გაგრა 2:2 სიონი
(პენალტებში 7:6. პირველი მატჩი 1:1)
დრამატული თამაში გამოვიდა თბილისის დავით პეტრიაშვილზე. საბოლოოდ, "გაგრამ" მოიგო. არადა თითქმის სრული 120 წუთი "გაგრამ" ათი კაცით ჩაატარა...
თამაში ახალი დაწყებული იყო, როცა არბიტრმა გიორგი ყრუაშვილმა მასპინძელთა მცველი ლევან გეგეჭკორი გააძევა. უხეშობისთვის ჯერ ყვითელი ბარათი უჩვენა, მაგრამ VAR-ზე გადაამოწმა და
"სიონი" პირველი ტაიმის ბოლოს დაწინაურდა: გამოცდილმა მცველმა გიორგი რეხვიაშვილმა საჯარიმოში მიიღო ბურთი და ზუსტად დაარტყა - 0:1.
მეორე ტაიმი დაიწყო და მალევე გიორგი ქიმაძემ გაათანაბრა ცაციით. ძირითადი დრო ასეც დასრულდა, 1:1.
დამატებით დროში, 94-ე წუთზე "სიონი" მეორედ დაწინაურდა, კერძოდ, გოჩა ცირდავამ იმოქმედა მშვენივრად, ერთ მცველს გასცდა და მეკარეს ძლიერად დაურტყა - 1:2.
ათ წუთში კი "გაგრამ" მეორედ გაათანაბრა, ამჯერად ბოლნისელთა მცველ ლუკა ნოზაძის ავტოგოლით.
ფრე და პენალტების სერია... რვა-რვა დარტყმა დასჭირდათ გუნდებს და საბოლოოდ, 7:6 "გაგრამ" იმარჯვა.
რუსთავი 1:1 თელავი
(პირველი მატჩი 1:2)
აქაც დამატებითი დრო გახდა საჭირო. მე-12 წუთზე რუსთაველები იუტა ნაკანოს გოლით დაწინაურდნენ. იაპონელი საჯარიმოში კარგად გაერკვა სიტუაციაში და ძლიერი დარტყმით გაუტანა ლევან თანდილაშვილს.
თითქოს ყველაფერი პენალტების სერიისკენ მიდიოდა, მაგრამ 116-ე წუთზე თელავმა გაათანაბრა. შეცვლაზე რამდენიმე წუთით ადრე შესულმა ტატო ჟივიძემ თავურით გაიტანა - 1:1. თელავი კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში დარჩა.
სხვათა შორის, "თელავმა" "რუსთავს" 2019 წელსაც სძლია პლეიოფში. ოღონდ მაშინ პირიქით, "თელავი" გადმოვიდა და "რუსთავი" გავარდა. მაშინ რუსთველთა კარში გიორგი მამარდაშვილი იდგა.
დაკომპლექტდა 10 გუნდი, რომლებიც გაისად კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ითამაშებენ: "იბერია 1999", "ტორპედო", "დილა", "დინამო" (ბთ), "სამგურალი", "კოლხეთი 1913", "დინამო" (თბ), "გაგრა", "თელავი", "გარეჯი".
erovnuliliga.ge