ვლადიმირ ვაისის სია - სლოვაკის "ხუშტურებით" შედგენილი განაცხადი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სამხრეთ კორეასთან ამხანაგური შეხვედრისა და დანიის ნაკრებთან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევის მატჩისთვის ცნობილია. ვლადიმირ ვაისმა 27 ფეხბურთელს უხმო, რამაც არაერთგვაროვანი შთაბეჭდილებები დატოვა.

ხშირად არის, როდესაც სლოვაკს შემადგენლობის შერჩევისას აკრიტიკებდნენ, თუმცა ამჯერად გარკვეულ უსამართლობასაც აქვს ადგილი და ვერ ვიტყვით, რომ ეს საუკეთესოთა ნაკრებია.

ჯერ კიდევ სანამ შემადგენლობა გამოცხადდებოდა, ჩვენ ვწერდით, რომ ვაისს დიდი თავის ტკივილი ელოდა ფეხბურთელების შერჩევისას, თუმცა ეს არ ითვალისწინებდა გარკვეული საჭირო ფეხბურთელების განაცხადს მიღმა დატოვებას. შევეცდებით, პოზიციონირებით მივყვეთ.

მეკარეები

გიორგი ლორია და გიორგი მაკარიძე საქართველოს ნაკრების
უცვლელი მეკარეები არიან, როინ კვასხვაძე კი სიაში ტრავმის გამო ვერ მოხვდა.

რაც შეეხება ლაზარე კუპატაძეს, მასზე უკეთესი ვარიანტებიც იყო: ლუკა გუგეშაშვილის, გიორგი მამარდაშვილის და მიხეილ ალავიძის სახით. თუმცა პირველ ორს ახალგაზრდულში უხმეს, მესამე კი სლოვაკისთვის უცნობია და ნაცნობი ვარიანტი გაიმეორა.

ყველაზე გასაკვირი და უცნაური ფაქტი ის არის, რომ ლაზარე კუპატაძე თავის კლუბშიც კი არ არის ნომერ პირველი მეკარე. ალავიძე პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და კუპატაძეს 2019 წელს ეროვნულ ლიგაში 2 მატჩი აქვს ჩატარებული, ხოლო ლუქსემბურგში - 3.

დაცვა

ცენტრალური დაცვის შემადგენლობა ლოგიკურიც იყო და კითხვებიც არ არის, მაგრამ როდის მერე გახდა ჯამბულ ჯიღაური ფლანგის მცველი? ერთხელ უკვე ვიხილეთ ვაისის მიერ მსგავსი არჩევანი და გვახსოვს მისი გადაწყვეტილების კრახიც.

ამავდროულად, ვერ დავეთანხმები იმ აზრს, რომ ნიკა მალი უნდა იყოს ნაკრებში გამოძახებული. ამ ეტაპზე მისი საჭიროება ახალგაზრდულ ნაკრებში უფროა. შესაბამისად, არც უნდა ყოფილიყო. რადგან ოთარ კაკაბაძის შემცვლელების დიდი არჩევანიც არ გვაქვს, შეიძლებოდა ჯიღაურის თანაგუნდელის, ლევან გეგეჭკორის გამოძახება.

ნახევარდაცვა

ჯაბა კანკავა ნაკრებში რატომ უნდა გამოიძახო? ის დისკვალიფიკაციის გამო დანიასთან შეხვედრაში ვერ ითამაშებს და ამხანაგურ შეხვედრაში რა უნდა გააკეთოს ისეთი, რაც სლოვაკმა არ იცის ან არ უნახავს? თავისუფლად შეეძლო კანკავა დაესვენებინა და იმავე შემთხვევაში ლაშა პარუნაშვილი გამოეძახებინა.

დანიის ნაკრებთან რთული დაპირისპირებიდან გამომდინარე, ჩვენ ვივარაუდეთ, რომ მურთაზ დაუშვილს ვაისი ნაკრებში უხმობდა, რადგან ის კანკავას სტილის მოთამაშეა და მეტოქის შეტევების ჩაშლის პროცესში საკმაოდ დიდი როლი დაეკისრებოდა. ვაისის პრაგმატულობიდან გამომდინარე, დანიასთან სამ საყრდენ ნახევარმცველს მაინც უნდა ველოდოთ. გაფართოებულ შემადგენლობაშია ნიკა კვეკვესკირი, რომელსაც, თუ მოასწრებს გამოჯანმრთელებას, ალბათ, ნაკრებში ვიხილავთ.

ახლა კი ისეთ გადაწყვეტილებაზე უნდა ვისაუბრო, რაც ნებისმიერ შემთხვევაში სამარცხვინოა.

საქართველოს ნაკრები საერთაშორისო დონეზე სუსტი გუნდია. ჩვენ არ გვყავს ვარსკვლავები და თითოეული მოთამაშე ფეხბურთელი მნიშვნელოვანია. ჩვენს ნაკრებში მუდმივად არის ტრავმიანობა, ფეხბურთელები, რომლებსაც სათამაშო დრო არა აქვთ და არც ეს სანაკრებო პაუზა არის გამონაკლისი.

ამ დროს კი განაცხადს მიღმა დარჩნენ ლუკა ზარანდია და გიორგი ხარაიშვილი. ეს ორი ფეხბურთელი გამოძახებულ შემტევ ნახევარმცველთა 90 პროცენტზე უკეთეს ფორმაშია და ისინი უფრო მეტად იმსახურებდნენ ნაკრების განაცხადში ყოფნას. ლუკა ზარანდიას მიმართ არასათანადო დამოკიდებულება აქამდეც იგრძნობოდა. არ გამოვრიცხავთ, ეს გარკვეული მიკროკონფლიქტით იყოს გამოწვეული. ხოლო გიორგი ხარაიშვილის არგამოძახებას კი ახსნა არა აქვს.

ერთა ლიგამდე საქართველოს ნაკრებმა რა თამაშებიც უნდა ჩაატაროს, ყველა მატჩი ფორმალობაა და აუცილებლად უნდა მიეძღვნას "გუნდის" შექმნას, რომელიც გააზრებული კომბინაციებითა და გარკვეულ სათამაშო სქემაზეა მორგებული. ამ გუნდში ძირითადში თუ არა, სათადარიგოდ მაინც უნდა მოიაზრებოდეს ხარაიშვილი - ზარანდია, მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ ტრავმიანობიდან გამომდინარე, წამყვანი მოთამაშეების გარეშე ყოფნა ჩვენთვის ჩვეული პრობლემაა.

რაც შეეხება დებიუტანტებს, ორივე ფეხბურთელის სიაში მოხვედრა ვივარაუდეთ. "რუბინიდან" ნაკრებში მოხვდა ზურიკო დავითაშვილი და "დინამოდან" - ლევან შენგელია.

აგრეთვე, აღნიშვნის გარეშე არ მინდა ერთი ფაქტი დავტოვო, ყველა ნაკრები კოორდინირებული უნდა იყოს ერთმანეთთან. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევს ახლა იწყებს, მთავარ ნაკრებს კი შესარჩევით გასვლის შანსი არა აქვს. ხომ არ აჯობებდა, რომ ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი ვაისს ცეცაძისთვის დაეთმო?

თავდასხმა

უთავდამსხმელობიდან გამომდინარე, ვაკო ყაზაიშვილს უკვე ფორვარდად მოვიაზრებთ, თუმცა ჯერჯერობით ამან შედეგი არ გამოიღო, თუმცა სხვა გზაც არ გვაქვს. არც სხვა არჩევანი გვაქვს, კარგა ხნის უთამაშებელ გიორგი ქვილითაის რომ არ ვუხმოთ.

alt2 დებიუტანტი - ვლადიმირ ვაისმა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

altსაქართველოსა და დანიის ნაკრებების მატჩის ბილეთების გაყიდვა დაიწყო

altაზიური ვეფხვები - რას წარმოადგენს საქართველოს მეტოქე სამხრეთ კორეის ნაკრები?

altვლადიმირ ვაისის თავის ტკივილი - ვინ გამოიძახოს? როცა ნახევარზე მეტი ფეხბურთელი ფორმაში არ არის

მკითხველის კომენტარები / 55 /
აღარ მოვიდა დრო რომ შეცვალონ??? წადი ....წადიიიიიი!!!
doni
28 აგვისტო 2019 14:47
7
ერთი რამ მართლა გაიგებარია კვარაცხელიას იძახებს ნაკრებში და ზარანდიას არა,ხალიან სუსტია კვარაცხელია
ika
28 აგვისტო 2019 14:46
4
სტატის ავტორს მადლობა გამბედაობისთვის რომ მწვავე კრიტიკული სტატია მიუძღვენი, 1) 21 წლამდელებში ეთამაშათ ახალგაზრდებს კარგი იქნებოდა ნამდვილად 6 ქულის აგება არ გვაწყენდა, 2) ზარანდიას რაც შეეხება ვინც უყურებს მის თამაშს აშკარად წონაში მომატებული აქვს თუ დაიკლებს კარგს იზავს, მარა მაინც უნდა გამოეძახა... 3)ხარა და პარუნაშვილისეზონიდან ზეზონამდე 90 წუთს ტამაშობენ და მიკრო ტრანვებიც არ ქონიათ მე არ მახსენდება მათზე რომ რაიმე სახის თრანვა ქონოდათ ღმერტმა ჯამრთელები გვიმყოფოს როგორც ეგენი სხვა დანარჩენი სპორცმენები, ამხელა პრაქტიკა ფიზიკურად მომზადებულიები არიან და რაც მტავარია მაგალი დონის ჩემპიონატში თამაშობენ, ვინც მაგათ მაგივრად არიან ნაკრებში იმათან შEდარებით, კანკავაზე ვეთანხმები რომ უნდა დაესვენა ჩვენს კაპითანს.. 4) ამ ყაზაიშვილს არ გამოდის ცენტრფორვარდად თამაში და მერე ვაკრიტიკებთ ვქოლავთ ამდროს სხვა პოზიციის ფეხბურთელია, ქვილითაია არ უნდა გამოეძახებინა იმიტომ რომ ამსეზონში 10 წუტი ითამაშა სულ და მაგის უპრაქტიკობა არ და ვერ ადგება ჩვენს ნაკრებს, ვაისსის არა პროფესიონალიზმი კიდევ ერტხელ გამოჩნდა, ქართველ ფეხბურთელებისადმი არ აქვს ინფორმაცია, დაკოპირებული სიით დადის არ დადის მასე ჩAნს აშკარად, კუპატაძე რატომ უნდა იყოს ნაკრებში როცა ალავიძე მართლა მშვენიერი მეკარეა, უსამარტლობა იყო და გრძელდება სამწუხაროდ,
va-le
28 აგვისტო 2019 14:39
12
ეს ვაისი ჯადოქარი ხომ არაა სასწაული მოახდინოს,ერთი უნიჭო ვიღაცის პროტეჟე მწვრთნელია,მეტი არ იცის და რა ქნას....მაგი აქამდე იყო გასაშვები გუნდიდან,მაგრამ ვერ ელევიან ვიღაც ვიღაცეები,მაგისთანა და უფრო უკეთესი მწვრთნელები საქართველოს ჩემპიონატშიც გვყავს,რომლებმაც ქართველ ფეხბურთელებზე მეტი იციან და უფრო უკეთესად გაწვრთნიან ვიდრე ვაისმა,მაგრამ ვისაც ეხება ეს საკითხი ისინი ყურს არ იბერტყავენ.კლოდ სორელისა და მილტონ ჰეიგის მსგავსი მწვრთნელი გვინდა საფეხბურთო ნაკრებისთვის
ბეგო
28 აგვისტო 2019 14:34
10
თუ მცველი ჭირდებოდა დინამოს მცველი რატომ არ გამოიძახა?
ddgfdf
28 აგვისტო 2019 14:26
11
მერამდენედ ვამბობ, ვაისისთვის გადაიზარდა ჩვენი ნაკრები, ბევრად უკეთესი ფეხბურთელები გვყავს, ვიდრე ვაისი მწვრთნელია. დუშვილი, დვალიშვილი, არველაძე, მერებაშვილი, კუპატაძე, რა დამსახურებისთვის არიან ესენი ნაკრების კანდიდატები და რით ვერ დაიმსახურა ეს ზარანდიამ და ხარიშვილმა, ჭანტურიშვილს რაც შეეხება, ჩემი აზრით ამ ბიჭს არაფერი გაუფუჭებია, რამდენჯერაც შანსი მისცეს. ვაისი რაღაც ძველმოდური ტიპაჟია და ჯიუტია.
ბმბ
28 აგვისტო 2019 14:02
9
avtor ubralo gamarkvie lazare kupatadzestan dakavshirebit rato magavsi shepaseba? mesame mekared aris gamodzaxebuli axalgazrda bichia da unda gaitvaliscino ro samomavlo gatvlaa, es erti, getanxmebi bevri shecdoma daushva xaraishvili zarandia aucileblad gamosaszaxsblebi ikvnen, danarchen shemtxvevashi es tramvianoba chveni tanmdebi nacilia, mtavaria erta ligaze ikvnen mckobrshi bichebi! carmatebebi bichebs da janmrteloba pirvel rigshi
daviti
28 აგვისტო 2019 13:49
2
Ragacas archevt ganixilavt vitom germaniis nakrebi gvyavdes ra mnishvneloba aqvs vis daayeneb yvela ertnairi uxarisxo da arafrismaqnisia torem tkvenma shercheulma xom daglija yvelaferi
Mm
28 აგვისტო 2019 13:43
4
ეს ვაისი კიდევ არ გაუშვიათ? მოკლეთ ბესპრიდელია თუ რა ხდება ვერ გავიგე.
gurami
28 აგვისტო 2019 13:39
9
გადაჭარბებული სტატიის პათოსი, ვაისი ყოველთვის ადეკვატურად არჩევს შემადგენლობას, ერთადერთი კითხვის ნიშანი ხარაიშვილის არგამოძახებაზეა, მაგრამ აქაც აქვს მწვრთნელს უფლება თავისი მოსაზრება ქონდეს, შეიძლება ვერ ხედავს ნაკრებში ამ ეტპაზ მის პოტენციას, მესიაო ხარაიშილზე ნამდვილად ვერ იტყვი.
გუგა
28 აგვისტო 2019 13:15
14
გუგას -არა ჯიგარ ხარაიშვილი ს არგამოძახებაზე არაა მარტო საქმე ? უპრაქტიკო ჯანო და კანკავა რომ გამოიძახა მეთქი იმას ვამბობ? ხომ თქვა ვაისამ რომ ამ თამაშებს ახალი ფეხბურთელების გამოსაცდელად გამოიყენებდა და ყველამ ვიცით რომ ასე უნდა იყოს ეს! და მერე რას მაიმუნობს კიდევ არა ,კაი ქვილითა უნდა დაგვეძახა ,აღარ გვაქვს მეთქი ვარიანტი და იმიტომ .....
ემზარ დუისბურგი
30 აგვისტო 2019 02:02
0
Mag logikit messi arcerti araa jer erti, mere kide sadac arveladzis bichs idzaxebs saertod arafris gamo (arveladzis bichia prosta) xaraishvilma ra daashava roca göteborgis dziritadis fexburtelia da an goli gaaqvs an sagole pass adzlevs yvela tamasshi
Beqa
28 აგვისტო 2019 15:09
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული