ვაკო გვილია: უელსს 2000 ფანი ჩამოჰყვა, ქომაგს მხარდაჭერისკენ მოვუწოდებ

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვლადიმირ ვაისის პრესკონფერენციას ნაკრებისა და ბორისოვის ბატე-ს ნახევარმცველი ვაკო გვილიაც ესწრებოდა, რომელმაც უელსთან ხვალინდელ მატჩთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

- ვლადიმირ ვაისი: ხვალინდელ მატჩში გამარჯვებას შევეცდებით

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩს უელსის ნაკრებთან 6 ოქტომბერს, "დინამო არენაზე" გამართავს.

"ხვალინდელი მატჩი ძალიან რთული იქნება, ვეთამაშებით ევროპის საუკეთესო გუნდს. მიუხედავად იმისა, რომ არ იქნება გარეთ ბეილი, უელსის ნაკრებში თამაშობს აარონ რემზი და სხვა ვარსკვლავები.

ძალიან სამწუხარო ამბავია ოქრიაშვილის ტრავმა, ყველა გვერდში ვუდგევართ მას და
მჯერა, უფრო ძლიერი დაბრუნდება, ვიდრე იყო.

ნაკრებში ძალიან კარგი ატმოსფეროა და დროა, ქართველ გულშემატკივარს სიხარული დავუბრუნოთ. წესით, ჯგუფიდან გასვლისთვის უნდა გვებრძოლა, მაგრამ უიღბლობამ შეგვიშალა ხელი. ფაქტია, რომ ჩვენ ძალიან კარგ თამაშს ვაჩვენებთ და გამარჯვებას ვიმსახურებთ.

ჩემს სათამაშო ფორმას რაც შეეხება, კლუბში არ ვთამაშობ, მაგრამ ინდივიდუალურად ვვარჯიშობ. ჩემთვის სასიხარულოა, რომ ვლადიმერ ვაისი მენდობა და ვეცდები, გავამართლო მისი იმედები.

ხვალ მატჩს უელსის 2000 ფანი დაესწრება. მინდა მოვუწოდო ქართველ გულშემატკივარს, რომ მოვიდეს და მხარი დაგვიჭიროს", - თქვა გვილიამ.
მკითხველის კომენტარები / 10 /
წინ საქართველოს ნაკრები..გამარჯვება ჩვენი იქნება..





n.n.
06 ოქტომბერი 2017 19:51
0
დგეს გავიმარჯვებტ.აი ნახეტ...
n.n.
06 ოქტომბერი 2017 19:38
0
ბატეჰი გადავიდა კანკავაც
n.n.
06 ოქტომბერი 2017 19:32
0
უნდა მოუგოტ ასეა საჰი
n,n,
06 ოქტომბერი 2017 19:31
0
ოქრიაშვილი ტრამვირებულია კი არა არ მოუგოთ უელსს, ის კაცი 3 ქულისთვის ჩამოდის და წაიღებს კიდევაც თქვენი შემხედვარე, აპა ტყუილად გაჩუქათ ქულა კარდიფში? ასეა ეს
დინამო
06 ოქტომბერი 2017 12:29
1
როგორც დავით ყიფიანი იმსახურებდა, სხვა ქვეყნის საუკეთესო ნაკრებ გუნდში თამაშს და არავითარ შემთხვევაში ცალხაზოვანთა აზროვნების, საბჭოთა კავშირის ნაკრებ გუნდში თამაშს(ამ ნაკრებისთვის გავრილოვი სჯობდა), ასევე "კააჭიც" იმსახურებს დასავლეთ ევროპის საუკეთესო გუნდებში თამაშს და არავითარ შემთხვევაში "ბატეში". "კაჭის" საფეხბურთო ინტელექტი გაცილებით მაღალია, ვიდრე "ბატე" თამაშობს და "ბატე" ვერ გაუქაჩავს "კააჭის".
ჩვენი ნაკრების ბოლო თამაშები(განსაკუთრებით სულ ბოლო) იყო "კაჭისთვის" შესაფერი თამაში და ამიტომაც უფრო გამოჩნდა მისი ნიჭი.
რატომღაც ბურთის "თრევა" გვგონია ქართული ფეხბურთი, მაგრამ ქართული ფეხბურთის ლამაზი თამაში "ერთ შეხებაშიც" შეგვიძლია. აქ უფრო სჩანს ქართველების უდიდესი ნიჭი, სხარტი, გონება მახვილი და ცოტაც "ეშმაკური" აზროვნება.
Gia L.
06 ოქტომბერი 2017 11:53
1
გამიკვირდა, როცა გავიგე, რომ ვაკო მის გუნდში ძირითად შემადგენლობაში იშვიათადააო.
zurab
05 ოქტომბერი 2017 22:32
0
ძირითად შემადგენლობაში იშვიათად კი არა "ინდივიდუალურად ვვარჯოშობო"... კანკავა უგუნდო, გვილია გუნდთან ერთადაც არ ვარჯოშობს,კვეკვესკირი ყაზახეთში სკამს ვერ ააძვრეს, მეკარეები უთამაშებლები და ამ ფეხბურთელებით მოვუგებთ უელსის ნაკრებს რომლის ფეხბურთელებიც კვირაში სამ მატჩს თამაშობენ უმაღლეს დონეზე?!
Gio
06 ოქტომბერი 2017 11:45
1
1. ირბინეთ ბოლომდე და ითამაშეთ მეტოქის ნახევარზევე აქტიური პრესინგი 2. ამოძრავეთ ბურთი, უკან პასებიც და არა მეკარისკენ! 3. დაარტყით შორიდანაც! 4. არ გაუშვათ "ბურთი გასახდელში"/ტაიმის მიწურულს და გაშვებული ბურთის მერე ყურებს ნუ ჩამოყრით! 5. და ბოლოს - ცხოველი ინტერესი გვაქ გულშემატკივრებს გავიგოთ თუ რა არის ეს უსაშველო მოგება! გესმით? მოგება გვინდა, თამაშინ მოგება! | წარმატებებს გისურვებთ, მაგრამ მარტო ჩვენი კეთილი სურვილების იმედად ნუ დარჩებით მთლად, პაწა თქვენც შეაშველეთ ხელი/ფეხი..
Shotik
05 ოქტომბერი 2017 20:50
0
"პაწა თქვენც შეაშველეთ ხელი/ფეხი" ფეხბურთში ხელით თამაში აკრძალულია ალბათ სწორი იქნება თავ/ფეხი. საქართველოს ნაკრები უელსთან გატეხავს ნავს და მოიგებს 3-0 აი სერბეთთან გავნადგურდებით 4-0 მემგონი!!
შოთიკოს
06 ოქტომბერი 2017 12:50
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული