ირლანდიელთა მთავარი საფიქრალი - ითამაშებს თუ არა თბილისში ჯონ უოლტერსი

AutoSharing Option
ირლანდიის ნაკრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წევრი, "ბარნლის" ფორვარდი ჯონათან უოლტერსი ვერ ვარჯიშობს და მისი თამაში საქართველოსთან მატჩში სარისკოა, თუმცა ირლანდიის ნაკრების მწვრთნელები დარწმუნებულნი არიან, რომ უოლტერსი თბილისში ითამაშებს.

"ბარნლის" ფორვარდმა კოჭი ინგლისის ლიგის თასის მატჩში დაიზიანა და ნაკრებში ისე გამოცხადდა. მას ჯერ არ უვარჯიშია გუნდთან ერთად.

"მოხარულნი ვართ, რომ უოლტერსი ჩვენთან ერთად არის. ვიცი, რომ ხანდახან კოჭის ტრავმები საშინლად გამოიყურება, მაგრამ ხშირად კოჭი მალე ცხრება. ჯონი გამოცდილი ბიჭია, მისთვის 2-3 დღის ვარჯიშების იძულებითი გაცდენა არ არის სამყაროს დასასრული", - განაცხადა როი კინმა, ირლანდიის ნაკრების მწვრთნელ-ასისტენტმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ირლანდიას 2 სექტემბერს მასპინძლობს მუნდიალის საკვალიფიკაციო მატჩში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული