"გთხოვთ, სწორად გამიგოთ, ჩვენ საქართველოს ნაკრებს დიდ პატივს ვცემთ. თქვენს ნაკრებს დანიასთან არათუ ფრე, არამედ მოგებაც შეეძლო. თუმცა ამჟამად შვეიცარიაშიც მოსაგებად მივემგზავრებით და ხვალაც მოგება გვაქვს დაგეგმილი.
ხვალინდელ შემადგენლობას ვერ დაგისახელებთ. ბევრი ფეხბურთელი დაგვაკლდება დისკვალიფიკაციის და ტრავმების გამო, მაგრამ ეს ჩვენთვის დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც მათ სრულფასოვნად შეცვლიან.
ის ფეხბურთელები კი, რომლებიც ხვალ არ იქნებიან, მათ უკვე დიდი როლი ითამაშეს ნაკრების წარმატებაში
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში დაცვას გამოვარჩევდი. ჩვენ ვნახეთ წინა შეხვედრაში, თუ როგორი წინააღმდეგობა გაუწიეს დანიის ნაკრებს. ჩვენ შევეცდებით, თავისუფალი სივრცეები მოვნახოთ", - თქვა მაკარტიმ.
საქართველოსა და ირლანდიას შორის ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის მატჩი 12 ოქტომბერს "დინამო არენაზე", 17:00 საათზე დაიწყება. მატჩს "პირველი არხი" გააშუქებს.
ვლადიმირ ვაისი: იმედი მაქვს, რომ მწვრთნელის როლში პირველად მოვუგებ ირლანდიას
შეგვიძლია თუ არა ირლანდიის ნაკრების დამარცხება? - საქართველოს მე-11 მცდელობა