ბათუმელებმა ხვიჩასა და ზურიკოს გარეშე გაიმარჯვეს, თბილისის "დინამო" წყალტუბოში დამარცხდა, "ლოკომ" სიურპრიზი შემოგვთავაზა [VIDEO]

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის მე-17 ტურში სამი მატჩი გაიმართა.

ბათუმის „დინამოს“ მწვრთნელმა გეგუჩაძემ სანაკრებო პაუზის შემდეგ კვარაცხელია და დავითაშვილი დაასვენა, მათ გარეშე სძლიეს „გაგრას“ და სატურნირო მდგომარეობა კიდევ უფრო გაიმყარეს.

თბილისი. „დინამო არენა“
გაგრა - დინამო (ბთ) 0:3
გოლები: 0:1 კობახიძე (45), 0:2 გაფრინდაშვილი (52), 0:3 ჯიღაური 72)

„სამგურალმა“ სახლში თბილისის „დინამოს“ თამაში შემოუტრიალა, სატურნირო ცხრილში ადგილი გაუცვალა, მეორე პოზიციაზე დამკვიდრდა და ლიდერ ბათუმის „დინამოს“ 5 ქულით ჩამორჩება. "სამგურალი" თბილისის "დინამოსთან" ზედიზედ მეექვსე შეხვედრაში არ დამარცხდა.

წყალტუბო.
„26 მაისი“

სამგურალი - დინამო (თბ) 2:1
გოლები: 0:1 ბარნსი (5), 1:1 მ. ბაშელეიშვილი (8), 2:1 კალანდარიშვილი (52)

აქამდე უქულოდ მყოფმა „ლოკომოტივმა“ სიურპრიზი შემოგვთავაზა - "საბურთალოს" სძლია. აღსანიშნავია მასპინძელთა მეკარე ლომიძის კარგი თამაში.

საგურამო. „ლოკო-საგურამო“
ლოკომოტივი - საბურთალო 2:1
გოლები: 1:0 ჭიაბრიშვილი (2), 2:0 ანდრონიკაშვილი (56), 2:1 ვინისიუსი (76)


მკითხველის კომენტარები / 16 /
გაგრა მოლარურად და ფსიქოლოგიურად გატეხილია ამ დროს კარგი ფეხბურთელები ყავს აკლიათ მონდომება და გუნდური თამაში თავდამსხმელებს დროული პასის გაკეთება და ბევრი სხვა
გია
17 ივნისი 2022 09:44
0
გაგა ენდე ბუხას არ ინანებ რა კარგად ითამაშა ბოლოს ბურთი მოპარა მცველებს კობახიძეც მოატკუა და ასპროცენტიანი პასიც გააკეთა და გოლი ვერ გაიტანენ
uca
17 ივნისი 2022 09:54
0
გაგრას თუ უნდა დარჩეს უმაღლესში ყველა თამაში რაც დარჩენილია შემტევი ფეხბურთი უნდა ითამაშოს მწვრთნელმა უნდა ენდოს შემტევ ფეხბურთელებს რომლებსაც შეუძლიათ გოლის გატანა
ბაჩო
17 ივნისი 2022 09:20
0
გაგრას თუ უნდა დარჩეს უმაღლესში ყველა თამაში რაც დარჩენილია შემტევი ფეხბურთი უნდა ითამაშოს მწვრთნელმა უნდა ენდოს შემტევ ფეხბურთელებს რომლებსაც შეუძლიათ გოლის გატანა
ბაჩო
17 ივნისი 2022 09:18
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული