თბილისის "დინამო" ჩემპიონობასთან და კვლავ ფიფიასთან ერთად - რა იქნება ევროტურნირებზე?

AutoSharing Option
მსოფლიო ჩემპიონატის გახურების პარალელურად, ეროვნული ლიგის ფინიშსა და გამარჯვებულს მივუახლოვდით. თბილისის "დინამო" ერთწლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონობის გაფორმებასთან ახლოსაა - უკანასკნელ ტურში "გაგრას" მასპინძლობს და გამარჯვება სჭირდება. ბათუმის "დინამოს" გაძლიერების ფონზე, კონკურენტულ გარემოში მოგებული ტიტული ნამდვილად უფრო სასიამოვნოა...

ერთია შიდა ამბები, მეორე კი - ევროტურნირები, რომელიც მომავალ ზაფხულს დაიწყება. ქართველი გულშემატკივრები პოზიტიურ მოლოდინებს გადაჩვეულნი არიან და ეს რამენაირად უნდა შეიცვალოს. თუმცა, არსებობს კი ამის წინაპირობა?

Sportall.Ge

გუნდის გასხვისების მზადყოფნის მიუხედავად, რომან ფიფია თბილისური კლუბის პრეზიდენტად რჩება. ბოლო ინტერვიუში მან თქვა, რომ "დინამოს"
შეძენის რეალური ინტერესი არავის გამოუთქვამს. რას უნდა ველოდოთ სამომავლოდ? "დინამომ" გაძლიერებაზე ფიქრი თითქოს ადრევე დაიწყო, რაც ვაგნერის შეძენით გამოიხატა, თუმცა ეს რამდენად საკმარისი იქნება? გარდა ამისა, გუნდში არიან მოთამაშეები, რომელთა მიმართ სატრანსფერო ინტერესი იქნება და თუკი როგორც ფეხბურთელის, ასევე სანაკრებო ინტერესსაც გავითვალისწინებთ, მათი ნორმალურ ქვეყნებსა და კლუბებში გადაბარგება მხოლოდ სასიამოვნო უნდა იყოს. ამავდროულად კი, იმავე წრეზე წავალთ - ყოველი სეზონის წინ ახალი გუნდი უნდა შეიქმნას. ესაა დილემა, რომელიც მუდმივად იქნება და როცა ლიეტუვის ან სომხეთის კლუბის წარმატება გაგვაკვირვებს, ისინი რომ მთლიანად ლეგიონერებს ეყრდნობიან, ამის ცოდნა მნიშვნელოვანია...

Sportall.Ge

მეკარე ლუკა კუტალაძე, ახალგაზრდული ნაკრების უკანასკნელ შეხვედრაში მშვენიერი გოლის ავტორი საბა ხვადაგიანი, ეროვნული ნაკრების წევრები, ანზორ მექვაბიშვილი და ჯიმი ტაბიძე - ეს იმ ფეხბურთელების ჩამონათვალია, რომელთა მიმართ გადაბირების ინტერესი უცხოურ კლუბებს ექნებათ.

ჯერ ყველაფრის დასრულებას უნდა დაველოდოთ. რაც ნამდვილად ვიცით, მომავალ წელს ევროტურნირებზე ბათუმის "დინამოსაც" ვიხილავთ. რაც შეეხება კიდევ ორ ადგილს - "სამგურალი" და "დილა" გორში ერთგვარ ფინალს გამართავენ, სადაც მესამე ადგილის დასაკავებლად წყალტუბოელებს ფრეც აძლევთ ხელთ, თასის ფინალში კი ქუთაისის "ტორპედო" "ლოკომოტივი 2"-თან ფავორიტად მიიჩნევა...

2022 წელი მალე დასრულდება. სანაკრებო წარმატებებისა თუ ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორის გამო ის ბევრ კარგ მოგონებას დაგვიტოვებს, თუმცა საკლუბო დონეზე წარუმატებლობები გულში ყოველთვის ხინჯად გვრჩება და არც ოპტიმიზმი გვტოვებს, რომ მდგომარეობის გამოსწორებას შევძლებთ.

altბათუმელებმა თბილისის "დინამოსთან" ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს - ჩემპიონი ბოლო ტურში გაირკვევა

altბათუმელები და მისი პრეზიდენტი დაისაჯნენ - ვინ გახდება ჩემპიონი?

მკითხველის კომენტარები / 20 /
რა აზრი აქვს ერთ ეტაპს ვერ გადალახავენ ჩემპიონთა ლიგაზე მერე ეგრევე კონფერესლიგა და იქაც ეგრევე გამოვარდებიან ეს არის ჩვენი საუკეთესო ვარიანტი სხვას არც უნდა ელოდო და არც გამოვაა გამორიცხულია..
martali კაცი.
11:01 28-11-2022
0
წინასწარ გეტყვით ინტრიგა რომ არ იყოს! პირველივე ეტაპზე გამოვარდებიან მიუხედავად იმისა ფარერების ჩემპიონიც ან მალტის ჩემპიონიც რომ შეგვხვდეს!
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული