"ხიმკის" აღზრდილი, მოსკოვის "დინამოს" დუბლები... - ტრანსფერი რუსეთიდან საქართველოში

AutoSharing Option
"სამგურალი" რუსეთიდან კიდევ ერთი ფეხბურთელით გაძლიერდა. ამ ქვეყნის მოქალაქე, 22 წლის ნახევარმცველი გიორგი სულაქველიძე, რომელიც მოსკოვის "დინამოს" დუბლებში თამაშობდა და ბოლოს მთავარ გუნდში დააწინაურეს, წყალტუბოელთა რიგებში ითამაშებს.

გიორგი "ხიმკის" საფეხბურთო სკოლის აღზრდილია და ტულის "არსენალშიც" თამაშობდა. სულაქველიძე 9-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

წყალტუბოელთა ღირსებას 26 წლის უკრაინელი ფორვარდი დენის ბალანიუკიც დაიცავს, რომელიც ბოლოს ბულგარეთის "სპარტაკ ვარნაში" გამოდიოდა.

გიორგი ჭელიძის "სამგურალი" 22 ივლისს "გაგრას" თასზე შეხვდება, 5 აგვისტოს კი ეროვნული ლიგის ეგიდით ესტუმრება.

altორივე "დინამომ" მოიგო; "საბურთალომ" "სამგურალი" შეაჩერა, "დილამ" "გაგრას" აჯობა

alt"სამგურალი"

იაპონელი ნახევარმცველით გაძლიერდა
მკითხველის კომენტარები / 4 /
არც ერთი და არც მეირე...
შვილსაც და შვილიშვილსაც თენგიზი ჰქვია ...
მე როგორც ვიცი
არქივი - ს
09:00 22-07-2023
0
სულ რამდენიმე წუთის წინ,რუსეთის ჩემპიონატის პირველ ტურში,მოსკოვის დინამომ,კრასნოდართან წააგო 1-3.საზონოვიც და გაგნიძეც,სათადარიგოები იყვნენ.საზონოვი არც გამოუშვია,გაგნიძე კი,88 წუთზე გამოუშვა,ორჯერ გააკეთა პასი,ერთხელ უკან და ერთხელ გარდიგარდმო,თუმცა ორივე არაზუსტად და მეტოქემ დაასწრო,პარტნიორს.მე 85 წუთზე გადავრთე და ამ წუთებში,რაც შარშან იყო,ისევ იგივე ნაგავი აღმოჩნდა, მოსკოვის დინამო.ახალი მწვრთნელი ჰყავთ!იმედია, ჩვენი ბიჭები გამოასწრებენ!
სოსო
22:11 21-07-2023
0

სიახლეები პოპულარული