თბილისის "დინამო" შეკრებაზე გაემგზავრა

AutoSharing Option
დინამო თბილისი ზამთრის შეკრებაზე პორტუგალიაში გაემგზავრა. დედაქალაქური გუნდი პირინეის ნახევარკუნძულზე 13 თებერვლამდე დარჩება და ამხანაგურ მატჩებს გამართავს, მეტოქეთა ვინაობას ახლო მომავალში გაცნობებთ. საწვრთნელი პროცესის პირველი ეტაპი კი ფიზიკურ მომზადებას დაეთმობა.

ვლადიმერ კაკაშვილმა პორტუგალიაში 19 ფეხბურთელი იახლა:

მეკარეები: მიხეილ მაქაცარია, პაპუნა ბერუაშვილი

მცველები: ნიკოლოზ უგრეხელიძე, გიორგი გვასალია, ირაკლი იაკობიძე, თენგიზ გობეშია, მუხრან ბაგრატიონი, გელა სადღობელაშვილი, საბა ხარებაშვილი

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ლუკა წულაია, ოთარ აფციაური, ნოდარ ლომინაძე, თორნიკე მორჩილაძე, ცოტნე ბერელიძე

თავდასხმა: დავით გოცირიძე, ვახო სალია, მათე ვაწაძე, ნიკოლოზ ჩიქოვანი

საბა ხვადაგიანი
ტრავმირებულია და გუნდს რამდენიმე დღეში შეუერთდება. შემადგენლობის მხრივ კი სიახლეებიც გვექნება, რასაც პერიოდულად გაცნობებთ.

რაც შეეხება ალექსანდრე კალანდაძეს, ნიკა ნინუას, ვასილიოს გორდეზიანს, ლევან ოსიყმაშვილს, ჯადული იობაშვილს, ბენსონ ანანგს და დომინიკ რაიტერს - ფეხბურთელების მომავალი უახლოეს დღეებში გაირკვევა.

fcdinamo.ge

მკითხველის კომენტარები / 9 /
,,პორტუ,, ,,ბენფიკა,, და ,,სპორტინგი,, დამალულან, ემანდ ამხანაგური არ მოგვთხოვონ და არ შევრცხვეთო. ))))
100%
07:19 17-01-2025
0
იმდენად შევეჩვიეთ დინამოს ფანობა დინამოს უსახურობას რო აღარც გვიკვირს მეორე ლიგის გუნდი გვყავს...კანკავა და ლომინაძეს გარდა არცერთი არვარგა არაფრად სალიაც მიდის 5 თვეში როგორც ყოველთვის 6 თვიანი გუნდია ყოველთვის დინამო თბილისიი ეხლა ვრწმუნდები რი დინამო ფიფომ ფულის სათეთრებლად შეიძინა იმის მიზანი არასდროს ქონია რო წარმატებისთვის მიეხწიაა წუწურაქი მილიარდერი რომან ფიფია... ან კანკავა ლომინქძე ტორპედოს უფრო ჭირდება ვიდრე დინამოს რატომ გადახვედი ჯაბა რატო მოისპე კარიერა დინამოში?!
Karche ra
04:23 16-01-2025
2

სიახლეები პოპულარული