" როგორც ველოდით, კარგი თამაში გამოვიდა. ძნელია კარგად ორგანიზებული, მთელი გუნდით კარში ჩამდგარი გუნდის წინაღმდეგ თამაში, მაგრამ მაინც გავიმარჯვეთ და დღეიდან უკვე ვიწყებთ მზადებას შემდეგი მატჩისთვის, ჩვენ სამ დღეში ლატვიაში გვაქვს მნიშვნელოვანი დაპირისპირება.
ოქრიაშვილმა გუშინდელ ბოლო ვარჯიშზე მიიღო ტრავმა, ბოლო მომაცემებით ის ორი კვირა ვერ ითამაშებს. სამწუხაროა ეს ფაქტი, ოქრიაშვილი ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და მას შეუძლია გადამწყვეტი როლი ითამაშოს რიგ მომენტებში.
მხოლოდ ორი დღეა შემდეგ შეხვედრამდე მოსამზადებლად, თავისთავად იქნება ცვლილებები, ეს გამოწვეულია ზოგიერთი ფეხბურთელის დაღლილობისგან და შემდეგი მატჩის მნიშვნელობიდან გამომდინარე.
ვაკო ყაზაიშვილს თამაშამდე ვუთხარი, რომ ორი გოლი უნდა გაეტანა და მან ესე გააკეთა. ის ფეხბურთელია, რომელსაც ძალუძს მატჩის ბედის გადაწყვეტა. რაც შეეხება ჯაბა კანკავას, მას გული საქართველოსთვის უცემს და ის ძალიან კარგი კაპიტანია.
ნიკა კაჭარავასგან დღევანდელ შეხვედრაში მეტს ველოდი, ის ცდილობდა კონკრეტულ ეპიზოდებში მეტი გაეკეთებინა, თუმცა ეს საკმარისი არ გამოდგა გოლის გასატანად. მე შეიძლება შემდეგ შეხვედრაში კიდევ ერთი ფორვარდი გამოვიძახო, ეს შეიძლება იყოს ბუდუ ზივზივაძე ან ვლადიმერ დვალიშვილი. თუმცა, ასევე შესაძლოა სხვა ფეხბურთელი იყოს, საბოლოო გადაწყვეტილებას მაშინ მივიღებ, როცა კონკრეტული ფეხბურთელების სათამაშო კონდიციებზე ინფორმაცია მექნება.
ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის, რომელი ფეხბურთელი გაიტანს გოლს, მთავარია მეტოქის კარი ავიღოთ. მინდა აღვნიშნო, რომ კმაყოფილი ვარ გიორგი ლორიას კარგი თამაშით. "
ანდორელთა თავკაცი: საქართველო იმსახურებს ერთა ლიგის მოგებას
თორნიკე ოქრიაშვილმა ტრავმა მიიღო და საქართველოს ნაკრებს ვერ დეხმარება
საქართველოს ნაკრებმა ანდორა გაანადგურა და ერთა ლიგაზე მესამე გამარჯვება იზეიმა
ვისაც არ გინდათ დვალიშვილი ნაკრებში იხილოთ, ყველანი ხვალ პარლამენტის წინ ვიკრიბებით 11 საათზე და ვითხოვთ საკანონდებკლო ცვლილებას (საკონსტიტუციო შესწორებას), რომ აიკრძალოს მისი ნაკრებში გამოძახება.