წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება

AutoSharing Option
Geo Team-ის ინფორმაციით, დიდია ალბათობა იმისა, რომ ბათუმის "დინამოს" ახალი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი გახდეს.

მოგეხსენებათ, გუშინ ამავე წყარომ გვამცნო, რომ გია გეგუჩაძემ ზღვისპირელთა დამრიგებლის პოსტი დატოვა, თუმცა კლუბს ეს ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია.

ახლა კი ვიგებთ, რომ ბათუმელები ახალ მესაჭედ რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ, ჭიაბრიშვილი მთავარი კანდიდატია, გუნდსა და მწვრთნელს შორის კონტაქტი უკვე შედგა. მხარეები საბოლოო დეტალებს ათანხმებენ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჭიაბრიშვილმა 4 აგვისტოს დატოვა თბილისის "დინამო" და უქმობა 2 კვირაზე ოდნავ მეტი მოუწია.
მკითხველის კომენტარები / 55 /
ეხლა კიბეო, კაიფობს? )))
100%
21 აგვისტო 2023 12:44
1
ეგენი და სხვანიც - გინდა ღობის აქეთ დააბი და გინდა ღობის იქით . . . . .
ანდაზა ხალხური
21 აგვისტო 2023 12:42
0
წარმოდგენას მხოლოდ ტაშიღა აკლია, მქუხარე ტაში. (ძველ თაობას გაახსენდება, ,,მქუხარე ტაში,,). )))
100%
21 აგვისტო 2023 12:41
1
გეგუჩაძე თბილისში წავა ჭიაბრიშვილი ბათუმში. ჩვენი ფეხბურთი ისევ იქ იქნება წუმპეში და მალტისა და ფარერების იოლი ლუკმა ვიქნებით მანამ, სანამ არ იქნება კონკრეტული გეგმა და ნაბიჯები გაწერილი რა რის მერე უნდა იყოს და ბავშვთა ფეხბურთი არ იქნება მასობრივი და ხელმისაწვდომი. განათლებული და კვალიფიციური მწვრთნელებით და ევროპული ინფრასტრუქტურით. სანამ არ იქნება ძლიერი კონკურენცია ამწუხაროდ ასე ვიღლიცინებთ სულ.
qomagi
21 აგვისტო 2023 12:40
2
ისე ამ ქართველი ეგრეთწოდებული მწვრთნელების მიკვირს, საიდან ამხელა ამბიცია, ეგრევე უმაღლეს ლიგასა და ნაკრების მწვრთნელობაზე რომ აქვთ პრეტენზია!!! ცოტაოდენი ნამუსი და სწავლის სურვილი მაინც გაგაჩნდეთ! მერამდენეთ უნდა დაამტკიცოთ უვიცობა, რით ვერ გაიგეთ რომ თქვენი საზომი საერთაშორისო თამაშებია და იქ თქვენს გაწვრთნილ გუნდს მწვრთნელი ყავს თუ არა საერთოდ არ იგრძნობა!!!
rigiti
21 აგვისტო 2023 12:24
0
მასწავლებელმა მინიმუმი შეძლო და შეგირდი იზამს კია რაიმეს?!
გამოცდილება და სწავლება მეგობრებო. კვალიფიკაციის ამაღლებაა საჭირო!...
ლაშა
21 აგვისტო 2023 12:17
0
თავმოყვარეობა საერთოდ არააქვთ ტიპებს...
გიორგი
21 აგვისტო 2023 12:17
1
კარუსელლლლლლლლლლლლ
pepe
21 აგვისტო 2023 12:14
0
ეეეეეეეეეეეე ვაი ტქვენს პატრონს
kaka
21 აგვისტო 2023 12:13
0
სრული კოშმარიიი ხალხს არუნდათ ეს ტრენერები მოიყვანეთ ვინმე უცხოელი კარგი ტრენერი დავიტანჯეთ ამ სიკოებით ფეღბურთის ვითომ სპეციალისტებით
ბათუმელი ფანი
21 აგვისტო 2023 12:09
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული