"შედეგით მთლად კმაყოფილები ვერ ვართ - მოგება გვინდოდა და დღეს მას თუ ვინმე იმსახურებდა, ეს ჩვენ ვიყავით. ირლანდიის ნაკრებს ყველა კომპონენტში ვაჯობეთ, მაგრამ ბოლო 15 წუთში თავი ჩვენმა ყველაზე დიდმა პრობლემამ, ფიზიკურმა მომზადებამ იჩინა. სეზონის სტარტია და ყველა ფეხბურთელი სათანადო ფორმაში არ იმყოფება. რამდენიმე ფეხბურთელი ტრავმის მერე მოედანზე ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. მათ რიგებში მეც შევდივარ.
გოლი, რომელიც ირლანდიელებმა გაიტანეს, წესების დარღვევით იყო გატანილი, თუმცა
შემდეგი მატჩი ავსტრიაში, ვენაში გვაქვს. იქაური გარემო ჩემთვის ნაცნობია და გამიადვილდება თამაში. გავაანალიზებთ ირლანდიასთან დაშვებულ შეცდომებს და ავსტრიასთან მატჩისთვის უკეთესად მოვემზადებით", - თქვ ქვილითაიამ.