"დინამოზე" დაბრუნებული გულშემატკივარი, კარგი თამაში და ზღვა ემოციები მატჩში, რომელსაც მხოლოდ გოლები დააკლდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-11 ტურში ორი მატჩი გაიმართა და ორივე ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოვიდა.

ცენტრალური მატჩი თბილისში ჩატარდა - თბილისის „დინამო“ ბათუმის „დინამოს" დაუზავდა - 0:0.

ამ შეხვედრის მოლოდინი დიდი იყო. Tuttonapoli წერდა, რომ კვარაცხელია დიდ მატჩში მიიღებდა მონაწილეობას. თამაშის პირდაპირი ტელერეპორტაჟი „სეტანტამ“ უკრაინაში განახორციელა. პირველ რიგში, სასიხარულო ისაა, რომ ეროვნული ლიგის მატჩზე „დინამოს“ სტადიონზე 20 ათასზე მეტი მაყურებელი მივიდა და ყველა მასპინძელთა გუნდის აქტიურმა თამაშმა სასიამოვნოდ გააკვირვა. გაბედავას გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაუთვალეს, კამარასა და მალის დარტყმული ბურთები კი
ძელს
მოხვდა. შუა პირველ ტაიმში თამაში გათანაბრდა, სტუმრებმა შეუტიეს და 35-ე წუთზე კვარაცხელიას, რომელსაც ყურადღებით მეურვეობდნენ, გატანა პრიეტომ არ დაანება.

მეორე ტაიმი აჭარულმა გუნდმა აქტიურად დაიწყო, მარჯვენა ფრთიდან მამუჩაშვილმა ჩააწოდა, დავითაშვილმა მცველს დაასწრო და ბურთი ხარიხას გაარტყა. შემდეგ ხვიჩა ხვადაგიანს გაექცა და ისევ მეკარემ არ გაახსნევინა ანგარიში. ესპანელმა მერე კიდევ ორი სეივი განახორციელა და ორივე გუნდიდან ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ბოლოს მომენტები გაფრინდაშვილმა და ტეიდმა ვერ გამოიყენეს. საბოლოოდ ფრე დაფიქსირდა და ბათუმელებმა დედაქალაქელებთან ხუთქულიანი უპირატესობა შეინარჩუნეს.

თბილისი. „დინამო არენა“
დინამო (თბ) - დინამო (ბთ) 0:0

დინამო (თბ) (3-4-3): პრიეტო, ხვადაგიანი, ბენიო, კალანდაძე, მალი (სტეფენი 83), ლომინაძე (მოისწრაფიშვილი 67), ოსიყმაშვილი, ხარაბაძე (კ), ბარნსი (კირკიტაძე 67), გაბედავა (ბილენკი 83), კამარა

დინამო (ბთ) (4-1-2-3): კუპატაძე, აზაროვი, რეხვიაშვილი, კობახიძე (კ), ჩაბრაძე, ტეიდი, ალთუნაშვილი (ბიძინაშვილი 86), რადინი (ფალავანდიშვილი 86), კვარაცხელია (ჯიღაური 90+2), დავითაშვილი (ფანცულაია 74), მამუჩაშვილი (გაფრინდაშვილი 90+2)

„დილამ“ სახლში „ტორპედოს“ 2:0 სძლია და ლიდერ ბათუმის "დინამოსთან" ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა.

გორი. „თენგიზ ბურჯანაძე“
დილა - ტორპედო 2:0
გოლები: 1:0 გონსალვესი (11), 2:0 მაქაცარია (90+4)

მკითხველის კომენტარები / 28 /
ყველა მატჩზე თითო განზრახ ჩარტყმა გარანტირებული აქვს. მსაჯმაც არ გაამახვილა ყურადღება დიდად
.
04 მაისი 2022 01:59
1
კვარაცხელიას ასეთი თამაშით ნაპოლში ბურთის მომწოდებლად შეუძლია მხოლიდ დასაქმება
kutaisi
03 მაისი 2022 21:30
61
ბოღმისგან როდის გასკდები? :)))))
მამუკა
03 მაისი 2022 21:56
0
მადლობა თქვი რომ საერთოდ თამაშობს და თქვენნაირი ავაყდმყოფების გახარებას ცდილობს
Bidzia
03 მაისი 2022 22:54
0
საუკეთესო ქართველმა მწვრთნელმა სუპერვარსკვლავს სერიოზული დაცვა დაუპირისპირა და საკუთარ მოედანზე ფრეს მიაღწია არადა ბევრი კვარაცხელიას გოლებს ელოდებოდა
შოკირებული გულშემატკივარი
03 მაისი 2022 21:20
14
და სად იყო საუკეთესო ქართველო მწვრთნელი? ჩიხრაძე რატო წვრთნიდა დინამოს?
ბოკინიო
03 მაისი 2022 21:24
6
ყველა პატრიოტ ქართველს გვინდა რომ ხვიჩამ ევროპაში გვასახელოს.ამისთვის თავი უნდა გადადოს და დღედაღამე ივარჯიშოს როგორც მისი რჩეული კრიშტიანო აკეთებდა.პოტენციალი დიდი აქვს და ეს შანსი არ უნდა გაუშვას.თვითონ გამდიდრდეს და ჩვენ კი გაგვახაროს.
ამაშია საქმე
04 მაისი 2022 13:51
2
ლოგიკური თამაში არიყო უაზრო თამაში იყო უკლასო
beqa
03 მაისი 2022 21:12
32
სასიამოვნოდ გაკვირვებულია მთელი საქართველო მადლობა გულშემატკივრებს..
ფეხბურთელების მონდომება არ უნდა დავუკარგოთ,დღითიდღე ვხედავთ თუ როგორი მონდომებით,ენთუზიაზმით და შემართებით თამაშობენ ბიჭები მსაჯებიც ნაკლებ შეცდომებს უშვებენ..აქედან გამომდინარე ჩვენსგან რიგითი გულშემატკივრებისგან ღალატი არ უნდა იყოს ერთად მხარდამხარ უნდა დავდგეთ ერთმანეთს უნდა დაუმტკიცოდ რომ ჩვენ ერთმანეთით ვართ ძლიერები და მაგრები აქედან გამომდინარე ჩვენ დავაფასოთ ის რაც ჩვენია რომ უფრო ძლიერები ვიყოთ..
იმედი მაქვს რომ ჩვენ ჩვენს თავს არ ვუღალატებთ და შეძლებისდა გვარად გავალამაზებთ ჩვენს ტრიბუნებს..
რათქმაუნდა მადლობა ხვიჩას და თითოეულ იმ პიროვნებას ვინც ამ დიდ საქმეში მონაწილეობს და რათქმაუნდა მადლობა ქართველ გულიან გულშემატკივრებს!!
შავი კაცი
04 მაისი 2022 15:51
0
dabrunebuli ra shemdeg turshi gantunebuli iqneba isev. mudmivad unda ikos aseti dascreba
კუ კობსონი
04 მაისი 2022 09:28
0
კი ბატონო, სათამაშო ატმოსფერო,ბრძოლა,შიგადაშიგ ტემპიც შეიძლება ნორმალური იყო, მაგრამ გუნდების კლასი და ფეხბურთელების კვალიფიკაცია ისევ დაბალია,ისევე როგორც მათი ფიზიკური მომზადების დონე.სწორედ ამან განაპირობა ის უაზრო და უკლასო თამაში.ასე რომ მგონია კიდევ ერთი იმედგაცრუება გველოდება ორი თვის შემდეგ ევროტურნირების შესარჩევ ციკლში. კვარა კი როგორც წესი ყოველთვის საკუთარი სტატ-შედეგედზეა იყო ორიენტირებული ვიდრე გუნდის ინტერესებზე.
raiiiiiiiii????
03 მაისი 2022 22:18
30
ძალიან კარგი თამაში იყო... დასანანია, რომ უგოლო ფრედ დამთავრდა. იმდენიმომენტი იყო, რომ 2:2 შესაფერისი ანგარიში იქნებოდა. ყმაწვილების ბოლო ემოციები... ცოტა გადაჭარბებული იყო.
tngh
04 მაისი 2022 15:04
0
კვარაცხელია ფიქრებით უკვე ნაპოლშია და ძნელია მერე კონცეტარაციით ითამაშო სხვაგან.ნაპოლისთვის კვარამ ბევრი უნდა იშრომოს და აუცილებლად ძირითადში უნდა მოხვდეს იქ.კარგი თამაში იყო რომელსაც გოლები აკლდა, მაგრამ კარგი შემტევი ფეხბურთი აჩვენეს ორივე გუნდმა.
qomagi
04 მაისი 2022 14:30
2
"კვარაცხელია ფიქრებით უკვე ნაპოლშია" ტუპიაკ რუსულ ნარატივებს ნუ იმეორებთ აქ და ხვიჩას ნუ ასწავლით სად როგორი კონცენტრაცია გააკეთოს თქვენზე 5ჯერ დიდი პროფესიონალია სულ სხვა დონეზე აზროვნებს თქვენგან განსხვავებით. ის დონე არაა რო მაგის მითითება დასჭირდეს. ახალმა ჩამოსულმა ეგრევე 2 გოლი და სამი პასი გააკეთა თამაშში და ეხლა იძახუ თურმე ფიქრებით არის ნაპოლიში. ცოტა დაუკვირდით რა, სანამ რამეს იტყვის და ვიზე იტყვით. იტალიელები უფრო არიან მგონი ბათუმში ფიქრებით. კიდევ იმის თქმაც ხო გინდა ჭორიაო მაგრამ ვერ ამბობ უკვე დადასტურებულია ტრანსფერი. აფსუს რა გიქნეს იტალიელებმა როგორ მოგისპეს სალაპარაკი მოგაცალეს ყბიდან "ჭორები"
Bidzia.
05 მაისი 2022 03:16
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული