წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება

AutoSharing Option
Geo Team-ის ინფორმაციით, დიდია ალბათობა იმისა, რომ ბათუმის "დინამოს" ახალი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი გახდეს.

მოგეხსენებათ, გუშინ ამავე წყარომ გვამცნო, რომ გია გეგუჩაძემ ზღვისპირელთა დამრიგებლის პოსტი დატოვა, თუმცა კლუბს ეს ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია.

ახლა კი ვიგებთ, რომ ბათუმელები ახალ მესაჭედ რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ, ჭიაბრიშვილი მთავარი კანდიდატია, გუნდსა და მწვრთნელს შორის კონტაქტი უკვე შედგა. მხარეები საბოლოო დეტალებს ათანხმებენ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჭიაბრიშვილმა 4 აგვისტოს დატოვა თბილისის "დინამო" და უქმობა 2 კვირაზე ოდნავ მეტი მოუწია.
მკითხველის კომენტარები / 55 /
იგივეა,კობახიძე რომ გაუშვან ბათუმიდან და შემცვლელად მარგველაშვილი მოიყვანონ,ან პირიქით კობახიძე მარგველაშვილის შემცვლელად )))))
დავითი
21 აგვისტო 2023 13:59
0
ვაის გავეყარე და უის შევეყარეო
ტაჰამატა
21 აგვისტო 2023 13:49
1
ალლლოოოო, პედერაციაა? გეიხარე!
თავმჯდომარე მადანე არიენ? კიი, გეიხარე!
ეგი კაი და ინეტნატია თუ ინტერნეტი, ეგ ჯანდაბა რაცხა, გაქვენ? ოოო გეიხარე?
მერე დალოცვილები ქვმოთ, რომ კომენტარები ბრუციანები ხართ არ კითხულობთ?
მაშ რად მაასდით ტრუბკასა
21 აგვისტო 2023 13:41
7
ბათუმელი გულშემატკივარი ბევრად მაღალი კვალიფიკაციის მწვრთნელს იმსახურებს ამიტომაც ითხოვენ უცხოელს
1.2.3.4.5.6.
21 აგვისტო 2023 13:28
0
კარუსელი სახელად ცირკი.
G.LA
21 აგვისტო 2023 13:27
0
ამ ინფორმაციის შემდეგ ბრიტანელ ბუკმეიკერებს ფსონებოს მიღება დაუწყიათ ვინ იქნებოდა ჭიაბერაშვილის პირველი ტრანსფერი,მაგრამ მარგველაშვილზე იმდენი ფსონი შესულა ნახევარ საათში გაუუქმებიათ.
ანდრია
21 აგვისტო 2023 13:05
1
ცირკია რა.დ
გოგი
21 აგვისტო 2023 13:02
1
გული მიგრძნობს რომ გაისად ყველა ქართული გუნდი იგივე შემადგენლობით გავა ევრო ტურნირების შესარჩევზე როგორც წელს, უბრალოდ სხვა გუნდების სახელებით იქნებიან და შედეგიც ზუსტად იგივე გვექნება.
ან ძალიან უცოდინარი ხალხი უდგას სათავეში ქართულ გუნდებს ან ხალხის ნერვებზე თამაში მოწონთ :(
სამწუხაროა
21 აგვისტო 2023 13:01
1
იცით რა მაინტერესებს? ნეტა ამ კომენტარებს დავიჯერო არ კითხულობს ბათუმის დინამოს ხელმძღვანელობა? თუ მართლა ასეა და კითხულობენ, ის მაინც წაიკითხონ რომ 1 კომენტარიც არაა დადებითად დაწერილი, ესეიგი გამოდის რომ გულშემატკივარს არ უნდა ეს მწვრთნელი და თუ გულშემატკივრის ინტერესს ეწინააღმდეგება, მაშ ვისთვის გინდათ ფეხბურთი და საერთოდ ეს კლუბი? დაიმახსოვრეთ რომ ფეხბურთში მთავარი არის გულშემატკივარიიიიიიი და მათ გარეშე გუნდის ფასი არის ნული.
იმედია პირატები და ზოგადად დინამო ბათუმის ფანობა არ დაუშვებს ჭიაბრიშვილის დანიშვნას.
ქობულეთიდან
21 აგვისტო 2023 13:00
2
ვუსამზიმრებ ბათუმის დინამოს. არც პიროვნული და არც სამწვრთნელო თვისებები არ გააჩნია ჭიაბრიანს!
akademia
21 აგვისტო 2023 12:46
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული