"დილამ" სტუმრად "ტორპედოს" მოუგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა

AutoSharing Option
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მეოთხე ტურის სამი მატჩი გაიმართა. ორი შეხვედრა 1:1 დასრულდა და მესამეც ამ ანგარიშით სრულდებოდა, თუმცა ბოლოს "დილამ" გადამწყვეტი ბურთი გაუტანა "ტორპედოს"...

იბერია 1999 1:1 დინამო ბთ

თბილისის "იბერია 1999"-მა მიმდინარე სეზონში პირველი ქულები დაკარგა. სამი გამარჯვების შემდეგ, ლევან კორღალიძის გაწვრთნილმა გუნდმა 1:1 ითამაშა გიორგი ჭიაბრიშვილის "დინამო ბათუმთან".

39-ე წუთზე ბათუმელები დაწინაურდნენ ნიკა კალანდარიშვილის დაბალ კუთხეში გატანილით. მეორე ნახევარში კი იბერიელთა შეტევისას ჯერ ბაქარ ქარდავამ მოარტყა ბურთი ძელს, მერე კი იური ტაბატაძის მახვილი კუთხიდან დარტყმული ბურთი მცირე რიკოშეტით
შევარდა კარში - 1:1.

თელავი 1:1 დინამო თბ

დაძაბული თამაში გამოდგა. "თელავი" სწრაფი გოლით დაწინაურდა, კერძოდ, ვატო არველაძის ჩაწოდებულ კუთხურს დაჩი ცნობილაძემ მიაყოლა თავური - 1:0.

მე-13 წუთზე კი დინამოელები ათი კაცით დარჩნენ. თორნიკე მორჩილაძემ იუხეშა და არბიტრმა კოტე გიორგაძემ VAR-ზე გადამოწმების მერე გააძევა ახალგაზრდა ფეხბურთელი. მორჩილაძე შარშან "თელავში" თამაშობდა...

მიუხედავად ამისა, "დინამომ" ტაიმის შუაში გაათანაბრა. ვაკო გვილიამ მეკარის ბაქანთან ჩააწოდა და იქ მათე ვაწაძემ მოახერხა ზუსტად დარტყმა - 1:1.

ტორპედო 1:2 დილა

ქუთაისის "ტორპედომ" ზედიზედ მესამე მატჩი წააგო. აი, "დილამ" კი პირველი გამარჯვება მოიპოვა.

მე-15 წუთზე ვნახეთ პირველი გოლი: დილას შემტევმა ირაკლი ბუღრიძემ ცხრიანში დარტყმით გაიტანა, მაგრამ რადგან ადრე "ტორპედოში" თამაშობდა, გოლი არ აღნიშნა.

ორ წუთში კი იგივე გააკეთა ტორპედოელმა პაატა ღუდუშაურმა. ლამაზი დარტყმით გაათანაბრა და არც მან აღნიშნა: ღუდუშაური ხომ დილას ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ...

ყველაფერი ფრისკენ მიდიოდა, მაგრამ 86-ე წუთზე "დილას" სენეგალელმა ლეგიონერმა იბრაჰიმა დრამემ დაბალი დარტყმით, ოდნავ კუთხიდან გაიტანა და 1:2. დრამე მხოლოდ 7 წუთის შესული იყო მინდორზე.

erovnuliliga.ge

მკითხველის კომენტარები / 8 /
სანამ ტორპედო ერქმევა არაფერი ეშველება ამ გუნდს
Ქუთაისელი
12:56 16-03-2025
1
ტორპედო ბევრ ფულს ხარჯავს უაზროდ. რა მოტივაცია უნდა ქონდეს ეხლა სახოს რომელსაცპსჟში და ლივერპულში აქვს ნათამაშები რა მოტივაცია უნდა ქონდეთ კბირკველიას და 30 წელს გადაშორებულ ფეხბურთელებს თან ინტენსივობაც არ აქვთ მოტოვაციაც არ აქვთ და იმხელა ხელფასები კი ექნებათ . მაგას ჯობს 20-22 წლის ამბივიური ფეხბურთელები იყოლიონ რა თქმა უნდა ქართველები უმაქნისი ლეგიონერები ყავს ერთი იონსენი მომწონს მარტო დანარჩენი გასაშვებია ყველა
ტოტტი
09:23 16-03-2025
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული