
იბერია 1999 1:1 დინამო ბთ
თბილისის "იბერია 1999"-მა მიმდინარე სეზონში პირველი ქულები დაკარგა. სამი გამარჯვების შემდეგ, ლევან კორღალიძის გაწვრთნილმა გუნდმა 1:1 ითამაშა გიორგი ჭიაბრიშვილის "დინამო ბათუმთან".
39-ე წუთზე ბათუმელები დაწინაურდნენ ნიკა კალანდარიშვილის დაბალ კუთხეში გატანილით. მეორე ნახევარში კი იბერიელთა შეტევისას ჯერ ბაქარ ქარდავამ მოარტყა ბურთი ძელს, მერე კი იური ტაბატაძის მახვილი კუთხიდან დარტყმული ბურთი მცირე რიკოშეტით
თელავი 1:1 დინამო თბ
დაძაბული თამაში გამოდგა. "თელავი" სწრაფი გოლით დაწინაურდა, კერძოდ, ვატო არველაძის ჩაწოდებულ კუთხურს დაჩი ცნობილაძემ მიაყოლა თავური - 1:0.
მე-13 წუთზე კი დინამოელები ათი კაცით დარჩნენ. თორნიკე მორჩილაძემ იუხეშა და არბიტრმა კოტე გიორგაძემ VAR-ზე გადამოწმების მერე გააძევა ახალგაზრდა ფეხბურთელი. მორჩილაძე შარშან "თელავში" თამაშობდა...
მიუხედავად ამისა, "დინამომ" ტაიმის შუაში გაათანაბრა. ვაკო გვილიამ მეკარის ბაქანთან ჩააწოდა და იქ მათე ვაწაძემ მოახერხა ზუსტად დარტყმა - 1:1.
ტორპედო 1:2 დილა
ქუთაისის "ტორპედომ" ზედიზედ მესამე მატჩი წააგო. აი, "დილამ" კი პირველი გამარჯვება მოიპოვა.
მე-15 წუთზე ვნახეთ პირველი გოლი: დილას შემტევმა ირაკლი ბუღრიძემ ცხრიანში დარტყმით გაიტანა, მაგრამ რადგან ადრე "ტორპედოში" თამაშობდა, გოლი არ აღნიშნა.
ორ წუთში კი იგივე გააკეთა ტორპედოელმა პაატა ღუდუშაურმა. ლამაზი დარტყმით გაათანაბრა და არც მან აღნიშნა: ღუდუშაური ხომ დილას ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ...
ყველაფერი ფრისკენ მიდიოდა, მაგრამ 86-ე წუთზე "დილას" სენეგალელმა ლეგიონერმა იბრაჰიმა დრამემ დაბალი დარტყმით, ოდნავ კუთხიდან გაიტანა და 1:2. დრამე მხოლოდ 7 წუთის შესული იყო მინდორზე.
erovnuliliga.ge