"სამგურალის" მე-7 "მშრალი" მატჩი და სამეული [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-13 ტურში ბოლნისის "სიონმა" წყალტუბოს "სამგურალს" უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა.

სტუმრებმა სწრაფი გოლის გატანა შეძლეს - უკვე მე-10 წუთზე შალვა ბურჯანაძემ ნიკა კალანდარიშვილისგან ბურთი მიიღო და მეტოქის კარში გაგზავნა. დარტყმული გამოცდილი მეკარე კოკა სეფიაშვილის იოლი ნადავლი უნდა გამხდარიყო, თუმცა მან ბურთის მოგერიება ვერ შეძლო.

გაშვებული გოლის შემდეგ ბოლნისელები მკვეთრად გააქტიურდნენ და სახიფათო მომენტები შექმნეს, თუმცა ბოლო ეპიზოდებში უზუსტობას იჩენდნენ, ანაც წყალტუბოელთა მეკარე ლევან შოვნაძე (რომელმაც მიმდინარე სეზონში მე-6 "მშრალი" მატჩი ჩაატარა, სულ კი "სამგურალმა" 7 შეხვედრაში არ გაუშვა)
ყოჩაღობდა - ერთ ეპიზოდში ახლოდან ძალიან სახიფათოდ დარტყმული ფეხით მოიგერია.

"სამგურალმა" მეორე ნახევარშიც გაიტანა - ჯეფერსონის ჯარიმიდან ჩაწოდებულ ბურთზე დავით მაისაშვილმა ყველას დაასწრო.

ამ გამარჯვების შემდეგ გიორგი მიქაძის გუნდი 13 ტურში 23 ქულით ეროვნულ ლიგაში მე-3 ადგილზე აღზევდა, უჩა სოსიაშვილის "სიონი" კი 10 ქულით ბოლოსწინა პოზიციას იკავებს.

13.05.22. ბოლნისი. "თამაზ სტეფანია"

"სიონი" - "სამგურალი" 0:2

გოლები: ბურჯანაძე (10), მაისაშვილი (65)

მომდევნო ტურში, 17 მაისს, "სიონი" "დილას" უმასპინძლებს, "სამგურალი" კი "გაგრას" ეწვევა.

altთბილისის "დინამომ" "დილა" დაამარცხა და სტუმრად ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

altხვიჩასა და ბათუმელთა მორიგი საფეხბურთო ზეიმი ვერ ვიხილეთ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
სამჯერ თუ ოთხჯერ გვანახეს გამეორება და კომენტატორმა არ აღიარა, რომ მოეჩვენა თითქოს ბურთი კარში გავიდა. არა და ზემოდან გადასცდა. ეს კიდეც იძახის, მსაჯს შეჩერებული ჰქონდა თამაში და არ ჩაითვალაო. ესეც ჩემპიონთა ლიგა ხომ არ არის რომ იქ ვერ მიდიოდეთ. სტადიონზე მიდით და იქიდან წაიყვანეთ თუ თვალში ვერ იხედებით.
odala
10:52 14-05-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული