ფორმულა: რომან ფიფია თბილისის "დინამოს" გაყიდვას გეგმავს - განცხადება უახლოეს დღეებში გაკეთდება

AutoSharing Option
"ფორმულას" ინფორმაციით, თბილისის "დინამოს" პრეზიდენტი რომან ფიფია გუნდის გაყიდვას აპირებს და ამის შესახებ განცხადებას უახლოეს დღეებში გააკეთებს.

სოციალურ ქსელში "ფორმულა სპორტის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ:

"ფორმულა სპორტის ექსკლუზიური ინფორმაციით, რომან ფიფია დინამო თბილისის გასხვისებას განიხილავს – ამ გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალური განცხადება უახლოეს პერიოდში გაკეთდება.

ბიზნესმენმა, რომელიც საქართველოში დაბრუნებამდე მრავალი წელი რუსეთში მოღვაწეობდა, ქართული კლუბი 2011 წლის იანვარში შეიძინა და რამდენიმე მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა; რომან ფიფიას თითქმის 11-წლიანი მმართველობისას რეკონსტრუქცია ჩაუტარდა დინამო არენასა და დიღმის საწვრთნელ ბაზას, ასევე, ფუნქციონირება დაიწყო
ვიტალი დარასელიას სახელობის საფეხბურთო აკადემიამ.

ფიფიამ დინამო თბილისში არაერთი გამოცდილი მწვრთნელი და ფეხბურთელი მიიყვანა, თუმცა გულშემატკივართა სანუკვარი სურვილი, კვლავ ეხილათ ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ევროტურნირებზე, შეუსრულებელია. სწორედ ეს გახლავთ მთავარი მიზეზი, რის გამოც უკვე რამდენიმე წელია ქომაგები დინამო თბილისის თამაშებზე ხშირად სკანდირებენ - "დინამო" ფიფიას გარეშე", - წერია პოსტში.
მკითხველის კომენტარები / 46 /
რომა ამატ გინდ წინ ......... გინდ უკან...........ბრატ რაზე ხარჯავ ფულს მაინც ვერ გაიგებენ.........
kaka
14:44 21-07-2022
2
ამ კაცმა რაც გააკეთა მადლობის მეტი არაფერი ეთქმის, სამწუხატოდ ის შედეგი არ აქვს რაც ძალისხმევა ჩადო...
koba
12:45 21-07-2022
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული