შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთს 2:0 სძლია, შემდეგ კი "დინამო არენაზე" ლატვიას 1:0 აჯობა.
- ნიკა, ყაზახეთთან მატჩში საქართველოს ნაკრებში მატჩი სრულად ჩაატარეთ. რა კომენტარს გააკეთებდით ამ მატჩის შესახებ?
- თამაში ისეთი გამოვიდა, როგორსაც ყველა ელოდა - რთული, შეუპოვარი ბრძოლით და როგორც იტყვიან, 6 ქულისთვის, რადგან ჯგუფის ორი ფავორიტი თამაშობდა. ჩემთვის და ჯაბასთვის მატჩს განსაკუთრებული
- რის ხარჯზე მოახერხა საქართველომ გამარჯვების მოპოვება?
- ჩემი აზრით, ამაში დიდი დამსახურება მწვრთნელს ეკუთვნის, რადგან ვაისი კარგად იცნობს ყაზახურ ფეხბურთს და ფეხბურთელებს. მან დეტალურად გაარჩია ყაზახეთის ნაკრების ძლიერი და სუსტი მხარეები. ამიტომ ამ გამარჯვებაში დიდი წვლილი სამწვრთნელო შტაბს მიუძღვის.
რა თქმა უნდა, ფეხბურთელებმაც შეასრულეს თავიანთი დავალებები. ჩვენი გუნდი ცოტა სხვანაირად მოქმედებდა ამ შეხვედრაში, რადგან ზოგადად, პირველ ნომრად ვთამაშობთ და ვცდილობთ, ვაკონტროლოთ, მომენტები შევქმნათ, მიუხედავად მეტოქის დონისა. აქ კი ისეთი მატჩი იყო, რომ თამაში რამდენიმე მონაკვეთზე დავყავით და ვიცოდით, რა მომენტში უნდა მიგვეცა ბურთი მეტოქისთვის და მეორე ნომრად გვეთამაშა. ვიცოდით, როგორ გაგვერღვია მეტოქის დაცვა კონტრშეტევებით, რადგან როცა ყაზახეთის ნაკრები მეორე ნომრად თამაშობს, ის ორგანიზებულად იცავს თავს, რომლის გარღვევა რთულია. ჩვენი შემტევი ფეხბურთელების ინდივიდუალურმა ოსტატობამ მატჩის ბედი გადაწყვიტა.
- ეთანხმებით, რომ ყაზახეთი ამ მატჩში მარცხს არ იმსახურებდა?
- სიმართლე რომ გითხრათ, საწყენია, რომ ერთ-ერთმა გუნდმა წააგო, რადგან ორივე ღირსეული მეტოქე ხვდებოდა ერთმანეთს. თანაბარი თამაში იყო და როგორც იტყვიან, პირველ გოლამდე. ჩვენ გაგვიმართლა და პირველი გოლი ჩვენ გავიტანეთ, მაგრამ 0:0-ზე იმედი გვქონდა, რომ ჩვენი კონტრშეტევები შედეგს გამოიღებდა, რადგან საქართველოს ნაკრების შემტევ ფეხბურთელებს დიდი პოტენციალი აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ხაზში ახალგაზრდა ბიჭები არიან, მათ აქვთ შესაბამისი დონე, რომ საერთაშორისო ასპარეზზე თავი გამოიჩინონ. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი სამწვრთნელო შტაბის სტრატეგიამ თავისი როლი ითამაშა და ღმერთის წყალობით, ჩვენ მოვიგეთ. რა თქმა უნდა, საწყენია ჩვენი მეგობრების გამო, რადგან არ მინდოდა, მათი პირდაპირი კონკურენტები ვყოფილიყავით.
- რამდენად რთული იყო თქვენთვის ლატვიასთან დაპირისპირება?
- ლატვიასთან სულ სხვა ტიპის მატჩი იყო. ჩვენი ნაკრები გამოკვეთილ პირველ ნომრად თამაშობდა მთელი 90 წუთის განმავლობაში. ბურთს ვაკონტროლებდით და მეტოქის დაცვა უნდა გაგვერღვია, რომელიც ძალიან ორგანიზებულად იცავდა თავს. ლატვიისთვის კომფორტული იყო მეორე ნომრად თამაში და როგორც ახლა იტყვიან, კარში "ავტობუსი" ჩააყენა. ძალიან რთული იყო, რადგან დიდი პასუხისმგებლობა გქვონდა. ბიჭებზე ზეწოლას ახდენს ის ფაქტი, რომ ქვეყანაში ჩვენგან ერთა ლიგაში მხოლოდ გამარჯვებას ითხოვენ და ამან გარკვეულწილად გავლენა მოახდინა გამოყენებელ მომენტებში. კიდევ კარგი, ბოლოსკენ მაინც შევძელით მეტოქის დაცვის გარღვევა.
- ორი მატჩის შემდეგ საქართველო ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია. შეიძლება ითქვას, რომ საქართველომ წონიანი განაცხადი გააკეთა ჯგუფში ლიდერის წოდებისთვის?
- რა თქმა უნდა, ჩვენ ფავორიტები ვართ და პირველ ადგილზე ვიმყოფებით, თუმცა წინ კიდევ არის ბრძოლები. ისეთი ჯგუფი გვაქვს, რომ ნებისმიერ გუნდს შეუძლია ქულების ართმევა. ეს დაამტკიცა ანდორამ ლატვიასთან და ყაზახეთთან მატჩებში და ასევე ლატვიამ, რომლის დამარცხება რთული იყო.
მთელი ბრძოლა წინაა, მაგრამ ჩემი გუნდის მჯერა, რადგან ერთი მიზნით ვცხოვრობთ - მოვხვდეთ ევროპის ჩემპიონატზე. ქართველ ხალხთან ერთად ყველაფერს ვიზამთ, რომ ეს ოცნება ავიხდინოთ.
კახა ცხადაძე ყაზახეთი-საქართველოს მატჩზე: მოდით, სიმართლე ვთქვათ...
10-ბალიანი სისტემა - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების შეფასება ლატვიასთან მატჩში
გიორგი დევდარიანი საქართველოს ნაკრებზე: უჩვეულო სიხარულის განცდა მაქვს
2 მატჩში 6 ქულა ავიღეთ? ავიღეთ - აბა, რით ვართ უკმაყოფილოები?