"ჯვაროსნებმა" მატჩამდე ბოლო ვარჯიში ჩაატარეს - გუნდს მერებაშვილიც ვერ დაეხმარება

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა წლის სადებიუტო მატჩამდე ბოლო ვარჯიში გამართა. საწვრთნელი პროცესი ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე შედგა. დღევანდელი ვარჯიში, ტრავმის გამო, გიორგი მერებაშვილმა გამოტოვა, ფეხბურთელი ეროვნულ გუნდს სავარაუდოდ ხვალინდელ შეხვედრაში ვერ დაეხმარება. მატჩისწინა ბოლო ვარჯიშის საწყის 15 წუთს მედიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე ვაკო გვილიამ და ოთარ კიტეიშვილმა მცირე კომენტარი გააკეთეს:

ოთარ კიტეიშვილი: „ხვალ, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვაქვს. შვეიცარიის ნაკრები ერთერთი გამორჩეული გუნდია ევროპაში და საკმაოდ რთულ თამაშს ველით. ტ
რავმის გამო გიორგი ჩაკვეტაძე დაგვაკლდება, რაც, რა თქმა უნდა, სამწუხაროა, თუმცა გვყავს მოთამაშეები, რომლებსაც მისი შეცვლა შეუძლიათ. გულშემატკივარს ვთხოვთ, რომ მხარი დაგვიჭირონ, რადგან საკუთარ მოედანზე მათი მხარდაჭერა დამატებით ენერგიას გვმატებს.“

ვაკო გვილია: „შვეიცარიასთან, რომელიც ამ ეტაპზე ძალიან ძლიერი გუნდია და ევროპაში დომინირებს, ადვილი თამაში ნამდვილად არ გველის, მაგრამ ჩვენ საკუთარ თამაშზე უნდა ვკონცენტრირდეთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ წარმატების მისაღწევად.“

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიაცკიო ეტაპის მატჩი, საქართველოსა და შვეიცარიას შორის 23 მარტს, 18:00 საათზე დაიწყება. „დინამო არენადან“ შეხვედრის რეპორტაჟს, საზგოადოებრივი მაწუყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 2 /
ოოო, მერებას ტრამვა არაა კაი, მაინც გამოცდილია და ბურთის დაჭერა კარგად შეუძლია. ზარანდიას ჩაანაცვლებს ალბათ და ზოგი ჭირიო, ვხუმრობ. ვერ მოიშუშა ტრამვა, აი ამიტომ არ უნდა გამოუძახო. მაგას ცოტა გაუცდა და თქვენ წარმოიდგინეთ, ოქრის 1 წელია არ უთამაშია, კიარადა საავადმყოფოდან არ გამოსულა, ასე ქვია, ერთი წეიფაფხურა ნაკრებში და ვსიო. პრინციპში თუ გაგვიჭირდა და გოლი დაგვჭირდა, შეიძლება, 15 წუთი მაკრატელას პონტში, აბა თამაშს მაგი ვერ გაქაჩავს ფიზიკურად, მასე თუა , არაბიძემ რა დააშავა ჯარიმის პონტში, იი ჯიღაურიც რა ვიცი. ხარაიშვილი და ზარანდია არ უნდა დაეტოვებია და ეხლა მერებას ნაცვლად შეიყვანს ალბათ. მერე კიდე, ასე მოუმზადებელი და ახალტრამვა მოშუშებულისთვის ამხელა ტვირთის აკიდება ცოდვაა, მეტი პროცენტია კიდევ ტრამვის მიღების და მერე იყავი კარგად. ეგ კი არა, ფუი ეშმაკს, ერთი კაცის მეშინია კიდე, ნეტა ჯანმრთელად ჩაამთავრებდეს.გვარს არ დავასახელებ. ღმერთი მაგისკენ, ბიჭებისკენ და ჩვენსკენ. ზა რა ნდი აა. მო გე ბაააა. არაბიძეს ხომ არ დაიმატებს ნეტა, არც მაგი იქნება ურიგო. ოფიციალურში უფრო მოტივირებული იქნება, ერთი ტაიმი. მაგრა ველოდები
ვასო
02:02 23-03-2019
0
ძაან კარგი
მანუჩარი
01:55 23-03-2019
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული