გთავაზობთ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთა 10-ბალიან შეფასებებს.
გიორგი ლორია 6.5 - ვაისმა კვლავ თავის ფავორიტ მეკარეს ანდო კარები და ამჯერად განაწყენებული არ დარჩენილა. ლორიას ყაზახეთთან მატჩშიც ჰქონდა შეცდომები, თუმცა მთავარ საკვანძო მომენტში, როდესაც მურთაზაევი ერთი-ერთზე დარჩა და კარში დაარტყა, ლორიამ ის ბურთი ფეხით აუღო და გუნდი გოლს გადაარჩინა.
ოთარ კაკაბაძე 5.5 - ოთარს ისეთი
საბა კვირკველია 7.0 - საბას დაბრუნება დაცვას დაეტყო. ის ახერხებდა, მის სათამაშო არეალში მეტოქე გაენეიტრალებინა და სხვისი შეცდომებიც გამოესწორებინა. ამავდროულად, აქტიური იყო პასების გაცემისას და სიზუსტეც არ დაეწუნებოდა.
გურამ კაშია 6.0 - გუნდისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია, როცა კაშია მოედანზეა. თუმცა არც გურამს გამოუვიდა განსაკუთრებული თამაში, რადგან დაცვაში რამდენჯერმე შეცდომა ჰქონდა, ერთხელ კი ბურთი ფეხებს შუაც კი გაუძვრინეს. შეტევაში ერთვებოდა სტანდარტულების დროს, ორჯერ მიიღო თავზე ბურთი, მათგან ერთი რეალური საგოლე მომენტი იყო, თუმცა კარს ააშორა.
ლაშა დვალი 6.0 - "პოგონის" მცველი თითქმის იდეალური იყო დაცვაში, თუმცა იმის იქით შეტევების დაწყება უჭირდა და ჩაკვეტაძეს პასებით ვერ ამარაგებდა. ეს არის ალბათ იმის გამომწვევი მიზეზიც, რომ შეტევები პირველ ტაიმში ძირითადად მარჯვენა ფლანგიდან იწყებოდა.
ჯაბა კანკავა 7.0 - როდესაც კაპიტანია მოედანზე, შეტევების უმრავლესობა ხშირად დაცვამდეც ვერ აღწევს. ჯაბა საკმაოდ ნაყოფიერი იყო, თამაშობდა ხისტად, თუმცა ჯარიმების გარეშე. ზოგადად, ის და ნიკა კვეკვესკირი კარგ წყვილს ქმნიან, ისინი ერთმანეთს აბალანსებენ. ნიკა შეტევებს უკეთესად იწყებს და ჯაბა გამორჩეულია შეტევების ჩაშლაში.
ნიკა კვეკვესკირი 7.0 - ნიკამ წინა შეხვედრასთან შედარებით, უკეთესი მატჩი ჩაატარა. ვწერდით კიდეც, რომ ჯაბა კანკავას დაბრუნების შემდეგ სულ სხვა ფეხბურთს ითამაშებდა. ასეც მოხდა, ის საკმაოდ დიდ როლს თამაშობდა, ბურთის განაწილებასა და შეტევების წამოწყებაში.
გიორგი ჩაკვეტაძე 9.0 - ჩვენ წინ ტალანტის ზრდას ვუცქერთ, რომელსაც თითოეული თამაშის შემდეგ ახალი მსურველი კლუბი უჩნდება. გიორგი თავგზას უბნევდა მეტოქეებს, ყაზახმა მცველებმა უბრალოდ არ იცოდნენ, თუ რა უნდა ექნათ. გოლი და საგოლე გადაცემა, ორივე შემთხვევაში კი მისი ნიჭის გამოვლინება იყო. ის ახლა იზრდება, 2020 წელს კი ბელორუსის წინააღმდეგ ის უკვე ვარსკვლავი იქნება.
ვაკო გვილია 5.5 - გვილიას საფეხბურთო კარიერაში კრიზისია. მას გარკვეული პრობლემები აქვს და ვიმედოვნებთ, რომ მალე დაუბრუნდება ჩვეულ ფორმას. ის როლი, რაც მას ჰქონდა, გამოუყენებელი დარჩა და მისი როლი თითოეულ შეტევაში მინიმალური იყო.
გიორგი მერებაშვილი 7.5 - "პლოცკის" ნახევარმცველს პირველი ტაიმი საკმაოდ სუსტი გამოუვიდა, ხშირ შემთხვევაში უფანტაზიოდ მოქმედებდა. ზოგადად, მთლიან შეხვედრაში მის ანგარიშზე 18 პასია, რაც გიორგი ლორიას გაცემულ პასებზე მხოლოდ ოთხით მეტია. თუმცა მერებაშვილი კაკაბაძეს ეხმარებოდა დაცვაში, ამავდროულად, გიორგი ჩაკვეტაძის პასი გამოიყენა და მშვენიერი გოლი გაიტანა, შეხვედრის მიწურულს კი მისი როლი გაიზარდა და ყაზახებს დროს ართმევდა შეტევების წამოწყების.
ვაკო ყაზაიშვილი 6.5 - ამერიკაში სეზონი დასრულდა და ასე თუ ისე ვაკოს ფორმაში არყოფნა გასაგებია. თუმცა ის ფაქტი, რომ უკეთეს პოზიციაზე მყოფ თანაგუნდელს პასს არ აძლევს და თვითონ გაუგებრად კარგავს ბურთს, ცუდია, მას მეტი გუნდურობა მოეთხოვება. აშკარად მასსა და ვაისს შორის გასახდელში შედგა საუბარი, რადგან მეორე ტაიმში დაიწყო პასების გაკეთება. ეგ კი არა და, მეორე ტაიმში, აი, მართლა რომ უნდა დაერტყა და გოლის იდეალური შანსი ჰქონდა, კაჭარავა-ჩაკვეტაძისკენ გააკეთა პასი და რეალური საგოლე მომენტი დაიკარგა. თუმცა მეორე მომენტში ჩაკვეტაძეს გაუკეთა პასი, რაც გიორგიმ საბოლოოდ გამარჯვების გოლად აქცია.
შეცვლები
ნიკა კაჭარავა - კაჭარავა ძალიან ცუდი იყო ერთა ლიგის ყველა მატჩში, თუმცა ყაზახეთთან შეხვედრაში შემოსულმა ერთი ისეთი გადაცემა გააკეთა ყაზაიშვილის მიმართულებით, რომ ყურებადაც ღირდა და საბოლოოდ გოლადაც აისახა ტაბლოზე.
დავით ხოჭოლავასა და გიორგი აბურჯანიას საკმაოდ მცირე სათამაშო დრო მიეცათ, ისინი უბრალოდ ვერც ვერაფერს ვერ მოასწრებდნენ.
ვლადიმირ ვაისი 7.0 - სლოვაკმა სპეციალისტმა ბულგარელ კოლეგას ორი სამატჩო დუელი მოუგო, როდესაც ყაზახეთის ჩემპიონატში იმავეს გაკეთება უჭირდა. საბოლოოდ ნაკრებმა ყველაფერი შეინარჩუნა, მეოთხე კალათაცა და ნახევარფინალში ბელორუსის მასპინძლობის უფლება. ვაისის მეშვეობით ნაკრებმა ლიდერობა, პასების გაცემა და უფრო გუნდური ფეხბურთის თამაში ისწავლა. თუმცა ყაზახეთთან მატჩშიც მთავარ პრობლემად სტანდარტული მდგომარეობის გამოყენება ჩანდა, რადგან ნაკრებს აშკარად ეტყობა, რომ არც კონკრეტული ჩანაფიქრი აქვს და არც კომბინაციაზე ნამუშევარი. ვაისმა ამ შეხვედრაში თამაშის გარდაქმნა შეძლო, რადგან პირველ ტაიმში შეტევები ძირითადად მარჯვენა ფლანგზე იწყებოდა და წარუმატებლად სრულდებოდა, ხოლო მეორე ტაიმში უფრო მეტმა აქცენტმა გიორგი ჩაკვეტაძეზე გაამართლა.
0 ეკუთვნის.. კანკავას ყოველ მატჩში ეკუთვნის 8.0
თავად სტატიის ავტორი წერს რომ ორივე გოლი ჩაკვეტაძის დამსახურება იყო.
ნაკრები ვერ ახერხებდა სტანდარტული მდგომარეობის გამოყენებას, არ იცის კუთხურის ჩაწოდება, არ იცის ჯარიმის დარტყმა, ნაკრების არსენალში არ არის ვარჯიშებზე დამუშავებული არცერთი ტაქტიკური სქემა და კომბინაცია, ვერ ხერხდება მატჩის მსვლელობის დროს ტაქტიკური გადაწყობა, ვერ ხერხდება თამაშში დინამიკის შეცვლა სათადარიგო მოთამაშეების შემოყვანით. ეს ყველაფერი კი მწვრთნელის ბრალია.
მოკლედ ნაკრების მთავრი პრობლემა ეს არის სუსტი მწვრთნელი :)
რომ არა ჩაკვეტაძე, ამ სესარჩევსიც ვერცერთ თამაშს ვერ მოიგებდა ვაისი