ვაკო გვილია: უელსს 2000 ფანი ჩამოჰყვა, ქომაგს მხარდაჭერისკენ მოვუწოდებ

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვლადიმირ ვაისის პრესკონფერენციას ნაკრებისა და ბორისოვის ბატე-ს ნახევარმცველი ვაკო გვილიაც ესწრებოდა, რომელმაც უელსთან ხვალინდელ მატჩთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

- ვლადიმირ ვაისი: ხვალინდელ მატჩში გამარჯვებას შევეცდებით

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩს უელსის ნაკრებთან 6 ოქტომბერს, "დინამო არენაზე" გამართავს.

"ხვალინდელი მატჩი ძალიან რთული იქნება, ვეთამაშებით ევროპის საუკეთესო გუნდს. მიუხედავად იმისა, რომ არ იქნება გარეთ ბეილი, უელსის ნაკრებში თამაშობს აარონ რემზი და სხვა ვარსკვლავები.

ძალიან სამწუხარო ამბავია ოქრიაშვილის ტრავმა, ყველა გვერდში ვუდგევართ მას და
მჯერა, უფრო ძლიერი დაბრუნდება, ვიდრე იყო.

ნაკრებში ძალიან კარგი ატმოსფეროა და დროა, ქართველ გულშემატკივარს სიხარული დავუბრუნოთ. წესით, ჯგუფიდან გასვლისთვის უნდა გვებრძოლა, მაგრამ უიღბლობამ შეგვიშალა ხელი. ფაქტია, რომ ჩვენ ძალიან კარგ თამაშს ვაჩვენებთ და გამარჯვებას ვიმსახურებთ.

ჩემს სათამაშო ფორმას რაც შეეხება, კლუბში არ ვთამაშობ, მაგრამ ინდივიდუალურად ვვარჯიშობ. ჩემთვის სასიხარულოა, რომ ვლადიმერ ვაისი მენდობა და ვეცდები, გავამართლო მისი იმედები.

ხვალ მატჩს უელსის 2000 ფანი დაესწრება. მინდა მოვუწოდო ქართველ გულშემატკივარს, რომ მოვიდეს და მხარი დაგვიჭიროს", - თქვა გვილიამ.
მკითხველის კომენტარები / 10 /
წინ საქართველოს ნაკრები..გამარჯვება ჩვენი იქნება..





n.n.
19:51 06-10-2017
0
დგეს გავიმარჯვებტ.აი ნახეტ...
n.n.
19:38 06-10-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული