ანდორელთა თავკაცი: საქართველოსთან მოგებაზე ვიქნებით ორიენტირებული

AutoSharing Option
ანდორის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კოლდო ალვარესმა საქართველოს ნაკრებთან ერთა ლიგის მესამე ტურის მატჩამდე პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

" ვლადიმირ ვაისი ცნობილი ფეხბურთელი და მწვრთნელია და საინტერესო ტაქტიკებს იყენებს.

საქართველო ჯგუფში ერთ-ერთი გამორჩეული გუნდია და შეუძლია ეს მატჩი მოიგოს. თუმცა, ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ეს არ მოხდეს.

საქართველოს ნაკრები კარგად დაკომპლექტებულია და თამაშობენ ძლიერი მოთამაშეები. მათ ჰყავთ გამორჩეული ფეხბურთელები, რომლებიც შეტევაში კარგად ერთვებიან: ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი, პაპუნაშვილი და ა.შ.

შევეცდებით ჩვენმა ნაკრების დაცვამ კარგად ითამაშოს და არ დავუშვათ შეცდომები, აგრეთვე გვსურს კარგი ბურთის ფლობა
გვქონდეს.

საქართველოსთან ორიენტირებული ვიქნებით მოგებაზე და იმედია, ჩვენი გუნდი საუკეთესოდ წარმოაჩენს თავს. "

შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს "დინამო არენაზე" საქართველოსა და ანდორას ნაკრებებს შორის მატჩი 20:00 საათზე დაიწყება, ხოლო მის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი განახორციელებს.

altვლადიმირ ვაისი: ანდორა საქართველოში სასეირნოდ არ ჩამოსულა, ამიტომ...

altოთარ კიტეიშვილი: საქმე ბოლომდე არის მისაყვანი



მკითხველის კომენტარები / 12 /
თან ბურთის კარგი ფლობა უნდა, თან დაცვაში უშეცდომო თამაში და ამ ყველაფერთან ერთად მოგებაც. მგონი ამას თავი ანდორის კი არა ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი ჰგონია. მოკლედ რომ ვთქვათ რამდენიმე კილომეტრით არის აცდენილი რეალობას სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით :)
უნივერსალი
13 ოქტომბერი 2018 13:24
0
რას ეღირსა ეს უდღეური ვაისი მე-3 თამაშის მოგებას აპირებს
lasha
13 ოქტომბერი 2018 12:45
5
უსაფუძვლო ლანძღვის მეტი შეგიძლია რამე,რას ერჩი ნეტა? ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა გულსა
vax-vax
13 ოქტომბერი 2018 17:56
1
სხვა (ადრინდელი) მწვრთნელები რას ეღირსნენ? რამე საგმირო მოგება, ხომ არ გვაქვს ბოლო წლებში?
გიორგი
13 ოქტომბერი 2018 16:00
1
რა გულზეა ეს თავგასიებული.


მამუკა
13 ოქტომბერი 2018 07:13
0
და მიხედავად ყველაფრისა - მაინც გასაძუყნია დღეს!
გიორგი
13 ოქტომბერი 2018 02:22
0
აბა რომელი ნორმალური იტყვის ამხელა გზა წაგებისთვის ჩამოვედიო?ამისათვის უნდა ავუხსნათ და ვაჩვენოთ სად-მათ და სად-ჩვენ.ეჭვიც არ მეპარება რომ დამაჯერებლად მოვუგებთ.
გულშემატკივარი
12 ოქტომბერი 2018 22:32
0
თქვე კაი ხალხო ხომ არ იტყვის ჩამოვედი საქართველოში და ჩავიჯვიო!!
მაგარი ვინმეა
12 ოქტომბერი 2018 22:21
1
უხა-ხა ხა ხა
zaza
13 ოქტომბერი 2018 02:21
0
ეს კაცი უნამუსოა.
ვასო
12 ოქტომბერი 2018 20:37
12
საცოდავი ჩვენი ნაკრები, ყველა ჩვენთან მოგებაზეა ორიენტირებული ანდორაც კი
auuuuuuu
12 ოქტომბერი 2018 19:37
27
აბა ანდორას ტრენერი რას იტყოდა, წაგებაზე ვართ ორიენტირებულიო?
aburjga
12 ოქტომბერი 2018 21:07
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული