ჯიმი ტაბიძე თბილისის "დინამოს" ფეხბურთელია

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" საიტი იტყობინება, რომ საქართველოს ნაკრების მცველი ჯიმი ტაბიძე კარიერას დედაქალაქურ გუნდში გააგრძელებს:

"ჯიმი ტაბიძე დინამო თბილისის ფეხბურთელია. ცენტრალურმა მცველმა ჩვენს კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ბოლომდე გააფორმა. 26 წლის ფეხბურთელი ბოლოს ბელგიურ კორტრიიკში ირიცხებოდა. მანამდე ჯიმიმ 5 წელი რუსული პრემიერლიგის კლუბ უფაში გაატარა, სადაც 90 მატჩი ჩაატარა.

სხვადასხვა დროს ქართველი მცველი ბელგიურ გენტში, ეკატერინბურგის ურალსა და თბილისის საბურთალოში ასპარეზობდა. ჯიმი ტაბიძემ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 14 მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზე კი, ერთი გოლია. ჩვენი კლუბის ახალწვეული უახლოეს დღეებში გუნდის
სავარჯიში პროცესში ჩაერთვება".

მკითხველის კომენტარები / 5 /
იმუშავეთ თქვენც როგორ ბათუმი მუშაობს,დვალზე,ოქრიზე,ეს ვინც თავისუფალია,ერთი ნორმალური ორი ლეგიონერი,ოღონდ ბელორუსიიდან კი არა.აბა სხვები როგორ პოულობენ.
კახა ქ.
10 ივლისი 2022 04:41
1
დვალი აიყვანეთ და მშვენიერი ტანდემი გამოვა.თუმცა მაქ ბენიოა,გუნდის ხელუხლებელი ლიდერი
კახა ქ.
10 ივლისი 2022 04:31
0
დვვალი აიყვანეთ ღმერთი არა გაწამთ! ნაკრების მოთამაშეა ეგეც!
მწრთვნელი
09 ივლისი 2022 23:56
0
უკვე დაგვიანებულია!
სინამდვილე
09 ივლისი 2022 21:22
4
თუ ბენიო თბილისში დარჩება იმედი მაქვს რომ არაა დაგვიანებული!
სიმა
09 ივლისი 2022 22:19
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული