შეგახსენებთ, რომ ირლანდიელთა კარში ერთადერთი გატანილი გოლის ავტორი სწორედ ვაკო ყაზაიშვილია.
"მიუხედავად სწრაფი გაშვებული გოლისა, ვფიქრობ, შევძელით, ძალები მოვიკრიბეთ და ორივე ტაიმი კარგად ჩავატარეთ. ბურთსაც, მეტწილად, ჩვენ ვაკონტროლებდით. ჩემი აზრით, დღეს მოგებას ვიმსახურებდით...
ეროვნული ნაკრების მაისურით გატანილი ყველა გოლი ძალიან მახარებს. მიხარია, რომ სერბეთთან გაცუდებული მომენტის შემდეგ ორივე ოფიციალურ შეხვედრაში მოვახერხე გატანა.
დასაკარგი აღარაფერი გვაქვს, ამიტომ ავსტრიასთან ლამაზი ფეხბურთის თამაშსა და სასურველი შედეგის დაფიქსირებას უნდა