წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება

AutoSharing Option
Geo Team-ის ინფორმაციით, დიდია ალბათობა იმისა, რომ ბათუმის "დინამოს" ახალი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი გახდეს.

მოგეხსენებათ, გუშინ ამავე წყარომ გვამცნო, რომ გია გეგუჩაძემ ზღვისპირელთა დამრიგებლის პოსტი დატოვა, თუმცა კლუბს ეს ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია.

ახლა კი ვიგებთ, რომ ბათუმელები ახალ მესაჭედ რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ, ჭიაბრიშვილი მთავარი კანდიდატია, გუნდსა და მწვრთნელს შორის კონტაქტი უკვე შედგა. მხარეები საბოლოო დეტალებს ათანხმებენ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჭიაბრიშვილმა 4 აგვისტოს დატოვა თბილისის "დინამო" და უქმობა 2 კვირაზე ოდნავ მეტი მოუწია.
მკითხველის კომენტარები / 55 /
გეგუჩაძე რომ წავიდა მაშინვე ეს გავიფიქრე, რომ ჭიაბრიშვილი ბათუმში წავიდოდა და გეგუჩაძე თბილისში, ერთი ახდა უკვე, ახლა მეორეს ველოდებით.
anti
21 აგვისტო 2023 11:44
2
Geguchadze gaushvit dinamoshi, sagol zmao. Magari gadoebi xart. Kaifi tua kaifi iyos. Vai tqvens patrons.tkvit ra ar gakvt arc codna arc sashualeba da arc gamocdileba da gagigebt.
Levani
21 აგვისტო 2023 11:41
1
არ შეიძლება ვინმე უცხოელი? რიცხვების გადაადგილებით ჯამი არ იცვლება ბტ-ნ არაჩილ, თან ფაქტი სახეზე გაქვს და ნანახი, ისე შედარებით თუ ვიმსჯელებთ ამ ორ მწვრთნელზე, ჩემი აზრით ჭიაბრიშვილი უკეთესია, სიმართლეს მაინც ამბობს და არ მალავს თუნდაც მისი ბრალეულობა იქნება
აჩი
21 აგვისტო 2023 11:31
6
Es ras gaaketebs geguchadzec uketesad?))) ra begraundiaq amas? Karuseli araa saqartveloshi mcvrtnelebic araaa
Tbilis
21 აგვისტო 2023 11:26
1
რატომ გონია ბათუმის პრეზიდენტ ბერიძეს რომ თბ დინამოდან ზუსტად იგივე მიზეზით წასულ მწვრთნელს აჭარლები სიხარულით დახვდებიან? სულ რო არაფერი დინამოს მწვრთნელი იყო ეგრე გეგუჩაძესაც მეტი კი არაფერი "დაუშავებია" :D
ნოდო
21 აგვისტო 2023 11:22
1
მეწყინა :((( ბათუმისთვის უკეთესი მწვრთნელია საჭირო!
Qartveli888
21 აგვისტო 2023 11:08
2
კარუსელი,ტფუი...
ქობულეთიდან
21 აგვისტო 2023 11:04
1
მოჯადოებული წრე
ჯვარს ეცვი თუ გინდა საშველი, არ არის არ არის არ არის
21 აგვისტო 2023 11:04
2
აი ამას ქვია კარუსელი.
roma bejanidze
21 აგვისტო 2023 11:02
1
სავარაუდოთ დავრწმუნდი რომ ჩვენთან ფეხბურთი არ იცინ. ამან დინამო თვილისი გააფარჩაკა და ეხლა გაფარჩაკებულ დინამოსაც მიაყოლებს
Batumi
21 აგვისტო 2023 10:59
4
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული