სერიები: "დინამო ბათუმმა", "თელავმა" და "სამტრედიამ" მოიგეს

AutoSharing Option
გაიმართა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 27-ე ტურის სამი მატჩი. ლიდერმა "დინამო ბათუმმა" მეორე ტაიმში გატეხა ქუთაისის "ტორპედო" და სამი ქულა მიითვალა. კვლავ მოიგეს თავიანთი თამაშები "თელავმა" და "სამტრედიამ", რომლებსაც მშვენიერი სერია აქვთ...

თელავი 2:1 დილა

"თელავმა" ზედიზედ მესამედ მოიგო და საერთოდ, ბოლო 8 მატჩიდან 6 გამარჯვება აქვს. გიორგი მიქაძის გაწვრთნილებმა ამჯერად გორის "დილას" აჯობეს.

თავიდან "დილა" დაწინაურდა, როცა ონორე გომისმა გიორგი გაფრინდაშვილის ჩაწოდების მერე გაიტანა - 0:1.

ტაიმის ბოლოს მასპინძლებმა ირაკლი რუხაძის გოლით გაათანაბრეს, ხოლო გამარჯვების გოლი მსაჯის მიერ დამატებულ მეხუთე
წუთზე მიითვალეს: კლასიკური კონტრშტევა, ბოლოს თორნიკე მორჩილაძის პასი და გურამ გოშთელიანის გოლი - 2:1.

"თელავი" მეშვიდე ადგილზე რჩება, "დილა" კი მეოთხეზეა.

სამგურალი 0:3 სამტრედია


"სამტრედიამ" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო, თუმცა მერვე ადგილზე რჩება. ჩრდილომაკედონიელი დიმიტარ კაპინკოვსკის გაწვრთნილებმა ზესტაფონში სძლიეს წყალტუბოს "სამგურალს"...

სწრაფი გოლი: სერბმა სტრაჰინია პავიშიჩმა კუთხურის მერე არეულობისას გადაგზავნა ბურთი კარში. პირველი ტაიმის შუაში კი სამტრედიელი დავით უბილავას ჩაწოდებულს ნიკა კალანდარიშვილის ავტოგოლი მოჰყვა - 0:2.

მეორე ნახევარში კი ჩრდილომაკედონიელმა ალეკსანდარ მიშოვმა დაასრულა კარგი კომბინაცია. ბოლო პასი ზვიად ნაჭყებიასი იყო. 0:3.

"სამტრედიაზე" დავწერეთ, "სამგურალი" კი მეხუთე ადგილზეა.

ტორპედო 0:3 დინამო ბთ

"დინამო ბათუმმა" ქუთაისში მოიგო "ტორპედოსთან" და ათქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს, თუმცა მეორე ადგილზე მყოფ "დინამო თბილისს" "საბურთალოსთან" სათამაშო აქვს.

ბათუმელებმა "ტორპედოს" სამივე გოლი მეორე ტაიმში გაუტანეს. 55-ე წუთზე გიორგი ზარიამ საკუთარი ნახევრიდან წაიღო ბურთი და ინდივიდუალური გარღვევა დაასრულა გოლით. რამდენიმე წუთში კი პაატა ღუდუშაურის პასს მოჰყვა ჯოვინო ფლამარიონის ახლოდან ზუსტი დარტყმა - 0:2.

ბრაზილიელ ფლამარიონს მიმდინარე კრისტალეთ ეროვნულ ლიგაში 15 გოლი მოუგროვდა და პირველ ადგილზეა ბომბარდირებში.

მესამე გოლი კი ღუდუშაურმა მიითვალა გრიგოლ ჩაბრაძის გადაცემის შემდეგ - 0:3. ღუდუშაურს 9 გოლი აქვს მიმდინარე სეზონში და ცხრავე სხვადასხვა მატჩში.

ბათუმელებზე დავწერეთ, ტორპედო კი ცხრილში მეექვსე საფეხურზეა. ისე, უნდა აღინიშნოს, რომ "ტორპედო"-"დინამო ბათუმის" ერთ-ერთი გმირი სტუმართა მეკარე როინ კვასხვაძე იყო. მან ყოფილ თანაგუნდელებს რთული ბურთები აუღო.

erovnuliliga.ge

მკითხველის კომენტარები / 20 /
Ჰა ჰა ბევრი არ მოგივიდეთ თქვენც.ჰაეს ტო?
Gomako-Ს
29 სექტემბერი 2023 09:55
0
Ბათუმის გორის დილას გულშემატკივარს-მე ხელფასი საერთოდ არა მაქვს.
რა თქმა უნდა უნდა წასულიყო მაგრამ არა უკრაინულად.კაცურად უნდა წასულიყო-სეზონი უნდა ჩაემთავრებინა და მერე სადაც უნდა წასულიყო.
Და ბოლოს და ბოლოს ნამუსიც კარგი საქონელია,ასე წუწკი მელიებივით როდემდე უნდა იყოთ?არ გინდათ ერთი ბათუმელი გყავდეთ გუნდში ბურთის მომტანი მაინც?დემჩენკო კი არა გინდა ზელენსკიც წაგიყვანიათ-ჩამოვა ერთი ბანძი გუნდი და მაინც გაფარჩაკდებით.მიხედეთ რა ზღვას,არ არი ფეხბურთი თქვენი საქმე.
Ან გაზარდეთ ერთი ფეხბურთელი.ნაკრებითვის თქვენ რო ფეხბურთელს ვერ გაზრდით ვიცით,მაგრამ გუნდში იყოლიეთ იქნებ ვინმე,ვარჯიშზე ბურთი მოგაწოდოთ ხოლმე
Ბათუმს ქათქათას
29 სექტემბერი 2023 09:53
5
ან მაგარი ბოღმა ვინმე ხარ, ანდა საერთოდ ხარ აცდენილი რეალობას. შენ რაც ხელფასი გაქვს დღეს (და საერთოდ გაქვს თუ არა ეგეც საკითხავია) ,სხვა სამსახურში იგივე საქმისთვის რომ ორჯერ მეტი გადაგიხადონ არ წახვალ??? რა გააწყალეთ გული ამ დემჩენკოთი, რა იყო,რატო არ უნდა წასულიყო ვითომ ჰაა? ბაბუამისმა ანდერძით დაუტოვა გორის დილა თუ რაა ვერ გავიგეთ, იქნებ განგვანათლო.
ბათუმს ქათქათას -ავტორს
29 სექტემბერი 2023 09:17
1
ძლივს დავლაგდით,იყო თავისუფალი მიქაძე და გეძინათ,ეხლა ჩააფურთხეთ...
Gomako
29 სექტემბერი 2023 08:03
0
ბათუმის გორის დილა ყოჩაღ!!! Ისე მაგ დემჩენკოს მგონი მიქაძე სჯობია და ხო არ დაელაპარაკებოდით ისე,როგორც თქვენ
გჩვევიათ პოდლურად?Მაგრამ მიქაძესთან არ გაგივათ ქართველია და კაცია!!!
Ბათუმს ქათქათას
29 სექტემბერი 2023 05:44
13
ქეჩამკარ იცი რა არის?
roma
29 სექტემბერი 2023 09:10
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული