრაობა და შავი საქმის შესრულება, ასეთი მიდგომით შემდეგი გაჩერება იქნება ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდება!!!!
Vasili
24 აპრილი 2022 11:59
0
გაუავან ეგ ცეცაძე რას ეფერებიან და მოიყვანონ კვალიფუციური მწვრთნელი, ვინც ნაღდად მწვრთნელია და არა დაბნეული ვიღაც კაცი. გაუშვით ცეცაძე და მოიყვანეთ სხვა. ფეხბურთსლები შემადგენლობა კარგია. აკლია კვალიფიციური მცოდნე მწვრთნელი. ცეცაძეს ქუჩაში უბრალო უბნის მოთამაშე ბიჭებს არ დავუყენებ მწვრთნელად. გაუშვით, თორე მომავალ წელს ვითამაშებთ ლიგა2-ში. გაიხსენეთ სამტრედია.
ანდრია
24 აპრილი 2022 11:24
1
გია ცეცაძის გუნდების წარუმატებლობის მიზეზი ისაა, რომ არასოდეს ყოფილა სამართლიანი ტრენერი, მან არ იცის რომ წარმატების მიღწევა მხოლოდ სამართლიანი კონკურენციით შეიძლება და ის ელიტარული ფეხბურთელებიც, რომლებსაც ამ კაცის ხელში სათამაშო დრო ყოველთვის გარანტირებული აქვთ, მაშინ დადებენ შედეგს, როცა დაინახავენ, რომ კონკურენციაში არიან და იმდენ სათამაშო დროს მიიღებენ, რამდენსაც იმსახურებენ.

შეიძლება ეს არ ესმის ცეცაძეს, მაგრამ პროფესორმა კერესელიძემ ხო უნდა გაიაზროს? ამას არ სჭირდება დიდი საფეხბურთო გამოცდილება და განათლება, მხოლოდ ნეპოტიზმის აღმოფხვრა უნდა გუნდში.

ეს ფანებმაც უნდა გაიაზრონ, ის ქუთაისელი, ის ჩვენიანი და სხვა ასეთი დამოკიდებულება, მათი მხრიდანაც არასწორ ზეწოლას იწვევს, რასაც არასდროს მოაქვს შედეგი.
koka
24 აპრილი 2022 03:08
1
ამ თამაშში ქუთაისმა მოიგო!!
დიდი მადლობა ქუთაისის ტორპედოს გულშემატკივრებს ეს არი მათი გამარჯვება..
არ გაჩერდეთ და ნანატრ გუნდს აუცილებლად ააშენებთ ჩვენ თქვენთან ვართ ბათუმელი გულშემატკივრები, სტადიონზე მიდით მეგობრებო და პროტესტი და უკმაყოფილება იქ გამოხატეთ როგორც შეგვეფერება.. თუ ვერ დაინახავენ,არ შერცხვებათ, ნგრევას გააგძელებენ ტორპედოსი და თქვენ ასე ერთმუშტად დადგებით ჩვენც ჩამოვალთ და გვერდით დაგიდგებით რომ ერთად დავეხმაროთ ტორპედოს და ქართულ ფეხბურთ!!!
მეამაყებით ქუთაისლებო!!
შავი კაცი
24 აპრილი 2022 02:00
1
მე 80 ე წუთზე შეცვალეს და ტაშს ვუკრავდით ქუთაისელი გულშემატკივარი. ძალიან ემოციური იყო ეს ყველაფერი. საქართველოში არ დავდივარ სტადიონებზე და დღეს პირველად ვიყავი. ძალიან მეამაყება ჩემი თანაქალაქელები. კვარა რომ წააქციეს, ისიც კი გააპროტესტა ქუთაისელმა გულშემატკივარმა და როცა მოედანი დატოვა აპლოდისმენტებით გავაცილეთ. მეტი ასეთი მომენტი მინდა ქართულ ფეხბურთში. ემოციას მოჰყავს ადამიანები სტადიონზე, სხვას არაფერს!
კვარა დიდი მადლობა საქართველოში სტადიონებზე მაყურებლის დაბრუნებისთვის! :)
Winter
24 აპრილი 2022 01:27
0
ესაა ქუთაისური შეგბება ისე კიარ ვიღაც რო წერდა ფეხებს მოვან
.ტფვრებთ კვარცხელიას აქ ვინ
გახარებსო.ყოჩაღ ქუთაისს ღურსეული საქცილი სამაყოა და გულს ახარებს.
მოსეხონელი
25 აპრილი 2022 07:07
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული