საქართველოს ნაკრები ირლანდიასთან ფრეს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
12 ოქტომბერს, ევროშესარჩევი ტურნირის მე-6 ტურში საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებების მატჩი 0:0 დასრულდა.

ირლანდიასთნ 10 მოუგებელი მატჩის შემდეგ ქართველ გულშემატკივრებს გამარჯვების იმედი ჰქონდათ და მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა შემტევი შემადგენლობა დააყენა.

სტუმრებს დებიუტშივე შეეძლოთ ანგარიშის გახსნა, მაგრამ საბედნიეროდ ძელმა გვიხსნა. ამის შემდეგ ჩვენი გუნდი უპირატესობას დაეუფლა და პირველი სახიფათო მომენტი მე-11 წუთზე შექმნა, როდესაც ქვილითაიამ პასი ანანიძეს გაუკეთა, მისი დარტყმული ბურთი კი მიზანს ასცდა.

"ჯვაროსნები" ბევრს უტევდა, ირლანდიას კი ზონები სიმედოდ ჰქონდა გადაკეტილი და კონტრიერიშებით გვპასუხობდა.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ
შეცვლილა, მომენტები იშვიათად იქმნებოდა და 65-ე წუთზე შანსი ანანიძეს მიეცა, რომელიც საჯარიმოსკენ გაიჭრა, თუმცა სისწრაფე არ ეყო და წააქციეს. საჯარიმო თავად ჯანომ შეასრულა - არაზუსტად.

შეცვლაზე შესული ლობჯანიძე 84-ე წუთზე ერთ მცველს გასცდა, კარის წინ კარგ პოზიციაზე აღმოჩნდა, თუმცა დარტყმა არ დააცალეს. სტუმრებს შეტევებში თითქის არაფერი გამოსდიოდათ, მხოლოდ ერთი ნახევრადმომენტი კონოლის ჰქონდა, რომლის დარტყმული ბურთი ლორიამ აიღო და მატჩი უგოლოდ დასრულდა.

თბილისი. "დინამო არენა"
საქართველო - ირლანდია 0:0

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, ტაბიძე, გრიგალავა, კანკავა, კიტეიშვილი (აბურჯანია 89), ოქრიაშვილი (ლობჯანიძე 77), ანანიძე, ყაზაიშვილი, ქვილითაია (შენგელია 73)

ირლანდია: რანდოლფი, კოულმენი, დაფი, ეგანი, უილანი, დოერტი, მაკლინი, რობინსონი (ბრაუნი 73), ჰენდრიკი, ჰურიჰანი (უილიამსი 90+3), კოლინზი (კონოლი 77)

altვლადიმირ ვაისი: გოლის გასატანად შეტევაში მეტი აგრესია გვჭირდება

altირლანდიელთა თავკაცი: ვერ ვიტყვი, რომ გულდაწყვეტილი ვარ

altblick: საქართველოს ნაკრების საჩუქარი შვეიცარიას

altdailymail: ლორია მაყურებელი იყო - წარმოსახვის უუნარო ირლანდიელები თბილისში ჩიხში შევიდნენ

 

altirishmirror.ie-ს შეფასებები: მატჩის საუკეთესო მოთამაშე ანანიძე იყო - ირლანდიელები ქშინავდნენ


მკითხველის კომენტარები / 69 /
პროგრესი აშკარად შეინიშნება და ეს უნდა ვაღიაროთ.
ფეხბურთი
12 ოქტომბერი 2019 22:10
5
მართალია გოლის გატანა გვიჭირს მაგრამ მთლიანობაში დალაგებულ ფეხბურთს ვთამაშობთ ასე თუ ისე, რა გუნდებში თამაშობენ ბიჭები ეგეც გავითვალისწინოთ, ტოპ ჩემპიონატში არცერთი არ გვყავს სამწუხაროდ, მოკლედ მაქსიმუმს აკეთებს გუნდი და ვაისი რაც შეუძლიათ. ჩაკვეტაძე რომ დაგვიბრუნდება კიდევ მოვუმატებთ თავისთავად.
და კიდევ ერთი; არაბიძე ფორმაშია და პენალტივით იტანს ჯარიმებს, რადგან ასე გვიჭირს ბურთის გატანა მემგონი დროა დაბრუნდეს ნაკრებში!
ლადი
12 ოქტომბერი 2019 21:35
4
გეთანხმები,ამათ არაბიძე,ჩაკვეტაძე,ზურიკო და კვარაცხელია დაამატე და მაგარი გუნდია.ანანიძე,ოქრი,ვაკო სკამზე.ანანიძეს საერთოდ რა უნდა ამ ნაკრებში ყველაზე სუსტი წერტილია.
მიდით ბიჭებო
12 ოქტომბერი 2019 22:14
2
ეს ფეხბურთის გუნდი კი არა შეშინებული და უცოდინარი ადამიანების ჯოგია,რომელიც გრძნეულმა დაწყევლა და სასჯელად ფეხბურთის თამაში მიუსაჯა...აბა სხვანაირად ესენი ფეხბურთის გაგებაში არ არიან...მაგრა მეცოდება ალალად ის ხალხი ვისაც ამათი თამაში მოსწონს!!!!
kaxa
12 ოქტომბერი 2019 21:33
35
ცხონებულმა ბებიაჩემმა ერთი ანდაზა იცოდა."ავია თუ კარგია,ქალო,შენი ქმარიაო"ავია თუ კარგია,ეს ჩვენი ნაკრებია და როგორც შვილი,ისიც უპირობოდ მიყვარს,გული შემტკივა მასზე.სხვა საქმეა მოწონება და სულ სხვა საქმეა სიყვარული.შვილსაც ვაკრიტიკებთ,ზოგჯერ ვლანძღავთ კიდეც,მაგრამ ის ამით,ჩვენთვის ნაკლებად საყვარელი არ ხდება.
სოსო
14 ოქტომბერი 2019 22:25
0
ეს ფეხბურთის გუნდი კი არა შეშინებული და უცოდინარი ადამიანების ჯოგია,რომელიც გრძნეულმა დაწყევლა და სასჯელად ფეხბურთის თამაში მიუსაჯა...აბა სხვანაირად ესენი ფეხბურთის გაგებაში არ არიან...მაგრა მეცოდება ალალად ის ხალხი ვისაც ამათი თამაში მოსწონს!!!!
kaxa
12 ოქტომბერი 2019 21:32
20
რა შეიძლება ითქვას დღევანდელ თამაშზე, ისევე როგორც დანიასთან დღესაც გამოჩნდა პოზიტოური ნიუანსები რომელიც აუცილებლად შესამჩნევი და აღსანიშნავია. გუნდი, როგორც ერთიანი ორგანიზმი უფრო დალაგებულია და ბევრად დისციპლინირებული. რგოლებს შორის კავშირიც მეტად დახვეწილია. და რაც მთავარია მენტალობა, გუნდი მოსაგებად იწევდა დანიასთანაც და ირლანდიასთანაც მაგრამ არ ეყო ხასიათი. ვისაც გახსოვთ ადრე ასეთი წონის გუნდებთან მთავარი იყო "ოღონდ არ წავაგოთ" ან "მინიმალური ანგარიშით მაინც წავაგოთ". რაც შეეხება პრობლემებს ისევ და ისევ მტკივნეულად დგას ახალ ტრავმამოშუშებული და ფორმაში არ მყოფი მოთამაშეების საკითხი, რომელთაც ძალიან უჭირთ კონცენტრირება და ტემპის აყოლა. დღეს ბევრს დაეტყო ეს და ყველა მიხვდებით ვისაც ვგულისხმობ. შეტევის დროს მეტი სწრაფი აზროვნება და აგრესიულობა გვჭირდება. ჩაკვე ძალიან გვაკლია და როდესაც ის დაბრუნდება დარწმუნებული ვარ ბევრად მწვავე და შედეგიანი გახდება ჩვენი შეტევები. იგივე შემიძლია ვთქვა თავდასხმაში მჭედლიძეზე. ძალიან გვჭირდება მისი ფორმაში შესვლა. ლობჯანიძემაც გამოაჩინა რომ საკმაოდ ცივსისხლიანი და ათლეტურია. საერთო ჯამში ფლანგებზე და ცენტრფორვარდის პოზიციაზე მეტი სიმწვავე გვჭირდება. ამის რესურსი არის და ვფიქრობ რომ შეიძლება ამ მხრივ სიტუაციის გამოსწორება. მიმაჩნია, რომ პოზიტივის შემჩნევა და მასზე საუბარი ისეთივე მნიშვნელოვანია როგორც კრიტიკა. განსხვავებების დანახვა აუცილებლად უნდა შევძლოთ, რადგან ბოლოსდაბოლოს ყველაფერი შედარებითია სამყაროში.
ანესთეზეოლოგი
12 ოქტომბერი 2019 21:10
3
ამ თამაშის მერე ვინც მხოლოდ აკრიტიკებს ნაკრებს, კომპლექსიანი ბოღმები ხართ მეტი არაფერი.
ვაჟა
12 ოქტომბერი 2019 21:10
19
ბატონო ვაჟა, მოყვარეს პირში უძახეო არ გაგიგიათ? პირადად ჩემთვის ასეთი შანსის გამოუყენებლობა, რაც გაზაფხულზე გველის, პირადად ჩემთვის კატასტროფა იქნება და რეალური საშიშროების წინაშე რომ ვართ იმიტომ ვცდილობ, რომ თავიდან ავიცილოთ. მწვრთნელი რომლიც ვერ ხედავს, რომ ორი კაცი ლამის მოედანზე დაწვა, ის თამაშს არ უყურებს. არც თამაშემწეები არა ჰყავს რომ უკარნახონ? წინასანაკრებო შეკრებაზე შემოწმება არ გაიარეს ფეხბურთელებმა? ვინ რა ფიზიკურ ფორმაში იყო არ იცოდა ვაისმა? აბა ამას მწვრთნელი ჰქვია? დარწმუნებული ვარ მისი დავალებით გაჰყავდათ დრო ბოლოს, ფრეს ინარჩუნებდნენ...აზრი? ის ერთი ქულა გინდ გქონია და გინდ არა, წადი შეტევაში, დაუყენე ქვილითაიას გვერდზე ერთერთი ლობჟანიძე, გვილიამ რა დაუშავა? მეორე ნახევარში საბა და გვილია ოქრის და ჯანოს ნაცვლად დიდს არაფერს დააკლებდა დაცვას, ერთტაიმიანმა მდორე თამაშმა რამოდენიმეჯერ მაღალი პრესინგის მცდელობით ისე დაღალა ჩვენი ვარსკვლავები, რომ აშკარად დაეტყოთ, ვაისი კი მგონი ფიქრებით სხვაგან იყო. მოკლედ პრობლემის თავი და თავი ვაისია და სანამ დრო გვაქვს კიდევ, უნდა მოვიცილოთ. ფეხებზე კიდია ქართული ფეხბურთი.
emigranti
13 ოქტომბერი 2019 04:20
7
აშკარა პროგრესია დაცვაში, შეცდომები მინიმუმამდეა დაყვანილი.კიტეიშვილს კი ყველა მონაცამია აქვს გუნდის ლიდერად ჩამოყალიბების,რომელიც დღეს ასე გვაკლია
giorgi
12 ოქტომბერი 2019 21:09
4
ფეხბურთში ყველაზე უფრო ფასობს გოლი,გოლი კი ვერ გაგვაქვს,თუმცა საიდან გავიტანთ, როცა კარში არ ურტყამთ,უფრო სწორად არ გვარტყამინებენ.საჯარიმოს გათამაშება ამათმა არ იციან,კუთხური გათამაშება ამათმა არ იციან,არადა ესენი ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია ფეხბურთში.მოკლედ იმათი გამკვირვებია,ჩვენი ფეხბურთელების თამაშით კმაყოფილი რომ არიან.....
კახა ქ.
12 ოქტომბერი 2019 20:52
37
ფეხბურთში ყველაზე უფრო ფასობს გოლი,გოლი კი ვერ გაგვაქვს,თუმცა საიდან გავიტანთ, როცა კარში არ ურტყამთ,უფრო სწორად არ გვარტყამინებენ.საჯარიმოს გათამაშება ამათმა არ იციან,კუთხური გათამაშება ამათმა არ იციან,არადა ესენი ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია ფეხბურთში.მოკლედ იმათი გამკვირვებია,ჩვენი ფეხბურთელების თამაშით კმაყოფილი რომ არიან.....
კახა ქ.
12 ოქტომბერი 2019 20:51
26
ხალხო გამოფხიზლდით, 90 წუთი ირლანდიელთა მეკარეს ჩვენგან ბურთი არ მისვლია, საერთოდ რაზე ვლაპარაჯობთ, რომელ ფეხბურთზე?
goga
12 ოქტომბერი 2019 20:49
30
...და ლორიას რამდენჯერ მიუვიდა ბურთი და პირველად რომელ წუთზე?ე.ი. ირლანდიამაც არ იცის ფეხბურთი ხომ?დანიამაც არ იცოდა წინა შეხვედრაში ხომ?როგორ ერთბაშათ გინდათ რა ყველაფერი ? ჩვენ ნორმალური და დალაგებული თამაში გუშინ დავიწყეთ და ცოტაც და იქნება გოლებიც და გამარჯვებებიც
ემზარ დუისბურგი
13 ოქტომბერი 2019 02:00
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული